სტატიის ავტორია ჯული კორლისი, „Harvard Heart Letter“-ის მთავარი რედაქტორი: „ამ გონებისა და სხეულის პრაქტიკას (იოგას) შეუძლია შეამციროს გულთან დაკავშირებული რისკები“

იოგას, როგორც გონებისა და სხეულის თანადროულ პრაქტიკას შეუძლია შეამციროს გულთან დაკავშირებული რისკები იმ თვალსაზრისით, რომ ის გვეხმარება სტრესის მართვასა და ცხოვრების სტილის მარტივად შეცვლაში.

პოპულარული კულტურა ხშირად იოგას წარმოგვიჩენს როგორც ვარჯიშს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გამხდარი, მოქნილი და ახალგაზრდა ქალისათვის. თუმცა, უამრავი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმული მამაკაცებიც ბევრი წლის განმავლობაში მისდევდნენ იოგას.

დღეს, იოგას პოპულარობა მზარდია მთელი მსოფლიოს მოსახლეობაში და ასევე მზარდია მტკიცებულებები გულის დაავადების მქონე ადამიანებისათვის შესაძლო სარგებლის მოტანასთან დაკავშირებით.

იოგა და გულის დაავადება : უახლესი მონაცემები

ასობით კვლევამ აჩვენა, თუ ზოგადად როგორ შეიძლება იოგამ გააუმჯობესოს გულის ჯანმრთელობა. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე კვლევამ შეადარა იოგა მკურნალობის სხვა მეთოდებს (სტანტარტულ სამედიცინო დახმარებას) რანდომიზირებული, კონტროლირებადი, ოქროს სტანდარტის კვლევითი მეთოდებით.

2021 წლის დასაწისში, მკლევარებმა მედიცინის დამატებითი თერაპიის განყოფილებაში გამოაქვეყნეს მიმოხილვა იოგას პოტენციური სარგებლიანობის შესახებ კორონარული არტერიის დაავადების მქონე ადამიანებში.

300-ზე მეტი შესაბამისი შემთხვევის კვლევებიდან, მათ გამოყვეს 7 კლინიკური მიდგომა და შეადარეს იოგას სესიებს, რომელიც შესრულებული იყო კვირის განმავლობაში 1დან 14მდე რაოდენობით, თითოეული სესია სტანდარტული პროგრამით, მინიმუმ 30 წუთი. იოგას სესიების შედეგად უკეთესობისკენ შეიცვალა არტერიული წნევა, ქოლესტრინისა და ტრიგლიცერიდების დონე, სხეულის მასის ინდექსი და ცხოვრების ზოგადი ხარისხი.

გულის რითმის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის, იოგა შესაძლოა ეფექტური დამატებითი თერაპია იყოს - მაგალითად, ადამიანებისთვის წინაგულოვანი ფიბრილაციით ე.წ. მოციმციმე არითმიით (უეცარი, არარეგულარული გულისცემა, რომელიც აღმოცენდება სპონტანურად). ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იოგას რეგულარულმა პრაქტიკამ, შესაძლოა მოციმციმე არითმიის ეპიზოდების რაოდენობა შეამციროს. ასევე სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ იოგას ვარჯიშები ამცირებენ პალპიტაციებს (შეგრძნება როდესაც გული სწრაფად ცემს ან თითქოს არათანაბრად ცემს / ე.წ. გულის ამოვარდნის შეგრძნებები)

ფიზიკური ცვლილებები

ყველა ტიპის იოგას, მათ შორის მსუბუქ და დამწყებთა სტილის იოგასაც, შეუძლია განავითაროს ძალა, მოქნილობა და წონასწორობა - ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად შეუმჩნეველი ასპექტები კარგი ფიზიკური მდგომარეობისა და ზოგადი კეთილდღეობის საწინდარია.

იოგა ხელს უწყობს უკეთეს ძილს, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას და თავიდან გვარიდებს დეპრესიისა და ჭარბ წონას.

იოგას პრაქტიკა ეხმარება ადამიანს ნელ და ღრმა სუნთქვაში, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევისა და გულისცემის შემცირებას.

დროთა განმავლობაში, იოგას რეგულარული პრაქტიკა წვრთნის ნერვულ სისტემას სტრესულ პერიოდებში იყოს ნაკლებად რეაქციული. ქრონიკული სტრესი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მრავალი სხვა ჯანმრთელობის გართულების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი.

ფსიქოლოგიური სარგებელი

იოგას ფსიქოლოგიური სარგებელი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ზემოთ აღწერილი ფიზიკური ცვლილებები, ამბობს ექიმი ქალსა.

ექიმები ხშირ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს აფრთხილებენ არაჯანსაღი დიეტისა და უმოძრაობის არასასურველი შედეგების შესახებ. ზოგიერთ პაციენტს დანაშაულის გრძნობა და შიში უბიძებს ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლისაკენ, თუმცა ცვლილებებს ბოლომდე ვერ მიყვებიან.

იოგას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს უფრო გრძელვადიანი ცვლილებების განხორციელებაში გონებისა და სხეულის შესახებ ცნობიერების ამაღლებით. კარგი იოგას მასწავლებელი ასანებთან (ფიზიკურ პოზებთან) ერთად, ასევე გასწავლით სუნთქვით სავარჯიშოებსა და მედიტაციას. ეს ყველა პრაქტიკა ერთობლიობაში დაგეხმარებათ მეტად გააცნობიეროთ ის, თუ რა გავლენას ახდენს თქვენი ყოველდღიური ჩვევები, იმაზე თუ როგორ გრძნობთ თავს ზოგადად.

„გონებისა და სხეულის შესახებ ცნობიერების ამაღლებით, მეტად გააცნობიერებთ, რომ არაჯანსაღი საკვების მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ“ - ამბობს ექიმი ქალსა. ამის ნაცვლად, სცადეთ მიირთვათ ჯანსაღი საკვები და მიაქციეთ მის გემოს ყურადღება. დააკვირდით თქვენს ორგანიზმს, რა განსხვავებაა ჯანსაღი საკვებით მიღებულ შეგრძნებებსა და გადამუშავებულ, არაჯანსაღი ცხიმებითა და შაქრით გაჯერებული საკვებით მიღებულ შეგრძნებებს შორის.

იოგამ ასევე შეიძლება გააადვილოს ისეთ არაჯანსაღ ჩვევებზე თავის დანებება, როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, რომელსაც ადამიანები ხშირად იყენებენ სტრესის დასაძლევად.

ძირითადი პარალელები მედიცინასა და იოგას შორის

თანამედროვე მედიცინა ხშირად ყურადღებას ამახვილებს სიმპტომების მკურნალობაზე და არა მის გამომწვევ მიზეზებზე. ადამიანთა უმრავლესობას უძილობის დასაძლევად მედიკამენტების მიღება ურჩევნია, ვიდრე მაგალითად იოგას ყოველდღიური პრაქტიკა.

მედიკამენტების მიღება არ არის კარგი გამოსავალი გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში იოგას პრაქტიკა პირიქით, კარგი გამოსავალია, მეტიც კარგი ღამის ძილი მოგცემთ მეტ ენერგიასა და მოტივაციას ვარჯიშისათვის და ჯანსაღი საკვების მომზადებისთვის. საბოლოოდ, ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან სხეულისა და გონების ერთიან სისტემაში, ამბობს ექიმი ქალსა

წყარო: https://www.health.harvard.edu/heart-health/yoga-a-gateway-to-healthier-habits