რეალური გამოცდილებები

რას ამბობენ ჩვენზე

იოგას ფედერაციის მოსწავლეების გამოცდილებები, შედეგები და ისტორიები ერთ სივრცეში.

427+ გამოხმაურება

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 24

ნინა სუბლატი

დადასტურებული მოსწავლე

შესანიშნავია მედიტაციის და იოგას ფილოსოფიის კურსი. ინტერაქციული, სასიამოვნო 1 საათი საინტერესო ინფორმაციით და საჭირო პრაქტიკებით! 🙏🏻

ONLINE CLASS თვითშემეცნება მედიტაცია
სრულად ნახვა

ნათია ხვადაგიანი

დადასტურებული მოსწავლე

ონლაინ კურსის დროს შევისწავლე მედიტაციის და სუნთქვითი ვარჯიშების სხვადასხვა ტექნიკები, რა დროსაც ძალიან ბევრი რამ გავაცნობიერე, მათ შორის ისეთი დეტალები, რაზეც ცნობიერად შესაძლოა არც მიფიქრია მანამდე... კურსი იყო ძალიან ინფორმატიული, თეორიული ნაწილი მოიცავდა უსაზღვროდ დიდ ინფორმაციას, რისთვისაც გიორგის ვუხდი უდიდეს მად...

გიორგი ბერძენიშვილი თვითშემეცნება მედიტაცია
სრულად ნახვა

ანა

დადასტურებული მოსწავლე

ინგასთან პირველივე ვარჯიშის შემდეგ ვიგრძენი საოცარი შვება და სიმსბუქე. მინდა დიდი რეკომენდაცია გავუწიო მას და მთლიანად იოგას სახლს და მის ინსტრუქტორებს, რომლებმაც თავიდან შემაყვარეს და მაზიარეს იოგას ფილოსოფიას!

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ნათია ლატარია

დადასტურებული მოსწავლე

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ბევრის მომცემია იოგას პრაქტიკები. დიდი მადლობა ნინო მეტრეველს თავისი ძალისხმევისთვის და პოზიტიური განწყობისთვის. ძალიან მომწონს თითოეული გაკვეთილი. რასაც ვისურვებდი არის ის რომ იქნებ მედიტაციის მასტერკლასებიც ჩაგვიტარდეს, სადმე ბუნებაში. მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან კარგი იქნებოდ...

თვითშემეცნება მედიტაცია ფილოსოფია
სრულად ნახვა

მარიამ ხელაძე

დადასტურებული მოსწავლე

200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახს...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

მარიამ გამყრელიძე

დადასტურებული მოსწავლე

ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლე...

გიორგი ბერძენიშვილი ONLINE CLASS იოგას სახლი
სრულად ნახვა

ვერა სხირტლაძე

დადასტურებული მოსწავლე

💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამო...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ირინა ჯაფარიძე

დადასტურებული მოსწავლე

რამდენიმე წლის წინ დავიწყე აშთანგა იოგას ვარჯიში ნინოსთან და იზასთან ინდივიდუალურად. უმაღლესი კლასის ინსტრუქტორებმა შემაძლებინეს, რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესისთვის მიმეღწია. ტექნიკის გარდა, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული პოზის ანატომიური თავისებურებები, რაც დადებითი შედეგისთვის არსებითია. უზომოდ მადლ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ONLINE CLASS
სრულად ნახვა

ანა ჩაჩხიანი

დადასტურებული მოსწავლე

ჩავერთე ფილოსოფიის ონლაინ კურსში

გიორგი ბერძენიშვილი ფილოსოფია
სრულად ნახვა

ანა კირვალიძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლი არის ადგილი, სადაც არამარტო პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთან ვვარჯიშობ არამედ გარემო, რომელიც დამეხმარა ემოციური ბალანსის მოპოვებაში და გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას ხერხემლის ტკივილები ნელ-ნელა გამიქრა და ქუჩაში სიარულის დროს ზურგის ტკივილებიც გაქრა. გამიუმჯობესდა ხერხე...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ანა ხუციშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძნელია, „დჰარმის მაწანწალები“ წაიკითხო და იოგათი არ დაინტერესდე. მეც გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ჰობით დამეწყო და უკვე ორი თვეა ჩემს მეგობრებს თავი მოვაბეზრე, თუ რატომ იოგა და რატომ იოგას სახლი. პირველ რიგში, ისეთი გარემოა შეგიძლია ყველა პრობლემა გარეთ დატოვო და ვარჯიშის დროს პრობლემები დაივიწყო. ყოფილა შემთხვევა რვა...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

თიკო ასეიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა