ამ პოზიციაში მხრის სახსრების წინა ნაწილები სტრუქტურულად მოწყვლადია. თუკი ბეჭის ძვლები არ არიან მობილიზებული ადუქციისა (ურთიერთმოზიდვა) და მცირედი აწევის (ელევაცია) პოზიციაში, მაშინ მხრის სახსრის წინა მყესები შესაძლოა ზედმეტად დაიტვირთოს, რამაც შესაძლოა ბეჭქვეშა კუნთის დაჭიმულობა (ზემობილიზაცია) ან სასახსრე კაფსულის დაზიანება გამოიწვიოს. ვინაიდან ეს პოზა შემოხვევითი პოზაა, ამ მოწყვლად სახსრებზე დატვირთვა მეტია.

ეს პოზა სხვადასხვა კუნთხიდან შეიძლება განვიხილოთ, სხვადასხვა მოქმედებებს გავუსვათ ხაზი: ხერხემლის მოქმედების გაღრმავება, მენჯ-ბარძაყის სახსრების გაშლა, ან მუხლების გამართვით ხერხემლისა და მენჯ-ბარძაყის გაშლის გაღრმავება. მენჯ-ბარძაყის სახსრებსა და მუხლებში ბალანსი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ ბარძაყის უკანა კუნთებსა (ჰემსთრინგებსა) და ოთხთავა კუნთებს. ვინაიდან ეს შემოხვევითი პოზაა, როდესაც ხელებს კოჭებს შემოვხვევთ, სავსებით შესაძლებელია, რომ მუხლებს დაადგეს ზედმეტი ძალა. შესაბამისად, ფეხების სისწორე მენჯ-ბარძაყის სახსრებში და ტერფების აქტივაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მუხლების ინტეგრირებულობა შევინარჩუნოთ.

სუნთქვა

გავრცელებული პრაქტიკაა, რომ წინ და უკან გადავგორდეთ, როდსაც ყოველი სესუნთქვისას მუცლით იატაკიდან განვიზიდებით. ასევე საინტერესო პრაქტიკაა, რომ, გადაგორების ნაცვლად, შესუნთქვა უკვე გაშლილი მკერდის არისკენ მივმართოთ.