პოზა - თათია გელანტია; ფოტო - გიორგი ბერძენიშვილი; ადგილი -ბორჯომის ნაკრძალი.
სუკჰასანა არის მარტივი მოხერხებული პოზა სუნთქვითი ვარჯიშებისა და მედიტაციისათვის.
შესრულების ტექნიკა
დაჯექით იატაკზე ან დადეთ საფენი დაახლოები 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე.
შემდეგ მოხარეთ მუხლებში და გადააჯვარედინეთ წვივები. მარჯვენა ტერფი მოათავსეთ მარცხენა მუხლის ქვეშ და მარცხენა კი მარჯვენას ქვეშ.
ფეხები უნდა ქმნიდეს სამკუთხედს ფორმას.
სუკჰასანაში ტერფებსა და მენჯს შორის უნდა იყოს დარჩენილი სივრცე. ამავე დროს ფეხები უნდა იყოს მოდუნებული.
მნიშვნელოვანია თავი, კისერი და ტანი სწორად, ერთ ხაზზე გეჭიროთ.
ამ პოზაში შეგიძლიათ იჯდეთ დიდხანს. პერიოდულად შეგიძლიათ ცვალოთ ფეხების თანმიმდევრობა.
სარგებლიანობა
ამშვიდებს ნერვიულ სისტემას;
ამაგრებს ზურგს;
აგრძელებს წვივებს;
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფეხებისა და საზარდულის არეში.
უკუჩვენებები
მუხლის ტრამვა