იოგა ხშირად წარმოგვიდგება, როგორც დაუსაბამო ტრადიცია, რომლის ფესვები ინდურ ფილოსოფიაშია და რომელიც ათასწლეულებს ითვლის.  The Secret History of Yoga-ის პროდიუსერი/წამყვანი, მუკტი ჯაინ კამპიონი, უახლესი კვლევების მიხედვით განმარტავს, თუ როგორ განიცდიდა ევოლუციას იოგას პრაქტიკა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

სიტყვა იოგა მრავალი საუკუნის სიძველის არის და მრავალი ურთიერთგანსხვავებული პრაქტიკის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ეს პრაქტიკები ჯაინიზმის, ბუდიზმისა და ჰინდუიზმის წიაღიდან აღმოცენდა ძველ ინდოეთში. ფიზიკური პოზები არასდროს ყოფილა მთავარი სამიზნე იოგას პრაქტიკაში მთელი ისტორიის განმავლობაში. მე-19 საუკუნემდე იოგა, ძირითადად, ასკეტთა პრაქტიკას წარმოადგენდა, რომელსაც ინდოელი წმინდანები მისდევდნენ, როგორც სულიერი გათავისუფლების გზას მედიტაციისა და გრძნობადი თავშეკავებისა.

 

მაგრამ ეს მიდგომა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც მსოფლიოში სხეულის ფიტნესი განვითარდა, როდესაც ილუსტრირებულ ჟურნალებში ერთნამეთში ირეოდა ევროპული გამაჯანსაღებელი სისტემები ინდური ფიზიკური კულტურის ტრადიციებთან.

სკანდინავიურმა ტანვარჯიშმა, რომელიც სხეულის კარგ ფორმაში ჩადგომის საშუალება იყო, ინდოეთის სკოლებისა თუ სამხედროთა მომზადების პროგრამებშიც კი შეაღწია. ევროპელი ბოდიბილდერები დიდ ყურადღებას იპყრობდნენ, როდესაც ინდოეთში მოგზაურობდნენ და იქ მათ ტექნიკას დიდი ენთუზიაზმით იტაცებდნენ.  1920-1930 წლების განმავლობაში (ინდური ნაციონალიზმის ზრდის პერიოდი) ინდოელმა ფიტნეს ენთუზიასტებმა იოგას ახლებურად შემუშავება დაიწყეს, როგორც თანამედროვე საშუალებისა. ისეთი მეთოდისა, რომელიც ძალას და სიძლიერეს შეჰმატებდა პრაქტიკოსს და მისი განხორციელება სახლის პირობებშიც კი იქნებოდა შესაძლებელი.

ამ პროცესში იოგას ინოვატორებმა მრავალი ახალი ფიზიკური პოზა და ტექნიკა გადმოიღეს სხვა სისტემებისგან, რომლებიც იოგას ტრადიციის ნაწილი არასდროს ყოფილან. იოგას თანამედროვე სახეობები, რომლებიც ასე კარგად არიან ცნობილი მსოფლიოში, ისეთები, როგორებიცაა: ბიკრამ, აშთანგა, აიენგარ, ყველა მათგანი ამ მულტიკულტურული ნაზავისგან წარმოიქმნენ.

 

იოგას პოზები - ძველი და ახალი

იოგას პოზები ანუ ასანები, როგორც მათ სანსკრიტულ ენაზე ეწოდებათ, ხშირად საოცარ ისტორიებთან არიან დაკავშირებულნი.

 

ლოტოსის პოზა

 
დღესდღეობით ლოტოსის პოზა „სულიერი პრაქტიკების" უნივერსალურ სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ ის, აგრეთვე, იოგას ასანების უძველეს ფორმასაც წარმოადგენს. პატანჯალის თანახმად, რომელიც იოგას უძველესი ტრაქტატის ავტორია (დაახლოებთ 1500 წლის წინ), ლოტოსის პოზას ორივე ის მახასიათებელი ჰქონდა, რაც საჭირო იყო: სტაბილურობა და კომფორტულობა. იგულისხმებოდა, რომ გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა ადეკვატური პოზა იყო მედიტაციისთვის და სუნთქვის კონტროლისთვის, რაზეც მიმართული იყოს იოგას პრაქტიკა ოდითგანვე.

თავდახრილი ძაღლის პოზა

 
ცხოველთა სახელების გამოყენება უძველესია: პატანჯალი ამბობს, არის პოზები, რომლებშიც „აქლემისა და კრონშნეპივით" ჯდომაა შესაძლებელი. მე-13 საუკუნიდან მოყოლებული იოგას ტექსტებში ხშირად წერია, რომ არსებობს 84 მილიონი ასანა, რომლებიც დედამიწაზე არსებულ ცოცხლ ორგანიზმთა სახეობებს შეესაბამება. ცნობილი თავდახრილი ძაღლის პოზა ძალიან ჰგავს სპილოს პოზას, რომელიც პირველად მე-18 საუკუნეში გვხვდება იოგას ტექსტებში, მაგრამ აგრეთვე ინდური ჭიდაობის ტრადიციაშიც გამოიყენებოდა. სკანდინავიური გამაჯანსაღებელი სისტემის სახელმძღვანელოში, როგორიცაა Niels Bukh’s Primary Gymnastics (1925), რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის ინდოეთში, პოპულარობით სარგებლობდა, აგრეთვე მოცემულია თავდახრილი V-ებრი პოზები. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ეს ტანვარჯიში იმდენად პოპულარული იყო იმ დროს, რომ იოგას თანამედროვე სისტემებშიც კი იქნა შეტანილი, რომლებიც 1920-1930 წლებში ინდოეთში წარმოიქმნენ.

მხრებზე დგომა

მხრებზე დგომა არ გვხვდება იოგას სახელმძღვანელოებში მე-18 საუკუნემდე, თუმცა იოგაში მანამდე არსებობდა სხვა თავდაყირა პოზები. იოგას ფიზიოლოგია ამბობს, რომ სასიცოცხლო ძალა თავშია დაგროვილი, მუდმივად დაბლა იღვრება და მომნელებელ ცეცხლში იწვის. ამიტომ საჭიროა თავდაყირა ყოფნა, რათა სიბერე და სიკვდილი შეაჩერო.

 

 
ევროპული მოქნილობის გასავითარებელი ვარჯიშები მე-20 საუკუნეში გაჩნდა და იქ არსებობდა პოზა, მხრებზე დგომა, რომელსაც ხანდახან  სანთელი ეწოდებოდა. ის ემბლემასაც კი წარმოადგენდა ქალთა ჯანმრთელობისა და სილამაზის ლიგისა, რომელიც 1930 წელს Mrs Molly Bagot Stack ის მიერ იყო დაარსებული. ეს მოძრაობა მასობრივ მოძრაობად იქცა ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთაც. ეწოდებოდა რა „ფეხები ჰაერში" ის წარმოადგენდა ვარჯიშს გახდომისათვის და ორგანოთა მოშვებულობის აღმოფხვრისთვის.

 

სამკუთხედი

ეს არის ერთ-ერთი მრავალთაგანი იმ პოზათა შორის, რომელიც არ გვხვდება იოგას ძველ ტექსტებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი სანსკრიტულად ჟღერს — ტრიკონასანა. პრეთანამედროვე ეპოქაში, როგორც ჩანს, საერთოდ არ იყო ასიმეტრიული პოზები. ეს იყო კავშირში სკანდინავიურ სავარჯიშო სისტემასთან, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმოღებულ იქნა სკოლებსა და ჯარში, მათ შორის კოლონიურ ინდოეთში და კარგად იყო ცნობილი იმ პერიოდის იოგას ინოვატორების მიერ.

 

სურია ნამასკარ – მზის მისალმება.

„მზის მისალმება" დინამიკური თანმიმდევრობაა, რომელიც წინ და უკან დახრებისგან და ნახტომებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ის იოგას პრაქტიკის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, მე-20 საუკუნემდე ტექსტებში არ გხვდება საერთოდ, თუ არსებობდა რაიმე დინამიკური ვარჯიში.

აგრეთვე ეს ფიზიკურ პრაქტიკაზე ორიენტირებული ვარჯიში, რომელსაც სურია ნამასკარას უწოდებენ, არ უნდა იყოს ძველ ინდურ ტრადიციასთან კავშირში, რადგან ის არა მხოლოდ იოგას ტექსტებში არ გვხვდება, არამედ, ზოგადად, ინდურ წყაროებში. მე-20 საუკუნეში მისი პოპულარიზაცია Raja of Aundh-მა მოახდინა, როგორც კოორდინირებული ტანვარჯიშისა. 1928 წელს წიგნში The Ten Point Way to Health იგი  ნათლად აღნიშნავს, რომ მის მიერ შემოთავაზებული მზის მისალმება მხოლოდ გამაჯანსაღებელი საშუალებაა, თაობის სიჯანსაღის და ინდოეთში სწავლის პროცესის მასობრივობის ხელის შემწყობისთვის.

მზის მისალმების თანმიმდევრობბის ის სახეობა, რომელიც დღეს პოპულარულია დაკავშირებულია ტ. კრიშნამაჩარიასთან, რომელმაც ეს წესი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავა. ჩვენ ეს წესი გვხვდება აშთანგა ვინიასა იოგაში და სხვა სახეობებში.

 

The Lotus Pose as illustrated in the Yoga Asanamala Sacitra c.18th century.
 
.
In the early 20th century, Eugen Sandow, known as the father of bodybuilding, was hugely popular in India and his teachings greatly influenced the new generation of Indian yoga innovators.
From Niels Bukh – Primary gymnastics: the basis of rational physical development (1925)
"Legs in the Air" illustrated in Building the Body Beautiful by Mrs Bagot Stack (1931)
 

With thanks to James Mallinson (Author, Roots of Yoga, publ. Summer 2016), Mark Singleton (Author, Yoga Body – The Origins of Modern Posture Practice and Roots of Yoga) and Manmath Gharote (Editor, The Encyclopaedia of Traditional Asanas)

The Secret History of Yoga is broadcast at 11am on Friday 17 June, 2016.

http://www.bbc.co.uk/programmes/articles/40brQdJ61GQZkwL3CPl3RVP/whats-behind-the-five-popular-yoga-poses-loved-by-the-world