✦ განახლდა გიორგი ბერძენიშვილის ლექციათა ციკლი ✦
ინდური ფილოსოფიის სახელით დღეს ვრცელდება უამრავი ინფორმაცია.
მაგრამ რამდენი მათგანია რეალურად აუთენტურ წყაროებზე დაფუძნებული?
რამდენი ეფუძნება ტექსტებს —
და რამდენი თანამედროვე ან სექტანტურ ინტერპრეტაციას, მოტივაციურ ნარატივებსა და პოპულარულ რიტორიკას? (რასაც, მათ შორის, პოპულარული ინდოელი გურუები ავრცელებენ)
სწორედ ეს განსხვავება რჩება ხშირად შეუმჩნეველი.
ლექციათა ახალი ციკლი კონცენტრირებულია:
• იოგას ფილოსოფიაზე
• ინდურ ფილოსოფიურ სისტემებზე
• აღმოსავლური აზროვნების კონტექსტზე
• დასავლურ ფილოსოფიასთან პარალელებზე
მიზანია:
— აღმოსავლური ფილოსოფიის სიღრმისეული და აკადემიური რეპრეზენტაცია
— კრიტიკული ანალიზის კულტურის განვითარება
— საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
— ინტელექტუალური დისკუსიის ხელშეწყობა
კვირას, 1 მარტს, 14:30 საათზე
იოგას აკადემიის წევრებისთვის დასწრება თავისუფალია.
დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს —
სარეგისტრაციო ბმულისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
გიორგი ბერძენიშვილი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს სანსკრიტულ ტექსტებზე და თარგმნებზე.
მიღებულ ცოდნას უზიარებს სტუდენტებს პროფესიულ კურსებზე და კითხულობს საჯარო ლექციებს.