რელაქსაციიის ტექნიკები სტრესის დაძლევაში გვეხმარება და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, განსაკუთრებით, როცა ჯანმრთელობის პრობლემა არსებობს. შეგილიათ სხვადასხვა ტექნიკა სცადოთ, სანამ თქვენთვის ოპტიმალურს არ იპოვით.
აღსანიშნავია, რომ სტრესის მოხსნა არამხოლოდ მენტალური საკითხია, არამედ სხეულის დაძაბულობასთანაც კავშირშია. რეგულარული პრაქტიკა ჩვევის ჩამოყალიბების გზით გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებული ეფექტის მომტანია ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიც, მაგალითად, გულის დაავადებებია. ზედმეტი დაძაბულობის მოხსნა ენერგიის ეკონომიაა, როცა ვსწავლობთ, მაგალითად, იოგას ასანები ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შევასრულოთ.
სტრესი დაძაბულობაა, მაგრამ პრობლემად მაშინ აღვიქვამთ, როდესაც გადამეტებულია. ვარჯიშიც და ა.შ. სტრესია, მაგრამ რადგან ვარჯიში ჩვენს ნება-სურვილს ემთხვევა, ის სასიამოვნოა. ამიტომ სტრესის მოხსნა ბალანსია: აქტივობასა და მოშვებას შორის. ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლი ვთქვათ, რომ მხოლოდ მენტალურ ტექნიკებზე უფრო ეფექტური, ისეთი პრაქტიკებია, სადაც ფიზიკური ნაწილიც ჩართულია. ასეთია იოგას ვარჯიშები - ფსიქო-ფიზიკური აქტივობა.
ასე რომ, დრო დაუთმეთ იოგას თუნდაც მარტივ ვარჯიშებს დღეში 10 წუთი ან დააკვირდით მშვიდ სუნთქვას, დახუჭეთ თვალები და მოუსმინეთ სასამოვნო ხმებს ან გაახილეთ და დაათვალიერეთ სივრცე.
რელაქსაციას სარგებლიანობა:
🍉 არეგულირებს გულის რიტმს
🍉 ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას
🍉ამშვიდებს სუნთქვის რიტმს
🍉 ხელს უწყებს მონელებას
🍉არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
🍉ამცირებს სტრესის ჰორმონის აქტივობას
🍉ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას დიდ კუნთებში
🍉ამცირებს კუნთურ დაძაბულებას და ქრონიკულ ტკივილებს
🍉აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს
🍉აუმჯობესებს ძილის ხარისხს
🍉ამცირებს დაღლილობას
🍉ამცირებს მრისხანებას და მოზღვავებულ ემოციებს
🍉ხელს უწყობს თავდაჯერებულობას #relaxing #relax #mentalhealth #health #yoga #mindfulness