მანჯუ ჯოისი, აშტანგა იოგას გურუ მაისორში (სამხრეთ ინდოეთში) წარმოადგენს აშტანგა იოგას ყველაზე სახელგანთქმული და ავტორიტეტული მასწავლებლის შრი კ. პატტაბჰი ჯოისის უფროს შვილს.  მანჯუ დაიბადა 16 ნოემბერს, 1944 წელს. ჯერ კიდევ 7 წლის ასაკიდან ყოველ დილით ადრიანად აღვიძებდა მამა,  რომ მიეღო იოგას გაკვეთილები, რამაც მისი და მასთან ერთად პრაქტიკოსების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მანჯუმ მისი როგორც მასწავლებლის კარიერა 15 წლიდან დაიწყო და დღემდე ამ საქმიანობით არის დაკავებული.

მანჯუ ამაყობს თავისი წარმოშობით და მისთვის დიდი პატივია წარმოადგენდეს შრი კ. პატტაბჰი ჯოისის შვილს - „ის არის ჩემი მამა და მასწავლებელი ერთდროულად. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების“.  მანჯუს დედა, სავატრი ჯოის (მოიხსენიებდნენ როგორც სატჰუ) წარმოადგენდა გამორჩეულ ცოლს და მოსიყვარულე დედას, ასევე ინდური სამზარეულოს ექსპერტს, რომელიც გარდაიცვალა 1997 წელს. მანჯუს ჰყავს მეუღლე ნენსი, 2002 წელს კი შეეძინათ ქალიშვილი სატჰუ, რომელსაც სახელი ბებიის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაარქვეს. სატჰუ არაერთი ტალანტით დაჯილდოვებული, ლამაზი გოგონაა, რომელიც აგრძელებს ჯოისის ოჯახის ტრადიციებს.

მანჯუ უკვე 55 წელია აშტანგა იოგას მაისორის მეთოდით ასწავლის. მისი სწავლება მოიცვა 22-მა ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით, ასევე აშშ-ს 21-მა შტატმა. დღესდღეობით მისი სასწავლო გაკვეთილებისა ტურების რაოდენობა კიდევ უფრო მატულობს. მანჯუ მადლიერებას გამოხატავს გერი ჰერლიხისა და ყველა ადამიანის მიმართ, რომელმაც მას დახმარება გაუწია ამერიკაში დარჩენილიყო, როდესაც პირველად დაიწყო სწავლება აშშ-ში.

დღეს მანჯუ გვთავაზობს აშტანგას შაბათ-კვირის ვორქშოფებს, ინსტრუქტორთა ტრენინგებსა და ინტენსიურ ხანგრძლივ კლასებს. მისი გაკვეთილები მოიცავს პრანაიამას (სუნთქვით ვარჯიშებს) და ვედურ მანტრებსაც, რომელიც აშტანგა იოგას პრაქტიკას კარგად უთავსდება. მანჯუს მიზანია შეასწავლოს აშტანგა იოგა მის მოსწავლეებს უძველესი ინდური ტრადიციებით, რათა სტუდენტებმა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ იოგას პრაქტიკიდან.

მანჯუ ეხმარება მის სტუდენტებს განავითარონ კონცენტრირებისა და შემეცნების უნარი აშტანგა იოგას პრაქტიკით, რაც მათ დატვირთულ და სტრესულ ყოველდღიურობაში ეხმარება. მანჯუს სწავლებამ  აშტანგა იოგას უძველესი ტრადიციების მეთოდებით ბევრ სტუდენტს მოუტანა გამორჩეული სარგებელი მსოფლიოს მრავალ კუთხეში. მანჯუს თქმით მას სტუდენტები საკუთარ თავთან გაერთიანებისკენ მიყავს -  „Unite with Yourself“.

 

მანჯუ ჯოისი და გიორგი ბერძენიშვილი. ბერლინი, 2014

მანჯუ ჯოისი და გიორგი ბერძენიშვილი. ბერლინი, 2014