ორგანიზმისათვის ყოველდღიური აუცილებელი რაოდენობის კალორიების მაქსიმალური სიზუსტით დადგენა, სამწუხაროდ შეუძლებელია. კალორიების ყველაზე საუკეთესო გამოთვლის მეთოდებიც კი შესაძლოა არ იყოს ზუსტი. ამის მიზეზი მარტივია – ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მათი ერთ ჩარჩოში და ფორმულაში მოქცევა შეუძლებელია.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მათთვის განკუთვნილი კალკულატორი, ვინც დიეტას არ იცავს, კალორიების გამოთვლის რამდენიმე ფორმულას მოიცავს. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ამოირჩიოთ ნებისმიერი: მიფლინ – სან ჟეორის ან ჰარის – ბენედიქტის ფორმულა, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში უნდა იცოდეთ თქვენი ცხიმოვანი ქსოვილების პროცენტული შესაბამისობა სხეულის საერთო წონასთან. კალორიების გამოთვლა ძირითად მეტაბოლურ ნორმაზე (ძმნ) დაყრდნობითაც შეგიძლიათ, მასში თქვენს მიერ დღის განმავლობაში აქტიურად დახარჯული ენერგიის რაოდენობაა გათვალისწინებული.
მიფლინ–სან ჟეორის ფორმულა
მიფლინ–სან ჟეორის ფორმულა ყველაზე ახალია, ის 2005 წელს დადგინდა და დღესდღეობით ჯანმრთელი ადამიანისთვის საჭირო კალორიების გამოსათვლელ მაქსიმალურად ზუსტ ფორმულადა არის აღიარებული ამერიკის დიეტური ასოციაციის (ადა) მიერ.
კაცებისთვის:
10 X წონაზე (კგ–ში) + 6,25 X სიმაღლეზე (სმ–ში) –5 X ასაკზე (წლები) + 5
ქალებისთვის:
10 X წონაზე (კგ–ში) + 6,25 X სიმაღლეზე (სმ–ში) –5 X ასაკზე (წლები) – 161
ჰარის – ბენედიქტის ფორმულა
ჰარის – ბენედიქტის ფორმულა 1919 წელს შემუშავდა, რის გამოც მას მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს თანამედროვე ადამიანებსა და მათ ცხოვრების წესთან მიმართებაში. გაითვალისწინეთ, რომ, როგორც წესი, ამ ფორმულის ცდომილება დაახლოებით 5%–ის ზედმეტობას შეადგენს.
კაცებისთვის:
66,5 + (13,75 X წონაზე კგ–ში) + (5,003 X სიმაღლეზე სმ–ში) – (6,775 X ასაკზე)
ქალებისთვის:
655,1 + (9,563 X წონაზე კგ–ში) + (1,85 X სიმაღლეზე სმ–ში) – (4,676 X ასაკზე)
„უდიეტო“ კალკულატორი
ძირითადი მეტაბოლური ნორმის გამოთვლის შემდეგ, კალკულატორი ითვალისწინებს თქვენი ცხოვრების წესის აქტიურობის დონეს. არჩეული აქტიურობის დონის შესაბამისად, ძმნ გამრავლდება კოეფიციენტზე 1,2–დან 1,9–ის საზღვრებში. ამგვარად თქვენ გამოთვლით თქვენთვის აუცილებელი ე.წ. მომსახურე კალორიების რაოდენობას. ამასთან, იმ ნორმის დასადგენად, რომელიც ცხიმის დაკარგვას უზრუნველყოფს, საჭიროა მიღებულ ჯამს ამ რიცხვის 20% გამოაკლოთ, ზედმეტად მძიმეწონიანებმა კი – 40%. მაგრამ გახსოვდეთ, რომ არსებობს ქვედა ზღვარიც, რომელიც სხეულის მასის ყოველ 450 გრამზე 8 კალორიას უტოლდება.