იოგას პრაქტიკაში სამივე დიაფრაგმა (მენჯის, სუნთქვისა და ვოკალური) უჯაისთან ერთად  შესუნთქვისა და ამოსუნთქვის კოორდინირებაში მონაწილეობენ.  უჯაის «სარქველი» გარდა იმისა, რომ სუნთქვას სიგრძესა და სიღრმეს აძლევს, ქმნის უკუმიმართულ წნევას მუცლისა და მკერდის ღრუებიში, რაც იცავს ხერხემალს დაზიანებისგან, როდესაც სრულდება ნელი და ღრმა უკანზნექი ან წინზნექი, რასაც ხშირად ვინიასების დროს აქვს ადგილი (მაგ.: მზის მისალმების დროს). იოგური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, დიაფრაგმის აღნიშნული მოქმედებები (ბანდჰები) უზრუნველყოფენ სხეულის სთჰირას (სტაბილურობას), იცავენ დაზიანებისგან მექანიკური დატვირთვის გადანაწილების მეშვეობით. გარდა ამისა, დამატებითი ეფექტი, რასაც გვაძლევს იოგას პრაქტიკის ბანდჰებით შესრულება ანუ მოძრაობისას ამ წინააღმდეგობის დაძლევა, არის ის, რომ  წარმოიქმნება სითბო, რაც შეიძლება მრავალმხრივ იქნეს გამოყენებული. ამგვარ პრაქტიკებს ბრაჰმანა ეწოდება, რაც სითბოს, გაფართოვებას, ძალების ზრდას და სტრესის მიმართ წინააღმდეგობის უნარს აღნიშნავს. ბრაჰმანა აგრეთვე დაკავშირებულია შესუნთქვასთან, კვებასთან, პრანასთან და გულმკერდის ზონასთან. როდესაც  სარელაქსაციო პოზიციაში იმყოფებით, როცა სხეულს ფართო, ჰორიზონტალური, საყრდენი აქვს (მაგ.:წევხართ) და აღმდგენ პრაქტიკას ასრულებთ, არ დაგავიწყდეთ ბანდჰების და ყიას (ხორხისსარქველის) მოშვება, რადგან ეს უკანასკნელნი სხეულის ვერტიკალურ საყრდენთან არიან დაკავშირებულნი. იოგას სარელაქსაციო მხარე დაკავშირებულია ლანგანას თვისებასთან, რაც სიგრილესთან, კონდენსირებასთან, რელაქსაციასთან და მოშვებასთან ასოცირდება, აგრეთვე, მგრძნობელობისა და ყურადღების შიგნით კონცენტრირებასთან. ლანგანა, აგრეთვე, დაკავშირებულია ამოსუნთქვასთან, გამოყოფასთან, აპანასა და მუცლის ღრუს ზონასთან.

რადგან იოგას სუნთქვითი ვარჯიშების მთავარი მიზანი ორგანიზმის გათავისუფლებაა იმ დარღვევებისგან, რაც ხელს გვიშლის, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ დავივიწყოთ, რომ არსებობს სუნთქვის მხოლოდ ერთი სწორი გზა.  თუ გრავიტაციული ცენტრის შენარჩუნებისთვისა და ხერხელმის მოძრაობების დროს დაცვისთვის ბანდჰების  შესრულებაა სასარგებლო, რელაქსაციის დროს, პირიქით, სტჰირას მოშვება და სუქჰას (სიმსუბუქე) გაძლიერებაა საჭირო.

თუ იოგას პრაქტიკისას სწავლობთ ადეკვატურ, დამაბალანსებელ სუნთქვას, ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი სხეული ეჩვევა შესაბამისად ირეაგიროს ამა თუ იმ საჭიროებაზე, როდესაც მას სხვადასხვა პოზაში ავარჯიშებთ, რაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება.