მარი ხალიშვილი იოგას სახლის დიდუბის ფილიალი არის ხელსაყრელი გარემო იმისთვის რომ განიტვირთო და საკუთარ თავს დაუხლოვდე იოგას მეშვეობით. ამისთვის დიდი მადლობა ბ-ნ გიორგის, თავისი პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი ყურადღებისთვის. იოგას დიეტასთან ერთად ერთი თვის მანძილზე დავიკელი 5 კგ. მომეხსნა კისრის და ზურგის ტკივილი. ეს უდავოდ აისახება მთელი დღის განწყობაზეც.
რევაზ დავითაშვილი მე-7 თვეა დავდივარ რეგულარულად. ყველა ინსტრუქტორი თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან მშვიდი, დადებითი და პოზიტიური ენერგიით ვივსები ყოგას სახლში შესვლისთანავე. შედეგს რაც შეეხება, ხერხემლის პრობლემებისგან სრულად გავთავისუფლდი, ძალა, მოქნილობა, კონცენტრაცია, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა, იმუნიტეტი, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა თითქოს თავიდან დაიბადა და განვითარდა. ყველას ვისაც სურს მუდმივი გონებრივი და ფიზიკური პროგრესირება, ჩემი აზრით იოგა(აშთანგა) ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის პრაქტიკაც სიცოცლის ბოლომდეა შესაძლებელი...
ელენე სეხნიაშვილი ძალიან სასიხარულოა, რომ იოგას სახლი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს ორსულებისთვისაც. არსებობს გარკვეული ცრურწმენა, რომ ადამიანი ორსულობისას “ზედმეტად არ დაიტვირთოს”, რის გამოც ხშირად ორსულ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებივით ექცევიან. რაც უფრო უმოძრაოდაა სხეული განსაკუთრებით ორსულობისას, შეიძლება მართლაც უფრო მეტი ფიზიკური სირთულე იჩენს თავს. ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ იოგას სახლში ეს ვარჯიშები აღმოვაჩინე. პირადად მე ძალიან მეხმარება იოგა როგორც ფორმისა და წონის, ასევე შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში. გაწელვები, სუნთქვის ვარჯიშები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ხერხემლის კუნთებს ამაგრებს და მენჯის ძვლების მოქნობას უწყობს ხელს. დაღლილიც მივსულვარ, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ძალები აშკარად მემატება. ძალიან სასიამოვნოა ვარჯიშის შემდეგ დასვენება და მედიტაცია. უსაყვარლესი, ყურადღებიანი და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით, მშვენიერ გარემოში, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ვარჯიში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ამ პერიოდში და ვაპირებ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელო. იქვე, მოსაცდელში ასევე ხელმისაწვდომია საინტერესო ლიტერატურაც იოგისა და ფილოსოფიის შესახებ. იოგის სახლი ძალიან კარგი ადგილია საკუთარი, მყუდრო, ალტერნატიული სამყაროს შესაქმნელად.