ტირუმალაი კრიშნამაჩარია (18 ნოემბერი, 1888 — 28 თებერვალი, 1989) ინდოელი იოგას მასწავლებელი, აიურვედას მეთოდით მკურნალი და სწავლული იყო. მას ხშირად „თანამედროვე იოგას მამად“ მოიხსენიებენ. კრიშნამაჩარიას მე-20 საუკუნის უდიდეს იოგას მასწავლებლად მიიჩნევენ და ჰათჰა იოგას აღორძინებასა მას მიაწერენ.

კრიშნამაჩარიამ სამეცნიერო ხარისხი ექვს ვედურ დარშანაში (ინდურ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში) დაიცვა. მაისორის მაჰარაჯას, კრიშნა რაჯა ვოდიაერის პატრონაჟის ქვეშ ის იოგას პოპულარიზაციის მიზნით მოგზაურობდა მთელს ინდოეთში, კითხულობდა ლექციებს და საკუთარი პრაქტიკის დემონსტრირებას ახდენდა. მის დემონსტრირებებს შორის ზოგიერთი მეტად საოცარი იყო, მაგალითად გულის ცემის შეჩერება. ის მიიჩნევა ვინიასების, სუნთქვის  და მოძრაობის ერთიანობის არქიტექტორად. კრიშნამაჩარიას მოძღვრების  ერთ-ერთი პრინციპი ინდივიდზე მორგებული სწავლება იყო.   კრიშნამაჩარია მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ცნობილია როგორც იოგი, თუმცა ინდოეთში მას როგორც მკურნალს ისე იცნობენ, რომელიც აიურვედის და იოგას ტრადიციული მეთოდების მეშვეობით მკურნალობდა ადამიანებს. ის ოთხი წiგნის ავტორია: იოგა მაკარანდა (1934), იოგა ასანგალუ (1941), იოგა რაჰასია  და იოგა ვალი (1988). ასევე მის კალამს ეკუთვნის მრავალი ესეისტური და პოეტური ნაწარმოები.

კრიშნამაჩარიას სტუდენტთა შორის ბევრია ცნობილი იოგას მასწავლებელი: ტ.კ.ვ. დესიკაჩარი (დაბადებული 1938 წელს), ინდრა დევი (1899 — 2002), ბ.კ.ს. აიანგარი  (1918-2014), კ. პატტაბჰი ჯოისი. (1915–2009) და ა.გ. მოჰან  (დაბადებული 1945 წელს).

კრიშნამაჩარია 100 წლის ასაკში

კრიშნამაჩარიას ფოტო 100 წლის ასაკში (1988)