ადრე დავწერე უკვე რომ ორშაბათიდან დავიწყე იოგაზე სიარული და ვიცი რომ გოგოები ელოდებიან ამ პოსტს.
გუშინ მეორედ ვიყავი უკვე, ჩემი შეხედულებები და რჩევები
1. ძალიან მაგარია, ძალიან კმაყოფილი და ხალისიანი გამოვდივარ, ორგანიზმი ბევრად უფრო ელასტიური და პლასტიკური ხდება. თან ჩემი მასწავლებელი მაქებს კარგი მონაცემები გაქვს საკმაოდ მოქნილი ხარო და ვფიქრობ ხომ არ გავყვე ამ მიმართულებას მეთქი
2. თუ ვინმეს გონია რომ იოგით ვერ გახდება, ძალიან შემცდარა – 3ჯერ მეტად ვიღლები, სამჯერ მეტად არის სხეული დატვირთული + არ ჭამოთ ვარჯიშის მერე და იდეალური სხეული გექნებათ
3. ძალიან რთულია, ვინმეს თუ გონია რომ რა უნდა მაგის გაკეთებასო, როგორც მე მეგონა – ჩემსავით გაგიკვირდებათ, მაგრამ არც ისე იოლია. განსაკუთრებით გამოვყოფდი მზის მისალმების ვარჯიშს, რომელიც არის ძალიან კომპლექსური, შედგება ბევრი სხვადასხვა ვარჯიშისაგან რომლებიც საკმაოდ რთულებია – ფაქტიურად სხეული გიჭირავს რარაც 1 კუნთით – ასეთი შეგრძნებაა. ხოდა ამის მერე ისე ვიღლები ხოლმე რომ არაფერი აღარ მინდა ხოლმე
4. ლოტოსის პოზაში ვჯდები, მაგრამ ხელებს ვერ ვაძვრენ რომ ავიწიო, სავარჯიშოა და ყველაფერს გააკეთებს ადამიანი.
5. ძალიან საინტერესო მასწავლებელი გვყავს, ვარჯიშის დროს როცა ჩვენ რაღაც პოზებში ვშეშდებით, თან სპეციფიური მუსიკა უკრავს და თან გიორგი გვიყვება საინტერესო ამბებს
6. იცოდით რომ იოგას ვარჯიშებში პოზებს “ასანა” ქვია? მე არ ვიცოდი, გუშინ გავიგე. და კიდევ ბევრი რამე გავიგე რაც აქამდე არ ვიცოდი
გავიგე რომ არსებობს საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია,კიდევ ვიცი რომ ჩემივე ჯგუფში 2 გოგო განსაკუთრებით კარგად ვარჯიშობს და ძალიან რთულ ვარჯიშებს აკეთებენ.
კიდევ ის რომ იოგა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის და თუ გარეთ, ჰაერზე ივარჯიშებ მით უკეთესი. შევეცდები ამ ზაფხულს ზღვაზე რომ წავალ ვივარჯიშო ხოლმე ზღვის პირას გამთენიისას.
კიდევ ის რომ პრაიმ ფიტესის ორივე ფილიალის იოგას ჯგუფები ექსკურსიებზე დადიან და ბუნებაში აკეთებენ ვარჯიშს და გული დამწყდა რომ ჯერკერობით ვერ დავესწრები – ბავშვის გამო. დარბაზში გოგოები და ბიჭები ერთად ვვარჯიშობთ და გამიკვირდა მაგრამ ბიჭებიც საკმაოდ კარგად და ზუსტად აკეთებენ ვარჯიშებს.
და ყველაზე მეტად რა მომეწონა იცით, გაწელვებს ხომ ვაკეთებდით აერობბიკაზეც, მაგრამ აქ უფრო სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი, სპეციფიკური სუნთქვების თანხლებით და უფრო მეტად ეფექტურია. ჩემი ხერხემალი ისე ძაან აღარ მაწუხებს ეს 2 დღეა რაც იოგაზე დავიწყე სიარული. და კიდევ, იდეალურია ადამიანებისათვის ვისაც სიმშიდე და რელაქსი უყვარს, თითქოს სამყაროსგან ხარ მოწყვეტილიო ისეთი შეგრძნებაა
ახლა კი ჩემი სურათები სხვადასხვა იოგურ პოზებში
+ ხელებზე დგომა ვისწავლე ![]()
წყარო: www.taa.ge