დევიდ სვენსონი აშთანგა იოგას ნამდვილი ვარსკვლავია. ის, პატტაბჰი ჯოისის (აშთანგა იოგას ავტორის) გარდაცვალების შემდეგ, წამყვანი ფიგურაა ამ სფეროში. მოგზაურობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს იოგას მიმდევრებს. დღესდღეობით, პატტაბჰი ჯოისის წამყვან სტუდენტთა შორის ბევრი აშშ-დან არის. ამჟამად, რამდენიმე მათგანი სტუმრობს ევროპას. ფიქრის შემდეგ, დევიდის ვორქშოპი გადავწყვიტე მისი განსაკუთრებული ავტორიტეტის გამო. და მართლაც მასში თავმოყრილი ინსტრუქტორისთვის საჭირო ყველა ატრიბუტიკა: ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და პოზიტიურობა, ხოლო იუმორის გრძნობა და ატრისტიზმი დამატებით ელფერს სძენს მის პროგრამებს. ის ნამდვილი შოუმენია. საქართველოში რომ ეცხოვრა კარგი თამადა იქნებოდა (მაგრამ არ სვამს, ჩემსავით ). ჩამოსვლით კი, სიამოვნებით დამთანხმდა საქართველოში სტუმრობაზე. "ჩვენი, როგორც ინსტრუქტორების ვალია შევძლოთ შევთავაზოთ მოდიფიკაციები შეზღუდული შესაძლებლობების ადმიანებსაც კი" - მითხრა საუბრისას და გარკვეული ბიძგი მომცა ამ მიმართულებით. ეს შეხვედრა ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და მოგვიანებით განვაგრძობ წერას.

გიორგი ბერძენიშვილი