შეგიძლიათ შეიძინოთ გიორგი ბერძენიშვილის ლექციის ვიდეოცანაწერი (90 წუთი)

 _____________________

ტანტრას, როგორც ეს ძველ ინდოეთში არსებობდა, არავითარი კავშირი აქვს თანამედროვე ტანტრულ მეწარმეობასთან, რომელიც ეფუძნება თვითგამოცხადებულ ტანტრა გურუებს: ოშოს და სხვა სექს მეწარმეებს, რომლებიც გვთავაზობენ: სექსიდან ზეცნობიერებამდე, სექსუალური ტაბუების მოხსნას და ა.შ. პრაქტიკებს.

ეს თანამედროვე სერვისები შეიძლება სასარგებლოც იყოს ბევრისთვის და მათ მიმდევრებს შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ ასეთი სერვისებით სარგებლობა.

მაგრამ ამას არ აქვს ტანტრასთან კავშირი.

ტანტრა არის ზოგიერთი რიტუალის სექსუალიზაცია, და არა პირიქით, სექსუალურობის რიტუალიზაცია.

ნებისმიერი ოდნავ მაინც საზრიანი ადამიანისთვის ეს განსხვავება არსებითია.
 ზოგიერთი ტანტრა მოიცავს რიტუალების სექსუალიზაციას.
ხოლო ის, რასაც დღეს ამ ბრენდნეიმის სახელით გვთავაზობენ არის პირიქით, სექსუალობის რიტუალიზაცია. რაც სრულიად საპირისპირო რამ არის.
რატომ იყო საჭირო სექსი ზოგიერთ ტანტრაში?
რა კავშირშია ის მსხვერპლეწირვასთან?
პარალელებს გავავლებთ ფოიერბხის ესსეისთან „ადამიანი არის ის, რაც ის ჭამს“.

რეგისტრაცია გაიარეთ აქ.