მოგესალმებით ყველას ჩვენს გვერდზე!

„იოგას-სახლი“ იოგას პირველი ცენტრია თბილისში (2010)

ყველაზე მეტად რაც გვიხარია და რაც დიდ მიღწევად მიგვაჩნია, ჩვენი საქმიანობის - იოგას სარგებლის საზოგადოებამდე ფართოდ გავრცელება შევძელით. გარდა ამისა, იოგას ფედერაციამ მისი დამფუძნებლის, გიორგი ბერძენიშვილის, ხელმძღვანელობით 42 იოგას ინსტუქტორი მოამზადა და გადაამზადა 2020 წელს. რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას იოგას მეცნიერულ ცოდნას დაუფლებული კვალიფიციური ინსტრუქტორები მოემსახურებიან.
მადლობა ყველას, ვინც გვიგულშემატკივრა და მადლიერი დარჩა ჩვენი საქმიანობით.

რას წერენ ჩვენ შესახებ:

308 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
იოგას სახლი
ეფექტი
გარემო
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ინდივიდუალური მიდგომა
იზა ვაშაკიძე
თვითშემეცნება
სხეულის კორექცია
კონცენტრირების უნარი
ONLINE CLASS
ხერხემალი
ზურგის ტკივილები
დიდუბის ფილიალი
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
ნინო იაშვილი
ორსულთა იოგა
ფილოსოფია
დეპრესია
სქოლიოზი
თავის ტკივილები
სახსრები
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
თაკო შველიძე
ტანდეგობა
თათია პოლიკარპოვა არ ვიცი მეტი წონა იოგისკენ იხრება თუ ტვინის მკვებავი წამლებისკენ, მაგრამ ალბათ ამ ორმა ერთმანეთს ხელი შეაშველა და 1 თვის ვარჯიშის შემდეგ გაკვირვებული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები საკუთარი დეპრესიის თავდასხმიდან თავდაცვის პოზიციისკენ უკუსვლას :დ ჩემი სუსტი, მტკივანი მუხლებიც უკვე მეტ დატვირთვას უძლებენ. ასევე ვატარებ ექსპერიმენტს. ვარჯიშის დაწყებიდან განზრახ არ ვიღებ ჰორმონალურ წამლებს. ჩვეულებრივ მსგავსი პაუზის შედეგს მალევე ვიღებდი სახეზე გამონაყარის სახით. მაგრამ ამჯერად ჯერ კიდევ მოწმენდილი, უღრუბლო სურათი გვაქვს. დასკვნების გაკეთებას არ ვჩქარობ, ჯერ ვაკვირდები. ისიც როგორი სასიამოვნოა, პოზებს რომ ხვეწ და მოქნილობა გემატება. მაგრამ კიდევ უკეთესია ინსტრუქტორის დახმარებით ყველა პოზას რომ იაზრებ, ყველა კუნთს და სახსარს აკვირდები, გონებასაც ამუშავებ და აზროვნების სტილსაც ცვლი. ფიქრი მიმართულია სწორად, ჩემთვის კეთებისკენ და არა "ის როგორც შვება, ისე მინდა"-კენ. სად არის ამდენი საშუალება, რამდენი რამის მოსწრება გვინდა, თორემ მე მგონია, თუ მეტ დროს დაუთმობ კაცი იოგას, შეიძლება ცვლილებები სამყაროს აღქმის დონეზე განიცადო. შედეგების ნახვა ძალიან კარგია მაგრამ იქამდე მისვლის პროცესი არის ყველაზე მძიმე ამბავი. ხოდა თურმე იოგა ამ პროცესს ამსუბუქებს. ეს ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. თითოეული ვარჯიშის შემდეგ ისეთი კმაყოფილი მოვდივარ, რომ არ მავიწყდება საკუთარ თავს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოვედი, რომ გადავდე საქმეები, გამოვნახე დრო, ცოტა ძილი მოვიკელი.. სულ ვამბობ - აი, ხომ ღირდა! ატმოსფეროშიც არის საქმე. უფროსწორად მართლა ძალიან მაგარ ინსტრუქტორებში, რომლებიც შესაფერის ატმოსფეროს ქმნიან. რომ შევაჯამოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა! თქვენი თავი არ მომიშალოს განგებამ <3

გარემო
პროფესიონალიზმი
დეპრესია
სახსრები

ეკა სანებლიძე უმაგრესი ადგილი, სადაც ძალიან მიყვარს მისვლა, სიამოვნებას ვიღებ ვარჯიშით. ვთვლი, რომ თქვენ შეუძლებელი შემაძლებინეთ. საერთოდ აღარ ვიცი რა არის ხერხემლის და წელის ტკივილი. ეს ყველაფერი თქვენი, პროფესიონალი ინსტრუქტორების დამსახურებაა. დიდი მადლობა!!!

ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ხერხემალი
სახსრები

ხათუნა გოგუაძე პირველად ჩემს ცხოვრებაში იოგაზე ორი თვის წინ დავიწყე სიარული. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ზოგადად ვარჯიში არ მიყვარს, თუმცა ჩემდა გასაკვირვად ძალიან მომეწონა. არ მოველოდი რომ ამდენი რამის გაკეთება შემეძლო და ჩემი ყოველი “წარმატება” დიდ სიხარულს მანიჭებს. უკვე ორ თვეში ვატყობ რომ ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა უკეთესობისკენ და უფრო ელასტიური გავხდი. თამამად შემიძლია ვქვა რომ იოგა მაბედნიერებს ^_^ მადლობა თქვენ ამისთვის! გისურვებთ წარმატებებს!

ნინო იაშვილი
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები

თიკო ასეიშვილი

სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.

 


ნინო იაშვილი
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები
თავის ტკივილები
თაკო შველიძე
ONLINE CLASS

ვერა სხირტლაძე 💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამოუცდელი ვარ და ჩემთვის იოგა უცხო სამყაროა, მაგრამ ეხლა კურსის შუაში ვართ და დავრწმუნდი, რომ სწორე არჩევანი გავაკეთე. ზუსტად დამწყებისთვის საუკეთესოა ეს კურსი, რადგან დაწვრილებით ვარჩევთ , როგორ სწორედ და ეფექტურად შევასრულოთ ასანები, რომ სასხრები არ დავაზიანოთ და მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ვარჯიშის დროს. ძალიან საინტერესო სუნთქვის პრაქტიკა, იოგას ეტიკა და მედიტაციაც.მგონი ზუსტად ასე უნდა დაიწყოს ადამიანმა იოგას შესწავლა,, რადგან ასე უფრო გააზრებულად და სწორედ მიუდგება პრაქტიკასაც. 1 თვეში გავძლიერდი, ენერგია მომემატა და მგონი უფრო მშვიდი გავხდი🧘‍♂️. საოცარი ჯგუპელები მყავს💗🤸‍♀️ და საუკეთესო მასწავლებელი, მცოდნე, პროფესიონალი , კარგი იუმორით 😎🧘‍♂️ ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იოგას სახლში, ნამდვილად თბილ , მეგობრულ და საოცარ გარემოში , აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია 💓🙏💓

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ხერხემალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები

ასლან ცივაძე ხერხემლის სერიოზული პრობლემის მიუხედავად სადაც 8 თიაქარი მაქვს და ამას დამატებული მძიმე ნერვოზი. მარიამ დოლიძის პერსონალური ვარჯიშებით ძაალიან გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძაალიან დიდი მადლობა მას.

ზურგის ტკივილები
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დეპრესია
მედიტაცია
სახსრები
თავის ტკივილები

ენდი ჭელიძე ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც დავდივარ, თუმცა, უკვე საგრძნობლად გამიუმჯობესდა ფიზიკური მონაცემები (ხელები გამიმაგრდა, მომეხსნა სხეულის დაძაბულობა, ვპოულობ ბალანსის წერტილებსა და ვხდები მეტად მოქნილი) 🥰 და არა მხოლოდ.. სამსახურიდან დაღლილი შევდივარ დარბაზში, მაგრამ იქედან პოზიტივით და ენერგიით დატვირთული გამოვდივარ. 😍😍 არაჩვეულებრივი გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები ( ეთო ❤️ ) არის ის მთავარი ფაქტორი რის გამოც იოგას სახლში მისვლა ყველაზე მეტად მიხარია 💜💜

გარემო
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
კონცენტრირების უნარი
იოგას სახლი
სახსრები

ქეთევან ქადაგიძე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან ურთიერთობით და მუშაობით. გავიარე 1 თვიანი ონლაინ კურსი თქვენს პრიფესიონალებთან ერთად, რამაც ბევრად წინ წამწია. ჩემი ვარჯიშები თქ ვენი გუნდის დახმარებით იყო ბე რად ეფექტური, სტიმულის და მოტივაციის მომცემი, გიგზავნით სიყვარულს და მადლიერებას. ნამასტე 🙏🙏🙏

პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
სახსრები
ONLINE CLASS


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია