რენტგენით გადაღებული უკანზნექი დაგვეხმარება, რომ გავიაზროთ, ხერხემლის რომელ ნაწილებში ხდება უფრო მეტად გაშლა.

პოზას პირობითად ვუწოდოთ „საჯდომი თავთან“.  მივაქციოთ ყურადღება, რომ ხერხემლის დიდი ნაწილი თითქმის უძრავი რჩება (მხოლოდ მცირე გაშლა ხდება ამ ზონაში). გაშლის დიდი ნაწილი წელის იმ ნაწილში ხდება, სადაც წელის მალები გულმკერდის მალებს უერთდება (კუთხე 1).  თუმცა, წელის მალებზე უფრო მეტად, გაშლა კისრის მალების ხარჯზე ხდება (კუთხე 2).  შესაბამისად,  დიდწილად, სრულყოფილი უკანზნექის „საიდუმლო“ მოქნილ კისერშია.