შეიძინეთ ლექციის ვიდეო ჩანაწერი - იოგას ფსიქოლოგია
ხანგრძლივობა 2 საათი
____________________________________
იოგას ფსიქოლოგია არის იოგას მოძღვრების ნაწილი, რომლის მიზანიც არის თვით-გაცნობიერების გზით გონების სიმშვიდის მიღწევა და რომელსაც ღრმა სოტერიოლოგიური ფესვები აქვს.
იოგა განიხილავს სულიერი ტანჯვის ფაქტორებს (kleśa) და ხსნის, თუ რა გზით შეუძლია თავად გონებას დაძლიოს ეს ფაქტორები.
ასევე განიხილავს აზრების (vrtti) და მოქმედების (karman) მაფორმირებელ ფაქტორებს (samskara) და არაცნობიერ იმპრესიებს (vāsanā).
იოგას ხშირად არასწორად თარგმნიან, როგორც "აზრების საპრესია/ჩახშობა" - გერმანულად - Unterdrückungsyoga.
შესაბამისად, ის მედიტაციური პრაქტიკები, რასაც ხშირად იოგას სახელით მისდევენ, სხვა არაფერია, თუ არა იმპულსების და აზრების დათრგუნვა/ჩახშობა. მაგრამ ეს არ არის სანსკრიტული სიტყვის nirodha-ს სწორი თარგმანი.
“Unterdrückung,“ როგორც „ჩახშობას“ ფროლიჰის Wörterbuch der Psychologie-ში აქვს ორმაგი მნიშვნელობა:
- ფსიქოლოგიაში ეს სიტყვა აღნიშნავს რეაქციების სრულ წაშლას; განსხვავებით ინჰიბიციისა (Hemmung).
- ფსიქოანალიზში კი აღნიშნავს ნებაყოფლობით ჩახშობას გარკვეულ სამოქმედო იმპულსებისა; რაც განსხვავდება განდევნა/რეპრესიისგან (Verdrängung).
გერმანელი მკვევრის ფილიპე მაასის მიხედვით, არცერთი ეს სიტყვა, რამდენადაც მათ აქვთ ფსიქოანალიტიკური კონოტაცია, არ შეესაბამება იმ შინაარსს, რასაც იოგას იდეა გადმოსცემს და ამიტომ ობერჰამერის თარგმანი არაზუსტად შეიძლება მივიჩნიოთ.
ვინაიდან იოგას ფსიქოლოგია რთული და კომპლექსური თემაა, ლექციაზე ძირითადად ვისაუბრებთ ცნობიერების (citta) სტრუქტურაზე, რასაც კავშირი აქვს (მინიმუმ) ორ ტრადიციასთან: ბუდიზმთან და სანქჰიასთან.
ლექცია, შეძლებისდაგვარად, იქნება ინტერაქტიული.