შემეცნების პირველი ხარისხი: წარმოდგენა;

მეორე: ცნობიერად წარმოდგენა ანუ აღქმა (реrсіреrе); 

მესამე: ცოდნა (noscere), წარმოდგენა, სხვა ნივთებთან შედარებით, როგორც მსგავსებით, ისე განსხვავებით;

მეოთხე: ცოდნა ცნობიერად ანუ შემიმეცნო (cognoscere). ცხოველებმაც იციან საგნები, მაგრამ ისინი მათ ვერ შეიცნობენ;

მეხუთე: გაგება (intelligere) ანუ ცნების მეშვეობით განსჯით შემეცნება ან კონციპირება. ეს წვდომისგან [Begreifen] საკმაოდ განსხვავებულია. ბევრის კონციპირება შეგვიძლია ჩაუწვდომლად, მაგალითად  perpetuum mobile, რომლის შეუძლებლობასაც მექანიკა აჩვენებს;

მეექვსე: შეცნობა გონებით ანუ შეღწევა (perspicere). ამას მხოლოდ ცოტაოდენ საგნებში ვაღწევთ და ჩვენი ცოდნა ყოველთვის მით უფრო მცირეა რაოდენობრივად, რაც უფრო მეტად გვსურს მათი სრულყოფა შინაარსის თვალსაზრისით.

დაბოლოს, მეშვიდე: ჩაწვდომა  (comprehendere) ანუ გონების მეშვეობით ან a priori რამის შეცნობა იმ ხარისხით, რაც საჭიროა ჩვენი მიზნისთვის. ვინაიდან ყოველი ჩვენი შემეცნება მხოლოდ შეფარდებითია ანუ მხოლოდ გარკვეული მიზნისთვის არის საკმარისი; უცილობლად ჩვენ ვერაფერს შევიცნობთ. 

ი. კანტი, ლოგიკა