სტუმრები:
საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი ბერძენიშვილი;
ფედერაციის ინსტრუქტორები: ირინა ბუჯიაშვილი და იაკობ გოგოტიშვილი;
ფედერაციის წევრები: ნეკა ბაღდავაძე, ნინო გოგოლაძე, თათია გელანტია, ქეთი ბეროშვილი, თათია თვალაძე.
წამყვანები:
სესილი ბოჭოიძე, ლევან ხურცია, სალომე დავითაშვილი.
თემა:
იოგას ფედერაციის საქმიანობა;
იოგა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი.
სვამი დჰირენდრა ბრაჰმაჩარი არის მაჰარიში კარტიკეის მოწაფე. ამ უკანასკნელმა იოგა ჰიმალაიში შეისწავლა და ჰყავდა ბევრი მოწაფე. დჰირენდრამ მე მასწავლა, მე შენ გასწავლი და ამგვარად ხდება ტრადიციის ფორმირება, ჩამოყალიბება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მივლენ სასწავლებელში, რაღაცას ასწავლიან და ამგვარად გახდებიან გურუები. არამც და არა!! მხოლოდ მაშინ, თუ შენ მიიღებ რაღაც ტრადიციას, რაღაც ძველებურ სისტემას, შესძლებ რაღაცას მიაღწიო. ამგვარად გექნება შენი მაწავლებლის ენერგია და შესაძლებლობა ასწავლო ერთი, ორი, სამი, ოთხი საათი - განუსაზღვრელი დროით. შენ თუ მიაქციე ყურადღება პლიაჟზე იოგების ჯგუფს რომელიღაც ქალის ხელმძღვანელობით. ისინი უსუსურად და გაუგებრად ვარჯიშობდნენ ნახევარი საათის განმავლობაში და ასე დაასრულეს. შეკითხვა: ვინ ასწავლის მათ? საერთოდ, მე სხვა ტრადიციებს გაგებით ვეკიდები, მაგრამ ვცდილობ შევინარჩუნო მხოლოდ ჩვენი ტრადიცია. მინდა ვაჩვენო ამ ტრადიციისადმი სწორი მიდგომა, თუ რა სარგებლის მომტანია იგი და რით განსხვავდება სხვისგან (ამ დროს მოვიდა ოფიციანდი და იკითხა: -„თქვენ დაასრულეთ, შეიძლება ავალაგო?“ ამაზე გურუჯიმ უპასუხა: -„დიახ დავამთავრეთ, ყველაფერი დასრულდება. ოდესღაც ყველაფერი სრულდება და პირველ რიგში ეს მოუვა თქვენს სხეულს. ასე რომ დატკბი, დატკბი ყველაფრით, რაც არის ბუნებაში, შენს ბუნებაში, ნუ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე, თუ რა მოხდება ხვალ. დატკბი!!!“).
- რით განსხვავდება დჰირენრა ბრაჰმაჩარის სისტემა ანალოგიური სისტემებისგან?
- ეს გახლავთ ძალიან ლამაზი, კლასიკური იოგა, ძლიერი ასანების დიდი რაოდენობით. მის უნიკალურ თავისებურებას შეადგენს სუკშმა - ვიაიამას კომპლექსი. „სუკშმა“ - მიშნავს ძალიან უბრალოს, ფაქიზს, „ვია იამა“ - კი ნიშნავს ვარჯიშს. ბევრი ადამიანი, გარკვეულ ასანებს მოთელვის გარეშე იწყებს. ზოგი - პრანაიამით იწყებს, ზოგი - შავასანებით, ზოგიც - სურია - ნამასკარით, მაგრამ, დჰირენდრა ბრაჰმაჩარი ამბობდა - არა. თუ ძლიერი სხეული გაქვს, შეგიძლია დაიწყო ისე, როგორც გსურს, მაგრამ თუ კი სხეული ჯერ კიდევ სუსტია და არ არის მომძლავრებული რთული ფორმების შესასრულებლად, საჭიროა ვარჯიშში ფრთხილად და ნელა შესვლა სუკშმა ვიაიამის მეშვეობით, რომელიც იწყება ყურებით, თვალებით, თავით, კისრით და ა.შ. შენ ჯერ ახდენ ნერვული სისტემის აქტივაციას, შემდეგ თანდათან ახურებ ნაწილ-ნაწილ მთელ სხეულს. ამის შემდეგ, როდესაც გადახვალ ასანებზე, იგრძნობ თუ როგორ გახურდა და აქტიური გახდა შენი სხეული. თუ შენ მოხვედი გაკვეთილზე და თავს გრძნობ სუსტად, ძნელად თუ წარმოგიდგენია, როგორ გააკეთო დგომის პოზები და ბალანსები. სუკშმა-ვიაიამის შემდეგ ყოველივე ეს მარტივად გესახება. რაც შეეხება ასანების სიტუაციებს, აქ ყველაფერი ტრადიციულად ხდება. ამ სისტემაში ზოგიერთი ასანა (პადმასანა, სიდჰასანა) გამოიყენება მედიტაციისათვის, ზოგს გააჩნია თერაპიული ეფექტი, ზოგი კი - ძლიერი და ენერგიის მომგვრელია. ამ სისტემაში, როგორც აღინიშნა, გამოიყენება ძალიან ბევრი სხვადასხვა ასანა. მათ შესახებ მოთხრობილია იოგა შასტრებში.
- დჰირანდრის წიგნებში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა სხვადასხვა კრიების გაკეთება, მაგალითად კიჩალი, კუნჯალა და სხვა. ტრადიციის ყველა მიმდევრისთვის არის ეს აუცილებელი?
- ეს სასურველია, ჯანმრთელობისა და განწმენდისთვის ძალიან კარგია, მაგრამ უმეტესად გამოიყენება თერაპიისათვის და არ მიიჩნევა პრაქტიკის აუცილებელ ნაწილად. თუ თქვენ არ გაწუხებთ რაიმე პრობლემა, შეგიძლიათ არ გააკეთოთ ისეთი კრიები, როგორიცაა ძაფით გაწმენდა და ენის ჩაჭრა.
- გამიგია, რომ თქვენს ინსტიტუტში არის სამხედროთა მომზადების სპეციალური კლასები. გთხოვთ, გვიამბოთ მათ შესახებ.
- ჩემი ინსტიტუტი დაინტერესებულია საზოგადოებაში იოგას დანერგვით, რათა საზოგადოება გახდეს უფრო ჰარმონიული და ჯანმრთელი. ჩვენი სამხედროები მოშორებულნი არიან თავიანთ ოჯახებს, აქვთ მძიმე დღის წესრიგი და მათი გონება მეტად აფორიაქებულია. ამის გამო, ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა მათი დახმარებისათვის დაენერგათ იოგა. ვთვლით, რომ იოგას შეუძლია ჩვენი არმია გახადოს უფრო ძლიერი. პირველადი ექსპერიმენტები ამ მხრივ, ჩატარდა 60 სამხედროზე, რამაც დადებითი შედეგი მოგვცა. ამის შემდეგ, დაიწყეს ინსტიტუტში სამხედროების მიწვევა. 4-6 თვიანი იოგა კურსის შემდეგ მათგან იბარებენ გამოცდებს და მათ ეძლევათ შესაბამისი სერთიფიკატი. დროთა განმავლობაში, ჩვენი ინსტიტუტი აწყობს ტრეინინგებს ექიმებისთვისაც. ჩვენი მასწავლებლები მუშაობენ საადმყოფოებში და ეხმარებიან პაციენტებს გამოჯანმრთელებაში, ზოგჯერ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მედიცინა უძლურია.
- მოგვითხრეთ თქვენი ოჯახის შესახებ.
- ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს - ინდოეთში ეს ძალიან პოპულარულია. მე მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი მუშაობს სამედიცინო ქარხანაში, მეორე - არმიაში. ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟი და შვილიშვილი ცხოვრობენ ჩემთან დელიში. მე მყავს კიდევ ორი ძმა, ერთი ცხოვრობს ვარანასში, სადაც ასწავლის იოგას, ხოლო მეორე ძმა - კითხულობს ლექციებს. მათ ორ-ორი ვაჟი ჰყავთ. მამაჩემიც მათთან ცხოვრობს. მე მყავს ასევე ორი და, რომელთა ვაჟებიც იოგას სფეროში მუშაობენ. არცერთი მათგანი არ არის დჰირენდრა ბრაჰმაჩარის ტრადიციის გამგრძელებელი.
- თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან გიყვართ უმცროსი შვილიშვილი - ჩოტო.
- დიახ, ის ჩემი დიდი იმედია. ჩემი ვაჟი არც ისე დაინტერესებულია იოგათი. ის ვარჯიშობს, მაგრამ არ სურს მასწავლებლობა, ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი საქმის გამგრძელებელი იქნება ჩემი საოცარი შვილიშვილი - ჩოტო. ის ჯერ 3 წლისაა, მაგრამ ძალიან უყვარს სხვადასხვა ასანის კეთება. როგორც მე ვხედავ, ჩემი თვისებები მას გადაეცემა. ვფიქრობ, როცა ის გაიზრდება გახდება იოგას მასწავლებელი.
- როგორია თქვენი მეუღლის დამოკიდებულება იოგასადმი?
- იგი არ გამოხატავს თავის აზრს, არ მზღუდავს არაფერში. ინდოელი ქალები ძალზე ლოიალურები არიან თავიანთი ქმრების მიმართ და სჯერათ მათი. იგი ჩემით ამაყობს, რადგან მე პოპულარული იოგა-მასწავლებელი ვარ. ის ხედავს, თუ როგორ მაფასებენ და მას უხარია ჩემი ყველა წარმატება.
- თქვენი ოჯახი რომელ რელიგიას მისდევს?
- ჩვენ მივეკუთვნებით რაჯპუტებს. ჩვენი კულტურის შესაბამისად, უნდა დავქორწინდეთ მხოლოდ ჩვენივე რელიგიისა და კასტის ადამიანებზე. ჩვენ გვწამს ბევრი ღმერთის - ვიშნუსი, კრიშნასი, ბუდასი. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერია ღმერთი. რა საკვირველია, ყველაზე მეტად პატივს შივას მივაგებთ. ინდუიზმში იგი ძალზე პოპულარულია, რადგან მას დიდი ძალა გააჩნია და აქვს მესამე თვალი. ინდოეთში ბევრი ეთაყვანება მას და უშენებენ ტაძრებს. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა ვიწამოთ მარტო შივა, ვიშნუ, რამა ან კრიშნა. ჩვენ გვწამს ყველასი. ჩვენი დიდი თაყვანისცემა მრავალი ღმერთისადმი ყველგანაა შესამჩნევი - სახლებში, აეროპორტებში, ქუჩებში.
- გურუჯი, როგორია თქვენი უახლოესი და სამომავლო გეგმები?
- მე ისეთივე ოცნებები მაქვს, როგორც ჩემს გურუს - იოგას პოპულარიზაცია ინდოეთსა და მთელს ინდოეთში. მას სურდა ესწავლებინა ყველასთვის - ღარიბებისთვის, მდიდრებისთივს, ავადმყოფებისთვის, ჯანმრთელებისთვის. როცა პენსიაზე გავალ, გვინდა ჩემი აშრამის გახსნა, სადაც შეეძლება ნებისმიერი ოჯახის, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს მოსვლა. მე მინდა, რომ ამ აშრამში იოგა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. იქ ვარჯიში უნდა შეძლონ ღარიბებმაც. თუ ეს შევძელი, მე მოვახდენ ჩემი ყველა ჩანაფიქრის რეალიზებას.
მე ძალიან მომწონს ერთ ისტორია. ერთი ინდოელი გოგონა იყო ინვალიდი, მას არ ქონდა ხელის მტევანი და ამასთან, ისეთი ღარიბი იყო, რომ არ შეეძლო სკოლაში სწავლაც. მან გადაწყვიტა და ობამასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა თუ როგორ სურდა კარგი განათლების მიღება. ობამამ, საპასუხო წერილით დახმარება აღუთქვა გოგონას და კითხვით მიმართა თუ რამდენი თანხა სჭირდებოდა სწავლის მისაღებად. ამაზე გოგონამ უპასუხა: „მე ფული არ მჭირდება, მე უბრალოდ მინდა ცოდნის მიღება, მომეცით მე სწავლის საშუალება, რითაც ბედნიერი გავხდები“.
- როგორ გესმით თავისუფლება?
- თავისუფლება - ეს არის სისტემა იმისა, თუ როგორ გრძნობ თავს ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად. თუ ჩემი აზროვნების დონე მაღალია, მე თავისუფალი ვარ. თავისუფლება არის სამყაროს ყველა ქმნილებაში. ამასთან, ადამიანური თავისუფლება ეს არის დისციპლინა. მაგალითად, ადამიანის გონებას მიაჩნია, რომ თავისუფალია და თავს უფელბას აძლევს დალიოს, მოწიოს და ნარკოტიკი მიიღოს. ამგვარად, იყენებ, რა „თავისუფლებას“, აკეთებ ყველაფერ ამას. ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი,რომ შენი გონება არ არის თავისუფალი, რომ გონება ცდება, რომ მასზეა დაკიდებული არასწორ გაგებათა ბადე. თავისუფლება დისციპლინაშია. იგი გამოიხატება, როდესაც თავისულებას აძლევ მეუღლეს, ქმარს. თუ შენ მუდმივად აკონტროლებ მეუღლეს, ადევნებ თვალყურს, რომ დროზე მოვიდეს სახლში და ა.შ. შენ არ ხარ თავისუფალი.
- როგორია თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია?
- საჭიროა ადამიანებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ქვეყნისთვის რაღაც კარგის კეთება, რომ ადამიანებმა ეს დაიმახსოვრონ. თუ შენ ადამიანებისთვის არაფერს აკეთებ - შენ არ ცხოვრობ. თუ შენ იოგას მასწავლებელი ხარ - შენ შეგიძლია ყველასათვის, სტატუსის მიუხედავად, გააკეთო რაღაც სასარგებლო, იმიტომ რომ, იოგა ყველასათვის არსებობს. უბრალოდ, მათ ჩუქნი ჯანმრთელობას. ჩემი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ჩემი ცხოვრება მივუძღვნა სხვა ადამიანებს.
ყველას სურს იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. ადამიანები მიისწაფვიან ფულისკენ. ბევრს გააჩნია ფული, მაგრამ არ არიან ბედნიერები, ჯანმრთელები, მათ არ უყვართ თავიანთი ოჯახები და ვერც ვერაფერს აკეთებენ მათთვის. რას გააკეთებ შენ შენი ფულით, თუ შენი ცნობიერება სუსტია, თუ შენ არ ხარ ბედნიერი და ხარ დეპრესიაში? - ვერაფერს.
ბჰაგავაგიტაში საუბარია ცხოვრებაში გასათვალისწინებელ ოთხ პირობაზე. პირველი - ეს არის საკვები. იგი უნდა იყოს მარგებელი და სუფთა. მეორე - თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენი ცხოვრება, თქვენ უნდა გიყვარდეთ თითოეული მოქმედება, რომელსაც ასრულებთ. გიყვარდეთ წიგნების კითხვა, ტელევიზორის ყურება, სეირნობა, ცეკვა და ა.შ. ეს იმის გამო, რომ თქვენი სხეული სავსეა ენერგიით. გამოიყენეთ იგი. შეგიძლიათ ცეკვა - იცეკვეთ. გამოიყენეთ მთელი ენრეგია, რომ ცეკვა იყოს ნამდვილად ლამაზი. თუ თქვენ ავად ხართ, თქვენ არ იცეკვებთ. თუ თქვენ ცეკვავთ - ესეიგი ჯანმრთელი ხართ. დატკბი! დატკბი და გიხაროდეს ყველაფრის. ბევრ ადამიანს აღიზიანებს ის რაც მათ გარშემოა. ზოგჯერ მათ არ მოწონთ თავიანთი სამუშაო, ზოგჯერ - მუსიკა რომელსაც უსმენენ, ზოგჯერ - სუნი, ზოგჯერ - მათი გარემომცველი ადამიანები. ისინი ხშირად გაურბიან ამ ყოველივეს, დალევენ ჭიქა ღვინოს და იძინებენ. ნუ გაურბიხარ ცხოვრებას, მიიღე იგი და დატკბი!
მესამე მნიშვნელოვანი პირობა არის სამუშაო. შეასრულე შენი სამუშაო კარგად, სადაც არ უნდა იყო. იმუშავე სხვების კეთიდღეობისათვის და შენი საქმე აკეთე კეთილსინდისიერად. მეოთხე პირობა - იძინე ღამით, დაიცავი დღის რეჟიმი, დროზე დაწექი და დროზე ადექი. დღის რეჟიმის დარღვევა იწვევს სხეულის რღვევას. თუ შენ არ ვარჯიშობ იოგას, მაგრამ ამ ოთხივე პირობას იცავ, იოგა ავტომატურად შემოდის შენს ცხოვრებაში. არჯუნამ ჰკითხა კრიშნას თუ რას წარმოადგენდა იოგა. მან მიუგო: „მითხარი როგორ უნდა ისაუბრო, იმოძრაო და იფიქრო მართებულად“. კრიშნამ ურჩია მას ამ ოთხი პირობის შესრულება და უთხრა, რომ მეტი არაფერია საჭირო იმისათვის რომ გახდე იოგა.
- რა რჩევას მისცემდით რუს იოგებს?
- მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ყველაზე მთავარია ჯანმრთელობა. თქვენ მუშაობთ, კითხულობთ, მოგზაურობთ - ეს კარგია. მაგრამ, თუ არ გაქვთ ჯანმრთელობა ყველაფერი ინგრევა. თუ თქვენ ბევრი ფული გაქვთ და არ გაქვთ ჯანმრთელობა, თუნდაც მენტალური - ყველაფერი იშლება. ჩემი რჩევა ამგვარი იქნება. სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ გჯეროდეთ იოგასი. შეასრულეთ ასანები, განახორციელეთ ასანები, განამტკიცეთ თქვენი სხეული და სული და ამგვარად თქვენ გახდებით საკმაოდ ძლიერნი იმისათვის, რომ გვერდში დაუდგეთ საკუთარ ოჯახებსა და ახლობლებს. ნუ მიეჩვევით მავნე ჩვევებს, იყავით მათზე სუფთები. მუდამ გახსოვდეთ თქვენი მენტალური განვითარების შესახებ. თუ თქვენ უბრალოდ სპორტულ დარბაზში დადიხართ, ამით თქვენი სხეული გახდება ძლიერი, მაგრამ არა თქვენი ცნობიერება. ნუ გახდები მაიკლ ტაისონი, იგი სუპერმენია, მაგრამ მისი ცნობიერება არაა დაბალანსებული. ივარჯიშეთ იოგა, რომ თქვენი სხეული და ცნობიერება დაბალანსდეს და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - დატკბით!
ესაუბრებოდა ოლგა გრიშკოვა