საყრდენი წერტილი თავზე დგომის დროს
იმისთვის, რომ სწორი პოზიცია მივიღოთ თავზე დგომისას, საჭიროა ზუსტი საყრდენი წერტილის პოვნა. არასწორი პოზიცია არ არის სასარგებლო კისრისთვისაც.
ძალინ ბევრი პრაქტიკოსი თავზე დგომის შესრულებისას საყრდენ წერტილად ბრეგმას (ანთროპლოგიური წერტილი: შუბლის და თხემის ორივე ძვლის შეერთების ადგილი) იყენებს (ნარინჯისფერი წერტილი). როდესაც წონა ამ წერტილზეა, მაშინ სხეული გამრუდებულია. თუ წონას გადავიტანთ თხემის ზონაზე (წითელი წერტილი), სხეული ერთ ღერძზე გასწორდება და უფრო ბალანსირებულ პოზიციაში აღმოჩნდება. ფოტოზე ნაჩვენებია სწორი და არასწორი საყრდენის შედეგად მიღებული სწორი და არასწორი პოზიცია. ამ გამრუდების გასწორებას ამაოდ შევეცდებით, თუ საწყისი წერტილი არ იმყოფება სწორ მდგომაეობაში.
როდესაც თავზე არასწორად ვდგავართ, სისხლის ნაკადის გამო თავის არეში ზეწოლა (წნევა) მატულობს, ხოლო როდესაც თავს სწორად ვდებთ, მართალია, თავისკენ სისხლის ნაკადი მაინც მატულობს და სახეც შეიძლება გაწითლდეს, თუმცა ეს ზეწოლა საგრძნობლად ნაკლებია.