1.ზოგადი დებულებები

1.1. საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია (შემდგომში ფედერაცია) არის იოგას სპეციალისტთა და მოყვარულთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც თავის საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების საფუძველზე.

1.2. საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დანაწესებით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო ასეთი საქმინობის წამოწყების შემთხვევაში, საქმიანობა ფედერაციისათვის დამხმარე ხასიათის მატარებელია და ემსახურება მხოლოდ ფედერაციის საერთო მიზანს, რაც არ ცვლის არაკომერციული იურიდიული პირის ხასიათს. ასეთი დამხმარე საქმიანობის შედეგად მიღებული მოგება ხმარდება ფედერაციის მიზნებს.

1.3. საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია არის საქართველოში იოგას როგორც, პიროვნების გაჯანსაღების ფუნდამენტური დამკვიდრების, განვითრების და პოპულარაზიცაციის მისიის მატარებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნი, რომელიც თავისი დანიშნულების განხორციელებას ისახავს ადგილობრივ ეროვნულ ტერიტორიულ დონეზე, საერთაშორისო სივრცეში გარკვეული მდგომარეობის დამკვიდრებით.

1.4. ფედერაციის საქმიანობა ხორციელდება ქვეყნის მელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

1.5. ფედერაციას გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა საბანკო ანგარიშები. აქვს ბეჭედი, ემბლემა და სხვა ატრიბუტები.

1.6. ფედერაცია სახელმწიფო ან სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე.

1.7. საქართველოს იოგას ფედერაციის იურიდიული მისამართია ქ. თბილისის _ ჩოლოყაშვილის გამზ. #9 (ყოფიული ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ა)

 


2.საქმიანობის საგანი და ფედერაციის მიზანი


ფედერაციის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს:

2.1. იოგას პოპულარიზაცია საქართველოში, მისი როლის ამაღლება საზოგადოების ჯანსაღი ცხოვრების წესის თვითშეგნების განვითრებაში, პიროვნების სრულყოფილი ჰარმონიზაცია ჯანსაღ გარემოში, კვალიფიციური იოგების, იოგას სპეციალისტების, ინსტრუქტორების მომზადების სისტემის შექმნა, დამკვიდრება და განვითარება.

2.2. ჩვენებების და სხვა ღონისძიებების გამართვის ორგანიზება და მათი ხელის შეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

2.3. იოგას მიმდევართა უფლებების და ინტერესების დაცვა როგორც, ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.

2.4. ფედერაციის ფინანსური და მატერიალური ტექნიკურ ბაზის ჩამოყალიბება და განმტკიცება.

2.5. ფედერაციას ასევე უფლება აქვს განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი კომერციული საქმიანობა, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურება ფედერაციის ინტერესებს და მიზნებს.

2.6. ფედერაცია ატარებს ღონისძიებებს სემინარებს, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გასცემს იოგას ინსტრუქტორების და სხვა სერთიფიკატებს. ასევე პოპულარიზაციის მიზნით, ამტკიცებს ღონისძიებებათა პროგრამებს და აკონტროლებს მის შესრულებას.

2.7. აქტიურად საქმიანობს უცხოელი პარტნიორების მოძიებასა და მათთან თანამშრომლობის ფორმის ჩამოყალიბებაში.

2.8. ფედერაცია გამოსცემს სასწავლო, მეთოდურ, საცნობარო_ საინფორმაციო და სხვა სახის ლიტელატურას.

2.9. ფედერაცია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ღონისძიებებში, საწვრთნელ კურსებში, სემინარ-ტრეინინგებში.

2.10. ფედერაცია მიზანმიმართულია იოგას განათლების და ამ სახეობაში შემოქმედების ყველა ორგანიზაციული ფორმის თავისუფალი და თანასწორუფლებიანი არსებობის ხელშეწყობისათვის.

 


3.ფედერაციის წევრები წევრთა უფლებები და მოვალეობები

3.1. საქართველოს იოგას ფედერაციის წევრი შეიძლება გახდეს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს წინამდებარე წესდებას, ფედარაციის მისიას და მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის საქმიანობაში.

3.2 ფედერაციის წევრად მიღებას ახორციელებს ფედერაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილი პირი მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3.3. ფედერაციის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს ფინანსური წლის დამთავრების შემდეგ პირადი განცხადებით გავიდეს ფედერაციის წევრობიდან.

3.4. ფედერაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს თუ:

ა. არღვევს საწევროს შენატანის ვალდებულებებს ზედიზედ 3 ჯერ წლის განმავლობაში.
ბ. უხეშად არღვევს ფედერაციის წესდებას, წესებს, გადაწყვეტილებებს.
გ. თუ წევრის საქმიანობა ეწინააღმდეგება ფედერაციის პრინციპებს, ლახავს ფედერაციის სახელსა და ღირსებას, ახდენს საზოგადოებაში ფედერაციის საქმინობის დისკრედიტაციას.

3.5. წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფედერაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილი პირი.

3.6. ფედერაციის წევრს უფლება აქვს:

ა. მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, თუ ის შესაფერია ამ ღონისძიების პროგრამით გთვალისწინებულ ვითრებასა.
ბ. ისარგებლოს ფედერაციის საინფორმაციო და მატერიალური—ტექნიკური ბაზით.
გ. შესთავზოს ფედერაციას მიზნის მიღწევის ახალი იდეური გეგმითი პროექტები.

3.7. ფედერაციის წევრი ვალდებულია:

ა. დაიცვას ფედერაციის წესდება;
ბ.ჯეროვნად შეასრულოს ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებები;
გ. მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის წინაშე დასმული ამოცანების და დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით რეალიზებაში;
დ. დროულად გადაიხადოს საწევრო შესატანები;
ე. პროპაგანდა გაუწიოს ფედერაციის მისიას;


4. საქართველოს იოგას ფედერაციის სტრუქტურული შემადგენლობა

4.1 ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ფედერაციის ხელმძღვანელი პირი-პრეზიდენტი.

4.2 ფედერაციის პრეზიდენტი არის ფედერაციის დამფუძნებელი პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას და წარმოდგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. გამონაკლის შემთხვევაში ფედერაციის დამფუძნებელმა შეიძლება თავისი უფლებამოსილება გადასცეს ფედერაციის ნებისმიერ წევრს.


4.3 ფედერაციის პრეზიდენტი:

ა. ახორციელებს ფედერაციის ამოცანების რეალიზების ღონისძიებების ორგანიზაციას და იღებს გადაწყვეტილებებს ფედერაციის საქმინობასთან დაკავშირებით/
ბ. ცვლის და ცვლილებები შეაქვს წესდებაში ამტკიცებს ფილიალების დებულებებს;
გ. ქმნის და ამტკიცებს ფედერაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს და განსაზღვრავს მათ სტატუსს, უფლებებეს და მოვალეობებს, საქმინობის მიმართულებებს.
დ. იღებს გადაწყვეტილებას ფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ (ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია) მისი მიზნის შეცვლის შესახებ, ამტკიცებს ფედერაციის ბიუჯეტს.
ე. ფედერაციის პრეზიდენტი იწვევს ფედერაციის წევრთა სხდომას, თავმჯდომარეობს მას და ამტკიცებს სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ვ. ფედერაციის სხდომის მიმდინარეობას სხდომის მდივანი ასახავს შესაბამისად გაფორმებულ ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომის მდივანი და თავმჯდომარე.