რეალური გამოცდილებები

რას ამბობენ ჩვენზე

იოგას ფედერაციის მოსწავლეების გამოცდილებები, შედეგები და ისტორიები ერთ სივრცეში.

427+ გამოხმაურება

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 30

ანა

დადასტურებული მოსწავლე

ინგასთან პირველივე ვარჯიშის შემდეგ ვიგრძენი საოცარი შვება და სიმსბუქე. მინდა დიდი რეკომენდაცია გავუწიო მას და მთლიანად იოგას სახლს და მის ინსტრუქტორებს, რომლებმაც თავიდან შემაყვარეს და მაზიარეს იოგას ფილოსოფიას!

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

სალომე ჩახუნაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

მედიტაციის ეს კურსი, გარდა იმისა რომ მას აქვს საოცრად საინტერესო და შემეცნებითი თეორიული ნაწილი , არაჩვეულებრივი საშუალებაა ისწავლო სწორად მედიტირება, ჩაუღრმავდე საკუთარ თავს,მოიპოვო სიმშვიდე,სრულიად გაწმინდო და დაასვენო გონება რუტინული ფიქრებისგან და სტრესისგან ,აღმოაჩინო ახალი შეგრძნებები,რომელსაც თითქოს სხვა განზომი...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი თავის ტკივილები
სრულად ნახვა

მარიტა გენებაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ეს კურსი მედიტაციის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, არის შემეცნებითი, საინტერესო და მრავალმხრივი. ვურჩევდი ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურს მედიტაციის დაწყება, ან უკვე მედიტირებს, მაგრამ პრანაიამის ტექნიკები აინტერესებს, ან უბრალოდ საინტერესო ფილოსოფიური საუბრების მოსმენა სურს😊

გიორგი ბერძენიშვილი თვითშემეცნება კონცენტრირების უნარი
სრულად ნახვა

ნათია ლატარია

დადასტურებული მოსწავლე

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ბევრის მომცემია იოგას პრაქტიკები. დიდი მადლობა ნინო მეტრეველს თავისი ძალისხმევისთვის და პოზიტიური განწყობისთვის. ძალიან მომწონს თითოეული გაკვეთილი. რასაც ვისურვებდი არის ის რომ იქნებ მედიტაციის მასტერკლასებიც ჩაგვიტარდეს, სადმე ბუნებაში. მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან კარგი იქნებოდ...

თვითშემეცნება მედიტაცია ფილოსოფია
სრულად ნახვა

ნინო ბაქრაძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგის ინსტრუქტორთა აკადემიაში ვისწავლე ბევრი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის მეტი დროის გამონახვა და ახალი შანსის მიცემაა. ეს სამი თვე სულაც არ იყო მარტივი, ბევრი გამოწვევა დავძლიე ამ კურსის მეშვეობით და მიხარია, რომ ეს დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. გიორგი ბერძენიშვილს მადლობა იმისთვის, რაც გვასწავლა...

იოგას სახლი კონცენტრირების უნარი მედიტაცია
სრულად ნახვა

ასლან ცივაძე

დადასტურებული მოსწავლე

ხერხემლის სერიოზული პრობლემის მიუხედავად სადაც 8 თიაქარი მაქვს და ამას დამატებული მძიმე ნერვოზი. მარიამ დოლიძის პერსონალური ვარჯიშებით ძაალიან გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძაალიან დიდი მადლობა მას.

ზურგის ტკივილები თავის ტკივილები სახსრები
სრულად ნახვა

ნათია კურტანიძე

დადასტურებული მოსწავლე

საუკეთესო გარემო, ერთმანეთზე უკეთესი ტრენერები (ვისთანაც შეხება მქონია, ქეთი, ელენე და რა თქმა უნდა, არაამქვეყნიური გიორგი ბერძენიშვილი). ყოველ ჯერზე, საკუთარ თავში სულ უფრო მეტ ძალასა და შესაძლებლობებს ვხედავ, ვისვენებ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, (მიუხედავად წარმოუდგენელი დატვირთვისა). ყოველ მომდევნო სესიაზე აშკარ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ირინა მარგიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლში მოსულს დამხვდა , ჰარმონიული და საოცრად თბილი გარემო. აქ მოვიწამლე იოგის სიყვარულით და ვფიქრობ ეს სამუდაომოა. ;) რაც იოგის პრაქტიკა დავიწყე ,ჩემი ცხოვრება გახდა ბევრად ჰარმონიული და მშვიდი. მეხმარება ემოციების კონტროლსა და სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.აღსანიშნავია ის, რომ იოგას სახლში პროფესიონალები მუშ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

მარიამ ხელაძე

დადასტურებული მოსწავლე

200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახს...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

მარიამ გამყრელიძე

დადასტურებული მოსწავლე

ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლე...

გიორგი ბერძენიშვილი ONLINE CLASS იოგას სახლი
სრულად ნახვა

ვერა სხირტლაძე

დადასტურებული მოსწავლე

💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამო...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ირინა ჯაფარიძე

დადასტურებული მოსწავლე

რამდენიმე წლის წინ დავიწყე აშთანგა იოგას ვარჯიში ნინოსთან და იზასთან ინდივიდუალურად. უმაღლესი კლასის ინსტრუქტორებმა შემაძლებინეს, რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესისთვის მიმეღწია. ტექნიკის გარდა, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული პოზის ანატომიური თავისებურებები, რაც დადებითი შედეგისთვის არსებითია. უზომოდ მადლ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ONLINE CLASS
სრულად ნახვა