ბ.კ.ს. აიანგარი, ან ბელლურ კრიშნამაჩარ სუნდარარაჯა აიანგარი (დაიბადა 1918 წლის14 დეკემბერს), არის დამფუძნებელი აიანგარ იოგას და მსოფლიოში ერთერთ უდიდეს იოგას მასწავლებელად ითვლება. დაწერილი აქვს იოგას პრაქტიკის და ფილოსოფიიისადმი მიძღვნილი მრავალი წიგნი. მათ შორის «Light on Yoga», «Light on Pranayama» და «Light on the Yoga Sutras of Patanjali»..
აიანგარ იოგას კლასები მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი. აიანგარი ტირუმალაი კრიშნამაჩარიას ერთ ერთი უპირველესი სტუდენტი იყო, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "თანამედროვე იოგას მამას". მას შემდეგ, რაც თანამედროვე იოგა აღმოცენდა კრიშნამაჩარიას სწავლებისგან, აიანგარი იყო ის ადამიანი, ვინც მისი პოპულარიზაცია მოახდინა მთელს მსოფლიოში. როგორც მან აღნიშნა დოკუმენტურ ფილმში ღმერთების სუნთქვა ინტერვიუში, მას ბევრი ბრძოლა დასჭირდა თვითდამკვიდრებისთვის, რადგან იმ დროისთვის იოგას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ. მას მიაწერენ იოგას პოპულარიზაციას უპირველესად ინდოეთში, შემდგომ კი მთელს მსოფლიოში.
ის დაჯილდოვებულია პადმა შრი (1991), პადმა ბჰუშანი (2002) და პადმა ვიბჰუშან (2014) ორდენებით. ჟურნალმა თაიმმა შეიყვანა 100 ყველაზე უფრო გავლენიან ადამიანთა სიაში მთელს პლანეტაზე.
ადრეული წლები
ბ.კ.ს. აიანგარი ბელლურში, კარნატაკას შტატში (ინდოეთი), ბრაჰმანის კასტის ღარიბ ოჯახში დაიბადა. ის მეთერთმეტე შვილი იყო ცამეტიდან (რომელთაგანაც მხოლოდ ათი გადარჩა) შრი კრიშნამაჩარის, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო და შეშამმას. მისი დაბადების პერიოდში მის სოფელში გრიპის პანდემია მძვინვარებდა, რამაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლება მოახდინა და საკმაოდ დაასუსტა. მთელი ბავშვობის განმავლობაში უწევდა მრავალ დაავადებასთან ბრძოლა. მათ შორის: მალარია, მუცლის ტიფი, ტუბერკულიოზი და ზოგადი იმუნიტეტის ნაკლებობა. ხუთი წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად ბანგალორში გადავიდა. ხოლო 4 წლის შემდეგ მამა აპენდიციტისგან გარდაეცვალა.
განათლება იოგაში.
1934 წელს, აიანგარს მისმა ნათესავმა ტირუმალა კრიშნამაჩარიამ შესთავაზა მაისორში წასულიყო მასთან და იოგას მეშვეობით ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. მაშინ ის 15 წლის იყო. იქ მან შეისწავლა ასანები, რამაც თანდათანობით გააძლიერა მისი ჯანმრთელობა. კრიშნამაჩარიას აიანგარი და მისი სხვა სტუდენტები იოგას დემონსტრაციისათვის მაჰარაჯას სასახლეში გამოჰყავდა, რამაც შემდგომ დიდი გავლენა მოახდინა აიანგარზე. იგი მიიჩნევდა, რომ კიშნამაჩარიასთან შეხვედრამ და მასთან გატარებულმა ორმა წელმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მან თქვა, "2 წლის განმავლობაში კრიშნამაჩარია მასწავლიდა მხოლოდ 10-15 დღის განმავლობაში, მაგრამ ამ რამდენიმე დღემ განაპირობა გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს ." კ. პატტაბჰი ჯოისმა განაცხადა, რომ სინამდვილეში ის იყო აიანგარის გურუ და არა კრიშნამაჩარია. 1937 წელს კრიშნამაჩარიამ აიანგარი პუნაში იოგას სწავლების გასავრცელებლად გააგზავნა. მაშინ ის 18 წლის იყო.
მიუხედად იმისა, რომ აიანგარი კრიშნამაჩარიას დიდი პატივს სცემდა და ხშირად მიმართავდა რჩევისთვის, მათ ურთიერთობაში ჰქონდათ პრობლემებიც. დასაწყისში კრიშნამაჩარიას არ სჯეროდა აიანგარის წარმატების იოგაში მისი სუსტი ჯანმრთელობის გამო. მას სათანადო ყუდარღებას არ აქცევდა და ძირითადად სახლის სამუშაოს ავალებდა. მხოლოდ მაშინ, როცა კრიშნამაჩარია მიატოვა მისმა საუკეთესო მოსწავლემ კეშავამურტიმ, იმ დღეს დაიწყო აიანგარისთვის იოგას სწავლება. ასწავლიდა სხვადასხვა პოზების სერიებს. ხანდახან ეუბნებოდა, რომ არ ეჭამა საჭმელი სანამ არ დაეუფლებოდა გარკვეულს პოზებს. ამ მაგალითმა გვიჩვენა, რა მეთოდით ასწავლიდა სტუდენტებს.
კარიერა
იოგა რომ ესწავლებინა, კრიშნამაჩარიას მხარდაჭერით, აიანგარი 18 წლის ასაკში პუნაში გაემგზავრა. ყოველდღიურად მრავალ საათს უთმობდა სწავლას და ახალი ტექნიკის დაუფლებას.
ის ასწავლიდა იოგას ცნობილ ადამიანებსაც. მა შორის იყვნენ: ჯიდდუ კრიშნამურტი, ჯაიაპრაკაშ ნარაიან დაიეჰუდი მენუჰინ. მან ბელგიის დედოფალ ელისაბეტს ასწავლა შრირშასანა (თავზე დგომა). დედოფალი ამ დროს 80 წლის იყო.
საერთაშორისო აღიარება
1952 წელს აიანგარი დაუმეგობრდა მევიოლინე იეჰუდი მენუჰინს. მენუჰინი დაეხმარა მას, რომ იოგა ესწავლებინა საზღვარგარეთ, ლონდონში, შევეიცარიაში, პარიზში და სხვა ქვეყნებში. დასავლეთში იოგს პოპულრიზაციას დიდიწილად აიანგარს მიეწერება.
1966 წელს მისი წიგნი «Light on Yoga» გამოიცა. რაც 17 ენაზე ითარგმნა და საბოლოო ჯამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესთსელერად იქცა. ამ წიგნს თან მოჰყვებოდა პრანაიამების სახელწოდებები და ეხებოდა იოგას ფილოსოფიის მრავალ ასპექტებს. ეს არის წიგნი, რომელსაც ხშირად იოგას "ბიბლიას" უწოდებენ. მთლიანობაში აიანგარი 14 წიგნის ავტორი გახდა.
1975 წელს აიანგარმა, მისი ცოლის საპატივსაცემოდ, ქალაქ პუნაში რამამანი აიანგარის მემორიალური იოგას ინსტიტუტი გახსნა. 1984 წელს მან ოფიციალურად შეწყვიტა სწავლება, მაგრამ განაგრძობდა აქტივობას აიანგარ იოგაში, ასწავლიდა სპეციალურ ჯგუფებს და წრდა წიგნებს. მისმა ქალიშვილმა გიტამ და ვაჟიშვილმა პრაშანტიმ იოგას მასწავლებლის საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
2005 წელს ის ესტუმრა ა.შ.შ-ს რათა კოლორადოში, იოგა ჟურნალის კონფერენციაზე გაეცნო მისი უახლესი წიგნი «Light on Life» და ჩაეტარებინა სპეციალური ვორქშოპი. 2005 წლის 3 ოქტომბერი სან-ფრანცისკოს ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადდა, როგორც "ბ.კ.ს. აიანგარის დღედ". ანთროპოლოგმა ჯოზეფ ს. ალტერმ განაცხადა, რომ სწორედ აიანგარს მიუძღვოდა ყველაზე დიდი წვლილი იოგას გავრცელებაში.
პირდი პრაქტიკა
90 წლის ასაკში, მიცემულ ინტერვიუში აიანგარმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში ასრულებდა ასანებს და 1 საათის განმავლობაში კი პრანაიამას.
ბ.კ.ს. აიანგარი 2014 წლის 20 აგვისტოს პუნაში (ინდოეთი) გულზე შექმნილი პრობლემებით და თირკმლის უკმარისობით 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.