ბუდისტური მედიტაცია კონტექსტში

ავტორი: დონალდ ს. ლოპესი
თარგმანი, წინასიტყვაობა და კომენტარები: გიორგი ბერძენიშვილი
ფორმატი: A5
მოცულობა: 200 გვერდი
გამომცემელი: იოგას აკადემია

დონალდ ს. ლოპესის წიგნი „ბუდისტური მედიტაცია კონტექსტში“ მკითხველს ბუდისტური მედიტაციის ისტორიულ, რელიგიურ და ინტელექტუალურ საფუძვლებს აცნობს. ავტორი მედიტაციას განიხილავს არა როგორც კულტურული გარემოსგან მოწყვეტილ უნივერსალურ ტექნიკას, არამედ როგორც სხვადასხვა ბუდისტურ ტრადიციაში ჩამოყალიბებულ პრაქტიკათა კომპლექსს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოძღვრებებთან, ეთიკურ მოთხოვნებთან და გათავისუფლების განსხვავებულ მოდელებთან.

წიგნი შესაძლებლობას იძლევა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბუდისტური მედიტაციის ისტორიულად დასაბუთებული ფორმები და თანამედროვე კულტურაში გავრცელებული ინტერპრეტაციები, რომლებიც ხშირად ბუდისტურ პრაქტიკებს მათი თავდაპირველი კონტექსტისგან განცალკევებით წარმოაჩენს. მედიტაციასთან ერთად განხილულია ბუდიზმის შესახებ გავრცელებული მცდარი წარმოდგენები და ის ინტელექტუალური პროცესები, რომელთა შედეგადაც დასავლურ სამყაროში შეიქმნა „ბუდისტური მედიტაციის“ თანამედროვე სახე.

ქართული გამოცემა შევსებულია მთარგმნელის წინასიტყვაობითა და განმარტებითი კომენტარებით, რომლებიც მკითხველს ეხმარება ტექსტში გამოყენებული ძირითადი ბუდისტური ცნებების, სკოლებისა და ისტორიული გარემოებების გაგებაში. ამიტომ წიგნი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ბუდისტური მედიტაციის კვლევის შესავალი, ასევე ბუდიზმის ისტორიისა და ფილოსოფიის ზოგადი გზამკვლევი.

გამოცემას ერთვის ავტორის, პროფესორ დონალდ ს. ლოპესის, სპეციალური მიმართვა ქართველი მკითხველისადმი.

წიგნის თარგმნასა და გამოცემაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცემის რედაქტორია მარიამ ხოხონიშვილი.

შეძენა

წიგნის წინასწარი შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

ბეჭდური გამოცემა ასევე გაიყიდება:

იოგას აკადემია
თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №51.