აშშს იოგა ალიანსში რეგისტრირებული იოგას მასწავლებელი.

საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტი.

მანჯუ პატტაბჰი ჯოისის მოსწავლე.

გიორგი ბერძენიშვილი დაიბადა 1982 წელს ქალაქ თბილისში. იოგას პრაქტიკის მიმართ გიორგი ბერძენიშვილის  ინტერესი 1993 წლიდან იწყება, რის შედეგად მას უჩნდება მიზანი, იოგას სიღრმისეული შესწავლის, დაუფლების თანმიმდვერულად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თეზაურუსებით შექმნას სწავლება საკუთარი ქვეყნის საზოგადოებისთვის სარგებლის მიცემის მიზნით.

2002 წელს ის, საზოგადოებას სთავაზობს იოგას სწავლების ტრადიციულ საფუძვლებთან, ანატომიის, სპორტის, დიეტოლოგიის და ფსიქოლოგიის თანამედროვე  შეხედულებების ჰარმონიულ კავშირში და საზოგადოების მენტალობასთან ადაპტირებულ  იოგას პროგრამას. აღნიშნული პროგრამა  დაგროვილი გამოცდილებების თანმდევად დროში პროგრესირებადია. 2006 წლიდან 2011 წლამდე ის ასევე, მოღვაწეობს ფიტნეს კლუბ „პრაიმფიტნესში“ იოგას ინსტრუქტორის პოზიციაზე.

გიორგი ბერძენიშვილმა 2007 წელს  შექმნა პირველი ქართული  ვებგვერდი იოგას შესახებ (მოგვიანებით, კი  ის იქცა საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდად), რომელიც ხელს უწყობს იოგას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით პოპულარიზაციას საქართველოს საზოგადოებაში.

გიორგი ბერძენიშვილი 2009 წელს ხდება საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე, იკავებს ფედერაციის პრეზიდენტის პოზიცია. ის უძღვება იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსების ორგანიზებას.

2010 წლის სექტემბერში მისი ხელმძღვანელობით იხსნება პირველი იოგას ცენტრი საქართველოში „იოგას სახლი“.

აშიკ კუმარ აგგარვალი — ინდოეთის იოგას ფედერაციის გენერალური მდივანი და გიორგი ბერძენიშვილი.

2013 წლის ოქტომბერში მიწვეულია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, იოგა თერაპიის კურსებზე და საერთაშორისო ფესტივალზე.

 

2014 წელი - დევიდ სვენსონის და შელი ვაშინგტონის აშთანგა იოგას სრული კურსი (მილანი, იტალია);

2014 წელი - კინო მაკგრეგორის აშთანგა იოგას სრული კურსი (სტოქჰოლმი, შვედეთი);

2014 წელი - მაისორის სტილი მანჯუ ჯოისტან ერთად (ბერლინი, გერმანია);

 

 

 

მთარგმნელი და გამომცემელი წიგნის "იოგა მალა"

 

2015 წელი — ჰათჰა იოგა პრადიპიკა (წიგნის თარგმანი)

ფოტოგალერეა I

ფოტოგალერეა II