ლეგენდა
ერთხელ [მეფე] დაკშა დიდი მსხვერპლშეწირვას მართავდა, რომელზეც არც საკუთარი ქალიშვილი — სატი და არც მისი ქმარი, ღმერთების მეუფე — შივა არ დაპატიჟა. მიუხედავად ამისა, სატი მსხვერპლშეწირვის ცერემონიალზე მაინც მივიდა, შედეგად კი დამცირება და შეურაცხყოფა მიიღო. სატი ცეცხლში ჩავარდა და დაიღუპა. როდესაც ეს ამბავი შივამ გაიგო, ძლიერ განრისხდა, თავის აბურდული თმებიდან ერთი ღერი თმა გამოიძრო და მიწაზე დააგდო. წამსვე მიწიდან ძლიერი მებრძოლი ვირაბჰადრა ამოვიდა, რომელიც შივას ბრძანებას ელოდა. შივამ მას მისივე არმიის გაძღოლა დაავალა, რათა დაკშას მსხვერპლშეწირვა ჩაეშალა. ვირაბჰადრა და მისი ჯარი მაშინვე თავს დაესხა დაკშას მსხვერპლშეწირვას და ჩაშალა. სხვა ღვთაებები და ქურუმებიც გაანადგურეს, ხოლო დაკშას თავი მოკვეთეს. დამწუხრებულმა შივამ კაილაშის მთებს მიაშურა და მედიტაციაში დაინთქა. სატი ხელახლა დაიბადა უმას სახით ჰიმალაის მთებში . მას ხელახლა უნდა მოეგო შივას გული და ბოლოს მოახერხა კიდეც. ამ ამბავს კალიდასი მოგვითხრობს. პოემის სახელწოდებაა კუმირა სამბჰავა (ომის ღმერთის დაბადება). ეს პოზა სწორედ ამ მეომარს ეძვნება, რომელიც შივამ ამოიყვანა მიწიდან საკუთარი თმის ღერის მეშვეობით.
შესრულების ტექნიკა
1. დადექით ტადასანაში (ფოტო 1).
2. ორივე ხელი თავს ზემოთ ასწიეთ, გაიჭიმეთ და ხელისგულები შეაერთეთ (ფოტო 12).
3. ღრმად შეისუნთქეთ და ნახტომით ფეხები განზე 135 სმ-ით გაშალეთ.

12

13

14
4. ამოისუნთქეთ, მარჯვნივ შებრუნდით. ამავდროულად მარჯვენა ტერფი მარჯვნივ შეაბრუნეთ 90 გრადუსით, ხოლო მაცხენა ტერფი — ოდნავ მარჯვნივ (ფოტო 13).მაჯვენა ფეხი მოხარეთ, სანამ მარჯვენა ბარძაყი იატაკის პარალელური არ იქნება, ხოლო მარჯვენა წვივი — იატაკის პერპენდიკულაული. მუხლის სახსარი მართ კუთხეს შექმნის. მუხლის სახსარი კოჭის სახსარს არ უნდა გადასცდეს, არამედ ქუსლთან მიმართებაში ერთი ხაზი უნდა შექმნას.
5. მარცხენა ფეხი კარგად გამართეთ და მუხლი მოჭიმეთ.
6. სახე, მკერდი და მარჯვენა მუხლი იმ მხარეს უნდა იყოს მიმართული, საითაც მარჯვენა ტერფია (როგორც ნაჩვენებია). თავი უკან გადასწიეთ, ზუგი გაჭიმეთ კუდუსუნის ძვლიდან დაწყებული, ხოლო მზერა შეერთებული ხელისგულებისკენ მიმართეთ (ფოტო 14).
7. ამ პოზაში 20 დან 30 წამის განმავლობაში დაყოვნდით და ჩვეულებრივ ისუნთქეთ.
8. პოზა მარცხენა მხარესაც გაიმეორეთ, როგორც 4-6 პუნქტებშია აღწერილი, საპირისპირო მიმართულებით.
9. ამოისუნთქეთ და ნახტომით კვლავ ტადასანაში (ფოტო 1) დაბრუნდით.
შენიშვნა
ყველა დამდგარი პოზა ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით ეს პოზა. ვისაც გული აწუხებს, ვირაბჰადრასანა არ უნდა გააკეთოს. ამ ასანაში საკმაოდ ძლიერებიც კი დიდ ხანს არ უნდა დაყოვნდნენ.
ეფექტი
ამ პოზაში გულმკერდი გაშლილია და ღრმა სუნთქვას ხელს უწყობს. ის აქრობს დაძაბულობას მხრების და ზურგის არეში, ამაგრებს კოჭისა და მუხლის სახსრებს. კისრის დაძაბულობას ხსნის. აგრეთვე თეძოების არეში ცხიმებს აშორებს.