მიუხედავად იმისა, რომ იოგას მრავალი სახეობა და განსაზღვრება არსებობს, ინდური სულისმიერი იოგას გაგება «იოგა სუტრა»-ს ირგვლივ ტრიალებს, რაც 195 აფორიზმისგან შემდგარი ტექსტია, რომლის ავტორობასაც პატანჯალის მიაწერენ. პატანჯალის ისტორიულობის შესახებ დისკუსია დღემდე გრძელდება. ზოგიერთი ინდოელი კომენტატორი (ბჰოჯა-რაჯა, ჩაკრაპანიდატტა და მე-18 საუკუნის კიდევ ორი კომენტატორი) მას გრამატიკოს პატანჯალისთან აიგივებდნენ, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში ცხოვრობდა, რასაც ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმებოდა დ არ ეთანხმება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პატანჯალის არსებობის თარიღი არ არის იოგას სწავლების საწყისი, არამედ მისი ამგვარად სისტემატიზაციის პერიოდია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მედიტაციის ეს მეთოდები უფრო არქაულია. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პატანჯალი მე-4, მე-5 საუკუნეებში მოღვაწეობდა.