აქლემის პოზა
უშტრა = აქლემი.
კლასიფიკაცია
სიმეტრიული ჩამუხლული უკანზნექის პოზა
ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობა |
||
ხერხემალი |
ზედა კიდურები |
ქვედა კიდურები |
| გაშლა | ბეჭების ადუქცია და ქვემოთ შებრუნება, მხრების გაშლა და ადუქცია, იდაყვის გაშლა |
გავა-თეძოს სახსრის კონტრნუტაცია, მენჯის გაშლა და ადუქცია, მუხლის მოხრა, კოჭის პლანტარული მოხრა |
კუნთების მუშაობა |
||
ზურგი |
||
კონცენტრიკული შეკუმშვა |
ექსცენტრიკული შეკუმშვა |
პასიური გაჭიმვა |
| ზურგის გასაშლელად (თუმცაღა, გაშლა ძირითადად გრავიტაციის ძალით ხდება)
ზურგის გამშლელები |
წელის ზემობილიზაციის პრევენციისთვის: სუკის მცირე კუნთი, მუცლის კუნთები კისრის ჰიპერექსტენსიის წინაღობისთვის: კისრის წინა კუნთები |
სუკის დიდი კუნთი |
ზედა კიდურები |
||
კონცენტრიკული შეკუმშვა |
||
|
ბეჭების ადუქციის, აწევისა და ქვემოთ შებრუნებისათვის: რომბისებრი კუნთები, ბეჭის ამწევი კუნთები
მხრის სახსრის სტაბილიზაციიისთვის და მხრის ძვლის თავის პროტრაქციის პრევენციისთვის მხრის შემბრუნებელი კუნთები |
მხრის სახსრის გაშლისა და ადუქციისთვის: მხრის სამთავა კუნთი (გრძელი თავი), დიდი მრგვალი კუნთი, უკანა დელტისებრი კუნთები იდაყვის გაშლისთვის: მხრის სამთავა კუნთი |
მკერდის დიდი და მცირე კუნთი, მხრის სამთავა კუნთი, ნისკარტ – მხრის კუნთი |
ქვედა კიდურები |
||
კონცენტრიკული შეკუმშვა |
ექსცენტრიკული შეკუმშვა |
|
|
მენჯის გაშლის, ადუქციის და შიგნით შებრუნებისთვის: ჰემსთრინგი, დიდი მომზიდველი კუნთი, დიდი დუნდულა კუნთი
|
მენჯის სახსრის გაშლისა და მუხლის მოხრის წინაღობისთვის: ბარძაყის სწორი კუნთი მუხლის მოხრის წინაღობისთვის: მუხლის სახსრის კუნთი, ვასტიები |
|
შენიშვნები
გრავიტაცია ტორსს უკან ხრის, რაც ხელების და ზურგის მომხრელუ კუნთების ექსცენტრული მოქმედებით კონტროლდება.
კისრის არეში კისრის წინა კუნთები ექსცენტრიკულად აქტიურია, მაგრამ მკერდ-ლავიწ – დვრილისებრი კუნთი არ უნდა იყოს აქტიური, რათა თავის ქალის ფუძის ჩაწევა არ მოხდეს ატლასისა და აქსისის (კისრის 1-2 მალა) მიმართულებით.
ფეხების შიგნით შებრუნება გავა-თეძოს სახსრის სტაბილიზაციაში დაგვეხმარება, რაც ამ სახსრის წინა ნაწილის სისწორეს უზრუნველჰყოფს.
საკმაოდ ძნელია ხერხემლის სასარგებლო გაზნექვის პოვნა კისრის ძირში და მულმკერდის ზედა ნაწილში. ამაში დაგვეხმარება მკერდ-ლავიწ – დვრილისებრი კუნთის მოშვება და კისრის წინა ღრმა კუნთების ექსცენტრული ძალა, რომ თავის წონა დაასტაბილუროს. უშტრასანა შესაძლოა ინტენსიური მობილიზაცია აღმოჩნდეს მომნელებელი სისტემისთვის, განსაკუთრებით საყლაპავი მილისთვის.
სუნთქვა
უშტრასანაში ტორაკალური (გულმკერდის) სტრუქტურები რჩებიან შესუნთქვის პოზიციაში, ხოლო მუცლის კედელი დაგრძელებულია. ამის შედეგად სხეულის შესაძლებლობა „ჩვეულებრივი“ სუნთქვისა — შემცირებულია. გამოსავალი იმაშია, რომ საყრდენი ღრმა მუსკუატურაში უნდა ვიპოვოთ, ხოლო ზედაპირული ძალისხმევა — შევამციროთ. გამოვიყენოთ შესაძლებლობა და აქვე აღვნიშნოთ საინტერესო კავშირი კისრის ღრმა ჯგუფის კუნთების — კიბისებრი კუნთების სუნთქვის მოძრაობასთან ფილტვების მწვერვალებში, რომლებიც შიდა კიბისებრი კუნთებიდან არიან ჩამოშვებული.