
მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 278 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
სალომე სულთანიშვილი რატომ იოგას სახლი? ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი თავიდან იმან განაპირობა, რომ თბილისში არსებული იოგას სასწავლო ცენტრებიდან ყველაზე თვალსაჩინოდ იოგას სახლს ჰქონდა წარმოდგენილი ინსტრუქტორების პროფესიონალიზმი, საქმისადმი დამოკიდებულება და იოგას პრაქტიკის მნიშველობის გადმოცემა დაინტერესებულთათვის. ამან გადამაწყვეტინა იოგას პრაქტიკის იოგას სახლში დაწყება, რაც დაახლოებით 4 თვის წინ მოხდა. მიზანს რაც შეეხება, ჩემი მიზანი იყო სამუშაო საათების შემდეგ სტრესის შემცირება, ემოციური ბალანსის მიღწევა და სხეულის ტონუსში მოყვანა. რათქმაუნდა თავიდანვე მესმოდა, რომ შესაძლებელია ამისთვისაც ვერ მიმეღწია, ან პირიქით გაცილებით მეტი მიმეღო იოგას სისტემატიური პრაქტიკისგან... ერთი თვის პრაქტიკის შემდეგ მივხვდი რომ ჩემმა მოლოდინმა ცენტრის მიმართ გაამართლა და დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. მომეხსნა წელის ტკივილები, ძალდატანების გარეშე გამისწორდა ხერხემალი, დგომა. მეორე და მესამე თვის განმავლობაში სპორტული აქტივობის დროს შევამჩნიე, რომ სხეულს მეტად ვფლობდი, უფრო მარტივად ზედმეტი მოძრაობის გარეშე გამომდიოდა ყველაფერი, გამიუმჯობესდა სუნთქვა, გაიზარდა ამტანობა, ნაკლებად ვიღლებოდი, შესამჩნევად გამომეკვეთა ქვედა კიდურების და ზედა კიდურების კუნთები, მუცლის პრესი, ვიგრძენი რომ სხეული ტონუსში იყო. შემეცვალა გარე ფაქტორების აღქმა (ამის გადმოცემა ცოტა მოცულობითი გამოვა xD). ამის მიზეზი იოგას სახლში არსებული ტრენერების სწორი ახსნაა, სწორი გადმოცემა ასანების შესრულების და ინდივიდუალური მიდგომა. რაც დრო გადის ვხვდები, რომ იოგას პრაქტიკით ორ დღეში არა, მაგრამ სისტემატიური და სწორი შესრულებით ბევრ შესაძლებლობას აღმოვაჩენ ჩემს თავში და საწყის მიზანს საგრძნობლად გავცდები, ეს კი იოგას სახლის ტრენერების დამსახურებაა. ამ ცენტრში ხდება უმნიშვნელოვანესი რამ ჩემთვის და ყველა დამწყებისთვის- იოგას მნიშვნელობის და პრაქტიკის სწორი ფორმით გადმოცემა !!!
თამუნა გორდელაძე ყოველთვის მინდოდა იოგაზე მევლო, როგორც იქნა გადავწყვიტე და აი უკვე მესამე თვეა კვირაში სამჯერ სიხარულით მივდივარ ვარჯიშზე, იმის მერე რაც დიდუბეში შეგვეცვალა ფართი ეს სიხარული გაორმაგდა. ძალიან დიდ შედეგს ვგრძნობ, ეს შედეგი ყველა მისვლაზე უფრო და უფრო იხვეწება, მაწუხებდა საშინელი თავის ტკივილები მაგრამ იოგის სახლმა დამავიწყა :) დიდი მადლობა თქვენ გუნდს !
მარიამ ხელაძე მხოლოდ 1 თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ. თვის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი რამის თქმა შემეძლო - სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მაგარია! უბრალოდ ზუსტად ვერ ვამბობდი, რა იყო მაგარი, იმდენად ბევრი ცვლილება დაიწყო ჩემში (ორგანიზმშიც და განწყობაშიც) ეხლა უკვე ნელნელა ვხვდები, რომ სხეული თავისუფლდება დაძაბულობისგან, არაფერი აღარ მაწუხებს, ზოგადად ვარ უფრო მოტივირებული და აქტიური, თითქოს უფრო მშვიდიც გავხდი :) ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის საკუთარ პროგრესზე დაკვირვებაა, როცა ტკივილის და სიხარულის შეძახილი ერთია - მემგონი გამომივიდა! და გამომივიდა ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს ჯანმრთელობისკენ. მადლობა ჩემს ინსტრუქტორებს ქეთის, ნინოს და გიორგის :)
მარიამ თაყაიშვილი სამი თვე უწყვეტად ვიარე აშთანგა ვინიასაზე და შედეგით კმაყოფილი ვარ, ფიზიკურად გავძლიერდი, ხერხემალი არ მტკივა, მჯდომარე მდგომარეობაში დიდი ხმოს ყოფნის მიუხედავად, სამსახურიდან გამომდინარე. მომიწესრიგდა მეტაბოლური პროცესები, მიუხედავად ამისა წონაზე ეს არ მოქმედებს, რადგან სამწუხაროდ ჯერ დიეტით ვერ ვუწყობ ხელს ვარჯიშის პროცესს. ამის მიუხედავად ვგრძნობ, რომ კუნთები ფორმაში მოვიდა. ზოგადად მაღალი ნებისყოფით არ გამოვირჩრვი ფიზიკური აქტივობის კუთხით, თუმცა ის რომ არასდროს მეზარება იოგაზე სიარული არის იოგას სახლში არსებული ძალიან მეგობრული და სასიამოვნო გარემოს დამსახურება. მინდა მანდლობა ვუთხრა ჩემს ტრენერებს, გიორგის, ნინოს და იზას ამ მეგობრობისთვის . ბედნიერი ახალი წელი იოგას სახლს! ❤️
ნინო მუმლაძე იოგას სახლში მოსვლის დღიდან ბევრი რამ შეიცვლა იმ მხრივ, რომ თავს უფრო ჯანსაღად და ენერგიულად ვგრძნობ,საგრძნობლად გამიმკვრივდა და გამიძლიერდა სხეულის რაღაც ნაწილები, ვხედავ ჩემს პროგრესს და ვცდილობ რაც შეიძლება რეგულარულად ჩავრთო ვარჯიში ჩემს ცხოვრებაში. მართალია, ეს ყოველთვის კარგად არ გამომდის, მაგრამ ამ გარემოში მოსვლამ დამარწმუნა იმაში, რომ შემიძლია ჩემს ჯანმრთელობას რაღაც დრო დავუთმო ისე, რომ თან სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავატარო. იოგის ვარჯიში მეხმარება ზურგის და კისრის ტკვილიების მოხსნაში, ბევრად მიუმჯობესებს ხასიათს, მიზრდის ცხოვრების ხალისს და ენერგიულს და მოტივირებულს მხდის. გარდა ამისა იოგა მეხმარება მენსტრუალური ციკლის კრიტიკულ დღეებში ტკივლის მოხსნაში, გარკვეული ასანების შესრულება და მათში გაჩერება და სუნთქვა ზოგჯერ ერთადერთი რამაა რაც შვებას მაგრძნობინებს მაგ დროს. ძალიან მოხარული ვარ რომ ასეთ გარემოში აღმოვჩნდი და აღმოვაჩინე ვარჯიშის ისეთი სახეობა, რომელიც მაინტერესებს და მომწონს და თან რაც მთავარია ეფექტურია და შველის ჩემს პრობლემებს.
ნინი ხოსიტაშვილი 1 თვეა რაც ოცნება და ჩანაფიქრი განვახორციელე და იოგათი დავკავდი. მანამდე, შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი რომ იოგა იყო ცხოვრების ერთ-ერთი კომფორტი თავისი გამაჯანსაღებელი სარგებელით. ახლა კი ვხვდები, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა ისეთ გარემოში როგორიც იოგას სახლია. ძალიან მაგარი პროფესიონალის, გიორგი ბერძენიშვილის მშვიდი აურა და ყოველთვის დაუზარელი, ინდივიდუალური მიდგომა მეხმარება რთული ვარჯიშების შესრულებაში, რის შემდეგაც ხვდები რომ იოგა იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ვარჯიში. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იოგას სახლში ჩემს ორ ძვირფას ადამიამთან-2 შვილთან ერთად დავდივარ))). P.S. "მასწ", მადლობა 7 წლის ბარბარეს უამრავ შეკითხვაზე პასუხებისთვის და მოთმინებისთვის)))
მარიამი პირველი გაკვეთილის შემდეგ ცოტა დაძაბული გამოვედი, ვიფიქრე, რომ ასეთი რთული ვარჯიშების გაკეთებას ვერ შევძლებდი, თუმცა მეორე გაკვეთილიდან უკვე ეს დაძაბულობა მოიხსნა. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვარჯიში გადავწყვიტე და ვფიქრობ, არჩევანი საუკეთესოზე შევაჩერე. ვარჯიშიდან ვარჯიშს შორის ყველაზე კარგი ის არის, რომ თვითონ ხედავ შედეგს და ეს მოტივაციას გაძლევს. ეს, რა თქმა უნდა, იმ ინსტრუქტორების დამსახურებაა, რომლებთანაც მუშაობა მომიწია. ძალიან კამყოფილი ვარ და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში დავუბრუნდები ვარჯიშს.