შაბათს 4 საათზე იოგას სახლში ელჩინ გულიევი კვლავ ატარებს ვეგეტერიეანული კულინარიის მასტერ კლასს. ამჯერად ფორმატი იქნება ასეთი: პროდუქტები იქნება მომზადებული და მომზადდება თქვენს წინაშე. თქვენც მიიღებთ მონაწილეობას (სურვილისამებრ) და პროცესში ხდება ახსნა. შესაძლოა ჩაწერა ან გადაღებაც. მომზადდება რამდენიმე სახეობის კერძი/ტკბილეული.


ელჩინ გულიევი მზარეულად მუშაობდა ვეგეტერიანულ სამზარეულოში რამდენიმე წლის განმავლობაში. 13 წელია ვეგეტერიანელია, მისდევს და ასწავლის იოგას. არის შივანანდა იოგას სერტიფიცირებული ინსტრუქტორი.
ღირებულება — 15 ლარი.