გამოხმაურება



რას წერენ ჩვენ შესახებ:

70 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
გარემო
ეფექტი
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ნინო იაშვილი
ინდივიდუალური მიდგომა
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ორსულთა იოგა
ზურგის ტკივილები
სხეულის კორექცია
ხერხემალი
იზა ვაშაკიძე
დიდუბის ფილიალი
იოგას ფედერაცია
ემოციური ბალანსი
თვითშემეცნება
დიეტა
მედიტაცია
თავის ტკივილები
კონცენტრირების უნარი
დეპრესია
სახსრები
თაკო შველიძე
მენსტრუალური ციკლი
ნარგიზა კაჭკაჭიშვილი კმაყოფილი ვარ თქვენ დარბაში ვარჯიშით,ძალიან კარგი გარემოა. რაც შეეხება ჩემ ფიზიკურ მდგომარეობას საკმოდ კარგი შედეგი მაქვს,თუმცა სამუშაო ბევრია. ტრენერებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.. ძალიან მომეწონა გიორგი და ნინო ,მათი დამოკიდებლება საქმისადმი, როფორ გეხმარებაინ და ცდილობენ რომ მოძრაობები კარგად შეასრულო. საერთო ჯამში დიდი მადლობა თქვენ💚

პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
გარემო
ნინო იაშვილი

მაია ჯოხაძე მაია ჯოხაძე-ერთი თვეა რაც დავიწყე იოგას სახლში ვარჯიში და ძალიან კმაყოფილი ვარ. თავიდან ძალიან რთული მომეჩვენა და გამიჭირდა მოძრაობა, მაგრამ ნელ-ნელა გავიხსენი, რაშიც დამეხმარა ინსტრუქტორი.გიორგი ყველა მოძრაობას ხსნის და ყურადღებით გვაკვირდება რომ სწორად შევასრულოთ,რისთვისაც მადლობას ვუხდი.თავს ვგრძნობ ძალიან კარგად და მინდა გავაგრძელო ვარჯიში სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის.

მოტივაცია
გიორგი ბერძენიშვილი

ლიკა კოსტავა სულ სამი კვირაა რაც იოგას სახლში მოვედი. ეს ჩემი პირველი მცდელობაა იოგას "შევჭიდებოდი". მანამდე საკუთარი მოუქნელობის კომპლექსით ვერიდებოდი, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ ძან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ მოკლე დროში, პირველივე დღიდან ვგრძნობ რომ გონება და სხეული "სუფთავდება" თავისებურად და ის რასაც ყოველდღიურ სტრესს ახლავს თან, ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და ა.შ. უფრო მარტივად სამართავი ხდება. გამიუმჯობესდა ცირკულაცია, რისი პრობლემაც მაქვს ბოლო წლებია. იოგას სახლის უუდიდესი უპირატესობა ინსტრუქტორია, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ყველა ჩვენგანთან, გვეხმარება ტექნიკის სწორად ათვისებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამანების (პოზების) შესრულებისას. აქამდე მივლია სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზებსა და ფიტნეს ცენტრებში, მაგრამ ვარჯიშის დროს უამრავ ენერგიას ვხარჯავდი და ვარჯიშის შემდეგ ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი უკან. შესაბამისად ყოველთვის მალე ვანებებდი თავს. იოგას შემთხვევაში პირიქითაა, მართალია "ვარჯიშის" დროს ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ თავისებურად საკუთარ თავთან მუშაობის ჰარმონიული პროცესია და ვარჯიშის შემდეგ უფრო მშვიდ ტალღაზე ვაგრძელებ ცხოვრებას.

ეფექტი
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი
მოტივაცია
გიორგი ბერძენიშვილი

მარიამ ჩალაძე ძალიან მიხარია, რომ იოგას სახლში მივედი, სადაც არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც საკმაოდ გავძლიერდი. ორთვიანი სიარულის შემდეგ თვითრწმენა მომემატა და მივხვდი, რომ სწორი მიდგომის და ნებისყოფიის შემთვევაში ყველანაირი ასანის შესრულება შეიძლება. იოგას სახლი მეხმარება ვიპოვო სიმშვიდე და სრულიად განვიტვირთო რთული და დამღლელი დღეების შემდგომაც კი. აქ ყოველთვის ძალიან მშვიდი და სასიამოვნო გარემოა და ძალიან კარგი ინსტრუქტორები არიან. განსაკუთრებული მადლობა საუკეთესო ინსტრუქტორს, გიორგის, რომელიც ყოველთვის დეტალურად გვიხსნის როგორ უნდა შესრულდეს თითოეული პოზა სწორად და გვაწვდის ლიტერატურას იოგას შესახებ. იოგას სახლი ძალიან შემიყვარდა და ვცდილობ ყველაფერი, რასაც აქ ვსწავლობ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოვიყენო.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი
ეფექტი

მარიამ ხელაძე მხოლოდ 1 თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ. თვის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი რამის თქმა შემეძლო - სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მაგარია! უბრალოდ ზუსტად ვერ ვამბობდი, რა იყო მაგარი, იმდენად ბევრი ცვლილება დაიწყო ჩემში (ორგანიზმშიც და განწყობაშიც) ეხლა უკვე ნელნელა ვხვდები, რომ სხეული თავისუფლდება დაძაბულობისგან, არაფერი აღარ მაწუხებს, ზოგადად ვარ უფრო მოტივირებული და აქტიური, თითქოს უფრო მშვიდიც გავხდი :) ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის საკუთარ პროგრესზე დაკვირვებაა, როცა ტკივილის და სიხარულის შეძახილი ერთია - მემგონი გამომივიდა! და გამომივიდა ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს ჯანმრთელობისკენ. მადლობა ჩემს ინსტრუქტორებს ქეთის, ნინოს და გიორგის :)

ნინო იაშვილი
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ეფექტი

სოფიო კუტალაძე მეორე თვეა დავდივარ. შედეგი იგრძნობა პირნათლად :) აღარც ხერხემალი ტკივა და აღარც კისერი. ძალიან კარგი ინსტრუქტორები <3 (გიორგის განსაკუთრებული მადლობა ჩემი პრობლემის მოგვარებისთვის :*). დიდუბის ფილიალი ცოტა დასახვეწია იმედია მალე გააუმჯობესებთ <3

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
ეფექტი

მარიამ თაყაიშვილი სამი თვე უწყვეტად ვიარე აშთანგა ვინიასაზე და შედეგით კმაყოფილი ვარ, ფიზიკურად გავძლიერდი, ხერხემალი არ მტკივა, მჯდომარე მდგომარეობაში დიდი ხმოს ყოფნის მიუხედავად, სამსახურიდან გამომდინარე. მომიწესრიგდა მეტაბოლური პროცესები, მიუხედავად ამისა წონაზე ეს არ მოქმედებს, რადგან სამწუხაროდ ჯერ დიეტით ვერ ვუწყობ ხელს ვარჯიშის პროცესს. ამის მიუხედავად ვგრძნობ, რომ კუნთები ფორმაში მოვიდა. ზოგადად მაღალი ნებისყოფით არ გამოვირჩრვი ფიზიკური აქტივობის კუთხით, თუმცა ის რომ არასდროს მეზარება იოგაზე სიარული არის იოგას სახლში არსებული ძალიან მეგობრული და სასიამოვნო გარემოს დამსახურება. მინდა მანდლობა ვუთხრა ჩემს ტრენერებს, გიორგის, ნინოს და იზას ამ მეგობრობისთვის . ბედნიერი ახალი წელი იოგას სახლს! ❤️

ნინო იაშვილი
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
სხეულის კორექცია
ჯანმრთელობა
ხერხემალი
დიეტა
იოგას სახლი
ეფექტი

ელენე კრისთესიაშვილი ძალიან ბედნიერი ვარ ,რომ მოვხვდი იოგას სახლში,ადგილი,სადაც თავს ვგრძნობ მშვიდად და ჰარმონიულად,არაჩვეულებრივი გარემო შესანიშნავი ინსტრუქტორები.ერთი თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ და უკვე ვხედავ ბევრ ცვლილებას,ვხედავ როგორ იხვეწება ჩემი სხეული,უფრო ენერგიული გავხდი,მეტად კონცენტრირებული საკუთარ თავთან,ყოველი იოგას გაკვეთილის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად და მშვიდად ვგრძნობ,რაც ძალიან მახარებს.როგორც ჩვენი ინსტრუქტორი ბატონი გიორგი ამბობს ხოლმე, იოგა ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია სრულიად ვეთანხმები მას და მინდა რომ იოგა ჩემი ცხოვრების წესად იქცეს.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
სხეულის კორექცია
იოგას სახლი
ეფექტი

ნინო როსთიაშვილი გამარჯობა, მხოლოდ 1 გაკვეთილზე ვიყავი, ძალიან მომეწონა გარემოც, ტრენერიც, მაგრამ სამსახურის გრაფიკის გამო ვერ შევძელი გაგრძელება. როგორც კი გამომიჩნდება დრო აუცილებლად დაგიბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი

შორენა ზაქაშვილი მოგესალმებით,მე ვარ ძალიან ბედნიერი და გახარებული,რომ მოვხვდი იოგას სახლში, ერთი თვეა რაც დავდივარ და თავს ვგრძნობ ძალიან მსუბუქად , დამეხმარა ჩემი პრობლემების დაღწევაში.მადლობა ყურადღებისთვის რასაც იჩენთ თითიოეული ადამიანის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა გიორგის.

გიორგი ბერძენიშვილი
იოგას სახლი

ნანა გამყრელიძე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როცა იოგათი დავინტერესდი, პირველივე ცდაზე იოგას სახლში მოვხვდი. რატომღაც ადრე მეგონა, რომ იოგა არასოდეს გამომივიდოდა და ბევრი ასანას შესრულება წარმოუდგენელ სირთულედ მიმაჩნდა; იოგას სახლში აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი. ამაში კვალიფიციური ინსტრუქტორები და კომფორტული და მყუდრო გარემო დამეხმარა. იოგას სახლში არასოდეს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო რომ რაღაც კარგად არ გამომდიოდა, პირიქით, დავინახე თუ რამდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის შესაძლებლობა და შევაფასე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. იოგას სახლში ვისწავლე თუ როგორ შეიძლება დახარჯო უამრავი ენერგია და ამავდროულად დაისვენო და განიტვირთო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც იმდენად დაკავებული ვართ ყოველდღიური პასუხისმგებლობებით რომ ხშირად საკუთარი თავს დღეში 10 წუთსაც ვერ ვუთმობთ. ასეთ დროს კარგია იცოდე რომ საღამოს მიხვალ ადგილას, სადაც დროებით დაივიწყებ ყოველდღიურ წვრილმანებსა და პრობლემებს და მთლიანად საკუთარ გონებასა და სხეულზე მოახდენ კონცენტრაციას. დიდი მადლობა გიორგის, იზას და ნინოს მათი პროფესიონალიზმისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის!

ნინო იაშვილი
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
იოგას სახლი

ირინე სიამაშვილი ძალიან ბევრის დაწერა მინდა... აღმოვაჩინე უდიდესი განსხვავება ვიდრე იოგას ვარჯიშებს დავიწყებდი და დღევანდელ ჩემს ფიზიკურ მდგომარებას შორის, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცირედის მიღწევა შევძელი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. ყოველი გაკვეთილი ახალი რაიმეს აღმოჩენაა, ბატონი გიორგისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ძალიან დიდი მადლობა ყველას.

გიორგი ბერძენიშვილი
ეფექტი

მარიამ ლიკლიკაძე რაც იოგაზე დავიწყე სიარული, ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა! ბევრად უფრო მობილიზებული და მოტივირებული ვარ! დამეხმარა ვიყო წელში გამართული, მასწავლა სწორი სუნთქვა, მომცა შინაგანი სიმშვიდე, გავხდი უფრო ელასტიური, რაც დამეხმარა ცეკვაში და სასცენო მოძრაობაში, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ის გვეხმარება უკეთ შევიცნოთ და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.. იოგას სახლში, სადაც დავდივარ, არიან პროფესიონალი ინსტრუქტორები, ისინი გვანახებენ, გვეხმარებიან, გვასწავლიან როგორ უნდა გავაკეთოთ აბსოლიტური სიზუსტით ყოველი ვარჯიში. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ჯგუფის ინსტრუქტორის, ირინა ბურჯიაშვილის ახსნით, ის ინდივიდუალურად უდგება და უხსნის თითოეულ ჩვენთაგანს ყოველივეს. უდიდეს მადლობას ვუხდი YOGA HOUSE_ს, ირინა ბურჯიაშვილს, და საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ბერძენიშვილს ასეთი ეფექტური შედეგისთვის!!!!!!

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი

მარინე ხალიშვილი იოგას სახლის დიდუბის ფილიალი არის ხელსაყრელი გარემო იმისთვის რომ განიტვირთო და საკუთარ თავს დაუხლოვდე იოგას მეშვეობით. ამისთვის დიდი მადლობა ბ-ნ გიორგის, თავისი პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი ყურადღებისთვის. იოგას დიეტასთან ერთად ერთი თვის მანძილზე დავიკელი 5 კგ. მომეხსნა კისრის და ზურგის ტკივილი. ეს უდავოდ აისახება მთელი დღის განწყობაზეც.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
ემოციური ბალანსი
დიდუბის ფილიალი
დიეტა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

ნინი ხოსიტაშვილი 1 თვეა რაც ოცნება და ჩანაფიქრი განვახორციელე და იოგათი დავკავდი. მანამდე, შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი რომ იოგა იყო ცხოვრების ერთ-ერთი კომფორტი თავისი გამაჯანსაღებელი სარგებელით. ახლა კი ვხვდები, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა ისეთ გარემოში როგორიც იოგას სახლია. ძალიან მაგარი პროფესიონალის, გიორგი ბერძენიშვილის მშვიდი აურა და ყოველთვის დაუზარელი, ინდივიდუალური მიდგომა მეხმარება რთული ვარჯიშების შესრულებაში, რის შემდეგაც ხვდები რომ იოგა იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ვარჯიში. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იოგას სახლში ჩემს ორ ძვირფას ადამიამთან-2 შვილთან ერთად დავდივარ))). P.S. "მასწ", მადლობა 7 წლის ბარბარეს უამრავ შეკითხვაზე პასუხებისთვის და მოთმინებისთვის)))

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

მაია ბერბიჭაშვილი

მოგესალმებით, მე ვარ მაია ბერბიჭაშვილი - სერთიფიცირებული იოგას ინსტრუქტორი  ჯივამუკტი იოგაში და ატმანანდა იოგაში. ვცხოვრობ და ვმუშაობ ამერიკაში. ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვახერხებდი სულიერი სიმშვიდის და დისციპლინის შენარჩუნებას ამ მოკლე ვიზიტის დროს საქართველოში,რომ არა ჩემი ქართველი გურუ/მასწავლებელი გიორგი ბერძენიშვილი. დიდი მადლობა გიორგი რომ დაარსე მრავალმხრივ გამაჯანსაღებელი ცენტრი იოგას სახლი. გმადლობთ იმ სიხარულისთვის და შემართებისთვის რომლითაც ვიღვიძებდი და მივემართებოდი თაბუკაშვილზე, მესამე სართულზე მდებარე განათებულ,კარგი ენერგიით დატვირთულ სტუდიაში, სადაც ვზეიმობთ საკუთარ თავს,ვიხსნით დაძაბულობას,ვეუფლებით ფიზიკურ მოქნილობას და სიძლიერეს, სულიერ სიღრმეს და გონებრივ სიმშვიდეს. სადაც გავიცანი ბევრი თანამოაზრე და კიდევ რამოდენიმე საკმაოდ გამოცდილი ინსტრუქტორი. ჩემი აზრით აქ ყველა პოულობს იმას, რასაც ეძებს:ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს თუ მეგობრებს არ ვიცი როგორ და სხვა რა სიტყვებით გამოვხატო მადლიერება ჩემი არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ მეგობრის,გიორგის მიმართ. ეს საქმიანობა რასაც გიორგი ემსახურება გვეხმარება ქართველებს გავზარდოთ ჩვენი ცნობიერება და გავიხსენოთ მივიწყებული შინაგანი სიბრძნე. მე დავბრუნდები.....


გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მედიტაცია
იოგას სახლი

ana sesitashvili დიდიხნის სურვილი ავიხდინე და მივიგე გადაწყვეტილბა, დავიწყე იოგაზე სიარული ვფიქრობ მაქვს შედეგი და წინსვლები რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, აღარ მაწუხებს თავის ტკივილები და კისრის მუდმივი დაძაბულობა აღარაფერს ვიძახი განწყობაზე. დიდი მადლობა თქვენ რომ ხართ და გაქვთ ესეთი გარემო სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
თავის ტკივილები


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია