მზის მისალმება (Surya Namaskara)

 

სურია ნამასკარა (Surya Namaskara; ქართ: მზის მისალმება; ინგლ: Sun Salutation) წარმოადგენს ასანების თანმიმდევრობას, რომელიც სათავეს ინდოეთიდან იღებს, სადაც მოსახლეობა სურიას, მზის ღვთაების, სცემდა თაყვანს. მოძრაობების ეს თანმიმდევრობა და ასანები ცნობიერების სხვადასხვა საფეხურზე შეიძლება შესრულდეს, დაწყებული როგორც ფიზიკურო ვარჯიშის ნაირსახეობა და დასრულებული სადჰანათი, რაც თავის თავში ასანებს, პრანაიამას, მანტრებს და ჩაკრა მეიტაციას მოიცავს. მზის მისალმება ხშირად გვხვდება, როგორც საწყისი ვინიასა გრძელ იოგას სერიებში. არსებობს სხვადასხვა სახის მზის მისალმება.

 

 

ისტორია

 

ძველ დროში

ჰათჰა იოგა პრადიპიკაში საერთოდ არ არის ნახსენები მზის მისალმების შესახებ, თუმცა აღნიშნულია სურია-ბჰედანა კუმბჰაკა (მზის სუნთქვითი ვარჯიშები; II, 44 და 48-50). მსგავსი სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ გერანდა სამჰიტას წყაროშიც წერია (58-59). უძველესი წიგნი ასანების შესახებ „შრიტატვანიდჰი“, ასევე არ მოიხსენიებს ზუსტ ტერმინს - „მზის მისალმებას“, მაგრამ ამ წყაროში გვხვდება ასანების - სარპასანას (ბჰუჯანგასანა), გაჯასანას (ადჰომუკჰ შვანასან) და უტტანასანას  ის  თანმიმდევრობა, როგორითაც ისინი მზის მისალმების დროს სრულდება.

 

მაისორი 

1930 წელს უძველესი წყაროს შრიტატვანიდჰის მთარგმნელმა კრიშნარაჯა ვოდეიარ III-მ დანიშნა  შრი ტ.  კრიშნამაჩარია იოგას მასწავლებლად იოგაშალაში იოგას სკოლაში), ქალაქ მაისორში.  კრიშნამაჩარიას სწავლებამ დიდი გავლენა იქონია მზის მისალმების იმ ვერსიით გავრცელებაზე, რომელიც დღესდღეობით აშთანგა ვინიასა იოგას, ვინიასა კრამა იოგას და სხვა იოგას ცნობილ სისტემებში სრულდება.  კ. პატჰაპბჰი ჯოისი აცხადებდა, რომ მზის მისალმება ამ ფორმით სწორედ კრიშნამაჩარიასგან ისწავლა, თუმცა სხვა მტკიცებულება ამ ფაქტის შესახებ არ არსებობს.  კრიშნამაჩარიას სწავლების კონკრეტული დეტალები უცნობია და ასევე გადმოცემით ვიცით მისი მასწავლებლის შრი რამამოჰანა ბრაჰმაჩარიას შესახებ, რომელიც მას 1916 წლიდან ჰიმაილის მთებში (სავარაუდოდ მუჰკტინათზე) ასწავლიდა. ეს ცნობა ასევე არ არის დოკუმენტალურად გამყარებული. კრიშნამაჩარიას შვილი აცხადებს, რომ მისი მამის მიერ სწავლების გარკვეული  ნაწილი თავად იქნა შემუშავებული. ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად ზეგავლენა კრიშნამაჩარიას სწავლებაზე მაისორ პალასის ტრადიციებმაც მოახდინა.

 

Raja of Aundh 

მზის მისალმების წარმოშობა ასევე უკავშირდება Raja Bhavan Rao Srinivas, Pant Pratinidhi of Aundh (1868–1951; Raja of Aundh 1909-1947) პუბლიკაციას - „ათი ნაბიჯი ჯანრთელობისკენ“, რომელიც 1928 წელს გამოიცა ინდოეთში. მას მოყვა 1938 წლის ინგლისური გამოცემა. ავტორი რაჯა ირწმუნება, რომ ასანათა ამ თანმიმდევრობით ბავშვობიდან ვარჯიშობს. არაერთი წყარო მიუთითებს, რომ მან ხანგრძლივი პრაქტიკისა და ანალიზის (შესაძლოა ცვლილებების შეტანითაც) შემდეგომ გამოსცა აღნიშნული წიგნი. მიუხედავად ამისა ორიგინალური წარმოშობა მზის მისალმებისა უცნობია,  თუმცა უნდა აღნიშნოს რომ რაჯას არასდროს მიუჩნევია საკუთარი თავი მის გამომგონებლად. მეტიც, ის ყოველთვის ხაზს უსვამდა მზის მისალმების უძველეს წარმოშობას. მან დიდი როლი ითამაშა სურია ნამასკარას მარტივ ფიზიკურ სავარჯიშოდ გავრცელებაში მთელს ინდოეთში, რასაც სკოლებში სასწავლო პროგრამაში შეტანით ახერხებდა. მან დანარჩენ მოსახლეობასაც შეასწავლა მზის მისალმება, როგორც ყოველდღიური სავარჯიშო ფორმის შესანარჩუნებლად.  მიუხედავად ამისა მაინც უნცობია ის ზუსტი გზა, რომლითაც მზის მისალმება ჰათჰა და აშთანგა იოგას სისტემაში მოხვდა.

 

სხვა ცნობები 

სხვა წყაროები, სადაც მზის მისალმების რიტუალს ვხვდებით, წარმოადგენენ მოკლე ისტორიას 1896 წელს გამოცემული “აირანის სამედიცინო მეცნიერებებისა”, სადაც აღნიშნულია, რომ ინდოეთში არსებობს არაერთი სახის ფიზიკური სავარჯიშო როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში შესასრულებლად.

ძველი ინგლისური პუბლიკაციები აღწერენ მზის მისალმების შესრულების რამდენიმე უძველეს მეთოდს, მაგრამ მათი მსგავსება დღევანდელი ფორმით გავრცელებულ მზის მისალმებასთან არც ისე დიდია. წიგნში A Catalogue raisonnée [sic] of oriental manuscripts" აღწერილია წყარო  "Tricha calpa vidhi" რომელიც მოიცავს ინფორმაციას ვიდჰის როგორც მზის თაყვანისცემის გზების შესახებ, ლოცვის თანხლებით, ჯანმრთელი ცხოვრების მისაღწევად და ავადმყოფობისაგან განსაკურნებლად. ამ მიზნით მოხსენიებულია შემდეგი რიტუალები: არგჰია პრადანა, სურია სტოტარამ, ადიტია დვადასანა ნამამ - სულ მზის 12 დასახელება, მსგავსად ზოდიაქოს ნიშნებისა.  148-ე გვერდზე წარმოდგენილია რიტუალის მოკლე ფორმა სახელად „ლაგჰუ ტრიჩა კალპა ვიდჰი“.

ისტორიულად მიჩნეულია, რომ ხაჰარაშტრაში შივაჯი მაჰარაჯა, ბრძენი სამარტჰ რამდა და მარატჰები (მაღალი სოციალური ფენა ინდოეთში) ასრულებდნენ მზის მისალმებას როგორც ფიზიკურ სავარჯიშოს ჯანსაღი სხეულისთვის. შესაძლოა ეს ფაქტი კავშირში იყოს ასევე ვიაიამასთან (სანსკრიტულად „ფიზიკური ვარჯიში“), რომელიც რელიგიური შინაარსის მატარებელი იყო. მრავალი ფიზიკური სავარჯიშო იღებს სათავეს რწმენასთან დაკავშირებული ფასეულობებიდან. გარდა ამისა ძველ ინდოეთში სულიერი პრაქტიკა ფიზიკური მზადყოფნის ნაწილად მიიჩნეოდა.

 

ვალმიკი რამაიანა 

Ādityahdayam  ერთ-ერთი უძველი პრაქტიკაა, რომელიც მზის მისალმებას მოიცავს. ეს რიტუალი ბრძენმა გასტიამ შრი რამას შეასწავლა, რავანასთან შებრძოლებამდე, რაც აღწერილია რამაიანაში ( "Yuddha Kaanda" Canto 107). 

 

ვარჯიში 

  • მზის მისალმება, როგორც ასანების უმრავლესობა, რეკომენდებულია შესრულდეს უზმოზე. ზოგიერთი რეკომენდაცია უშვებს მის შესრულებას ჭამიდან 2 საათის გასვლის შემდგომაც. როგორც წესი სრულდება საუზმემდე ან საღამოს.
  • შავასანა - სრულდება ვარჯიშის ბოლოს.
  • პრანაიამა - სრულდება ვარჯიშთან ერთად სინქრონში.
  • მანტრა - შესაძლოა წარმოითქვას მზის მისალმების წინ. 12 მანტრა, რომელიც შეესაბამება თითოეულ ასანას მზის მისალმებაში, შესაძლოა ხმამაღლა ან გონებაში წარმოთქმულ იქნას ვარჯიშის დროსაც.
  • ჩაკრები - წარმოადგენენ ყურადღების ცენტრს ასანების შესრულებისას.
  • რიტუალი შედგება 8 სხვადასხვა ასანასგან, ზოგიერთი მათგანი მეორდება ორჯერ, ამიტომ სრულდება სულ 12 მოძრაობა.