1) პოზა, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ — პინდასანა.
2) პოზა, რომლის გაკეთებაც ძალიან მინდა — პინჩა მაიურასანა.
3) მაისორი თუ სინქრონული კლასი (რატომ?) — მაისორი, იმიტომ რომ მაისორის კლასების დროს უკეთესად ვმუშაობ საკუთარ თავზე, შემიძლია მეტი დრო დავუთმო კონკრეტული ასანას დამუშავებას და უკეთესად ვახერხებ კონცენტრაციას.
4) რაზე ფიქრობ ვარჯიშის დროს — ვარჯიშის დროს ვცდილობ ყოველდღიური საზრუნავი და ფიქრები დარბაზის გარეთ დავტოვო და მთელი კონცენტრაცია იოგას პრაქტიკაზე მოვახდინო, ასე რომ ვარჯიშის დროს ვარჯიშზე, კონკრეტული ასანას შესრულების პროცესზე ვფიქრობ ხოლმე.
5) რას ვჭამ იოგას ვარჯიშის მერე — როგორც წესი საღამოობით ვვარჯიშობ, ამიტომ ვცდილობ, რომ ვარჯიშის შემდეგ რაც შეიძლება მსუბუქად ვივახშმო, ძირითადად ჩემი ვახშამი წვნიანით, ბოსტნეულის სალათით ან კენკროვანი ხილით შემოიფარგლება.
6) რისი მიღწევა მინდა იოგას ვარჯიშით — გარდა ფიზიკურად ფორმაში ყოფნისა, იოგას ვარჯიში მანიჭებს შვებას სტრესის და დაძაბულობის დროს. გრძელვადიან პერსპექტივაში იოგას პრაქტიკით მინდა რომ ფიზიკურ, სულიერ და ენერგეტიკულ ბალანსს მივაღწიო.