X-XV საუკუნეებამდე იოგას
ასანები მხოლოდ ფეხმორთხმული ასანები იყო სამედიტაციოდ გამიზნული. პირველი არადამჯდარი ასანები ნახსენებია წიგნში ჰათჰა იოგა პრადიპიკაში (XV საუკუნე) და მათი რაოდენობა შვიდია. ერთ-ერთი ამ წიგნში მოცემული პოზა — მაიურასანაა (ფარშევანგის პოზა), რომელიც ინდოეთის შტატ რაჯასტანში, ქალაქ ჯოდპურში,1812 წელს აშენებული ტაძრის კედელზეა დახატული. ამავე ტაძრის კედლები მოხატულია იოგას სხვა პოზებით.






