Our Group

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 176 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას წერენ ჩვენ შესახებ:

364 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
იოგას სახლი
ეფექტი
გარემო
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იზა ვაშაკიძე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ხერხემალი
ზურგის ტკივილები
სხეულის კორექცია
ONLINE CLASS
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
ფილოსოფია
ორსულთა იოგა
დეპრესია
სქოლიოზი
სახსრები
მარიამ ხელაძე
თავის ტკივილები
კმაყოფილება
თამარ მიდელაური
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
თამთა კამლაძე
ნინა ორჯონიკიძე
ხატია ნაჭყებია
თეო გაბეჩავა
ლანა შაუზ მონდომება, განწყობა და ყველა სიტუაციას შეიძლება მოერგოს ადამიანი. დისტანციური ვარჯიშიც საოცარი გადაწყვეტილებაა. მივესალმები და მაქსიმალურად ჩავერთვები 💪😍

ONLINE CLASS

ქეთევან ისაკაძე "იოგას სახლში" ვარჯიშის დაწყებას აუცილებლად შევიყვანდი ჩემი ცხოვრების ტოპ 3 საუკეთესო გადაწყვეტილებაში! ჩემი პირადი გამოცდილებით, იოგა არის პრაქტიკა, რომლის დროსაც, მთელი დღის ნაგროვებ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ნაგავს გარდაქმნი ბრჭყვიალა, ბედნიერ ენერგიად. მერე, ეს ენერგია დამცავი სფეროსავით დაგყვება თან და ყველაფერ ნეგატიურს ისხლიტავს :) რაც უფრო პროგრესირებს შენი მოქნილობა და ძალა კუნთებში, მით უფრო იზრდება ამ ჯადოსნური დამცავი სფეროს კედლების სისქეც. 3 თვეა რაც დავდივარ და ვგრძნობ როგორ ვიბრუნებ ჩემს სხეულს ნელ-ნელა. აი, სხვა თუ არაფერი, სკამზე რომ ვზივარ ვხვდები რომ ზურგი მარტო ხერხემალს კი არა, კუნთბსაც უჭირავთ :) აქამდე, თითქოს რაღაც 3-4 ცალი კუნთი დაათრევდა მთელს სხეულს და ახლა ყველა წერტილი მობილიზებულია, ყველა კუნთს თავისი საქმე აქვს და ორგანიზმი შეთანხმებულად მუშობს. ზუსტად იგივე ხდება გონებაშიც. რაც მეტი დრო გადის, იმატებს სიმშვიდის, ბედნიერების, სილაღის და სიძლიერის შეგრძნება. ძალიან დიდი მადლობა ინსტრუქტორებს! <3 ყველაფერს ინდივიდუალურად გიხსნიან, იმხელაზე გხარჯავენ რამდენის ატანაც შეგიძლია, მაგრამ თან ბოლომდე გწურავენ და დანებების საშუალებას არ გაძლევენ. კიდევ, დიდი მადლოიბა, რომ ასე სწრაფად გადმოეწყვეთ ონლაინ რეჟიმში და ტემპის დაუგდებლად და დაუღალავად გვავარჯიშებთ. წარმატებებს გისურვებთ! <3

იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
კონცენტრირების უნარი
ONLINE CLASS
გიორგი ბერძენიშვილი
თვითშემეცნება

მარიამ აბუსერიძე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ლაივსა თუ ონლაინ, იოგას სახლი ყოველთვის გაძლევს მოტივაციას, რომ გახდე უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ. არსებული რეალობა არ უნდა გახდეს ფორმიდან ამოვარდნის მიზეზი. ონლაინ გაკვეთილები კი გვეხმარება ისევ ჩვეულ რეჟიმში უბრალოდ განსხვავებულ სივრცეში გავაგძელოთ ვარჯიში და საკუთარი თავის განვითარება ინსტრუქტორების დახმარებით. ყოველი ვარჯიშის შემდეგ განწყობა ისევ ისეთი ,,ამაღლებული“ მაქვს, როგორც ადრე. მოკლედ, ცადეთ, არ ინანებთ ❤

ONLINE CLASS

ტანია ტერტერიანი ონლაინ კურსი ისეთივე ეფექტური და სასიამოვნო იყო, როგორც იოგას სახლში სტუმრობა - ისეთი შეგრძნება გეუფლება გაკვეთილის დროს, თითქოს მართლა სხვებთან ერთად ხარ დარბაზში და სინქრონულად ვარჯიშობთ. ინსტრუქტორი ყველას გვაკვირდებოდა, რომ ვარჯიში/პოზა სწორად გაგვეკეთებინა. ამასობაში, სხვა ინსტრუქტორები ლაივში აკეთებენ ვარჯიშებს და იმათაც ადევნებ თვალს. იოგას სახლში პირველად დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი, ახლა პოლონეთში ვცხოვრობ და აქედან ვერთვები ონლაინ გაკვეთილებს - საუკეთესო საშუალებაა სახლიდან გაუსვლელად ივარჯიშო და შეინარჩუნო ფორმა. დიდი მადლობა! 💚

გიორგი ბერძენიშვილი
ინდივიდუალური მიდგომა
იოგას სახლი
ONLINE CLASS

ანა კირვალიძე ფილოსოფიის კითხვა, დაფიქრება და სხვადასხვა თემის გაანალიზება ღრმა აზრივნებას აჩვევს ადამიანს და ჩემი აზრით, შესაბამისად ავითარებს. ფილოსოფიის ამ ონლაინ კურსმა ძალიან გამახარა, პირველმა ლექციამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, იმედი მაქვს, ჩემი გონებისთვისაც ნაყოფიერი იქნება. მადლობა რომ ეს კურსი შექმენით <3

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ONLINE CLASS

თიკო ასეიშვილი

სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.

 


გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები
თავის ტკივილები
ONLINE CLASS

ირინა ჯაფარიძე რამდენიმე წლის წინ დავიწყე აშთანგა იოგას ვარჯიში ნინოსთან და იზასთან ინდივიდუალურად. უმაღლესი კლასის ინსტრუქტორებმა შემაძლებინეს, რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესისთვის მიმეღწია. ტექნიკის გარდა, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული პოზის ანატომიური თავისებურებები, რაც დადებითი შედეგისთვის არსებითია. უზომოდ მადლობელი ვარ. შემდეგ შევუერთდი მედიტაციის და ფილოსოფიის ონლაინ გაკვეთილებს გიორგისთან, რამაც გადამატანინა პანდემიით გამოწვეული იზოლაცია და სრულიად შემიცვალა საკუთარი თავისა და სამყაროს ურთიერთკავშირის აღქმა და ზოგადად, ძალიან დადებითი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. უზარმაზარი მადლობა იოგას სახლს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმის და საქმეში ამდენი სიყვარულის ჩადებისთვის ❤️

გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
ONLINE CLASS

ნინა ორჯონიკიძე იოგას სახლის არსებობიდან თვალყურს ვადევნებდი თუმცა არასოდეს მომეცა საშუალება გიორგისთან იოგა მევარჯიშა.თუ ვინმე მკითხავს რა სიკეთე მოგიტანა კორონამ? ყველაზე დიდი სიკეთე ეს იყო რომ დისტანციურად გამოცხადდა ვარჯიში მაშინვე ჩავეწერე და ჩემი ოცნებაც ასრულდა💖 სულ მეგონა რომ კონკრეტულ ასანებს ვერ გავაკეთებდი ხერხემლის გამო თუმცა ჩემი ხერხემალი დღითი დღე კიდევ უფრო მოქნილი ხდება.გაუმჯობესდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა ვარ უფრო მეტად ენერგიული და ბედნიერი,რისთვისაც ძალიან დიიიდი მადლობა გიორგის რომ მომეცა საშუალება დისტანციურად მევარჯიშა პროფესიონალებთან ერთად🙏💖

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
სულიერი სიმშვიდე
კონცენტრირების უნარი
ONLINE CLASS

მარიამ გამყრელიძე ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლექსურია და თითქმის არ რჩება არც ერთი დეტალი, რომელსაც არ Შეეხება, ეს კომპლექსურობა კი სწორედ Შესაძლებლობების სრულქმნის საწინდარია.. ამ ადგილას, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე ის, რაც ისედაც მჯეროდა და ვიცოდი, მაგრამ ამ კურსის Შემდეგ უკვე მყარად დარწმუნებული ვარ💙 მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც ამ კურსს ქმნის და თუ თავიდან Ჩემი მოტივაცია იოგის საფუძვლიანი ათვისება იყო პირადი მოტივებისთვის, ახლა სურვილიც კი გამიჩნდა ეს უზღვავი პოზიტივი სხვა ხალხსაც გავუზიარო😇 იოგას მთავარი წესია "არასოდეს გაჩერდე იქ, სადაც სუნთქვა არ Შეგიძლია", „იოგას სახლი“ კი ის ადგილია, სადაც სუნთქვაში მუდამ ხელს გიწყობენ, პირდაპირი და გადატანითი მნისვნელობით ❤🧡💛💚💙 თქვენს თავს უკეთეს საჩუქარს ნამდვილად ვერ გაუკეთებთ 💙

გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ფილოსოფია
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ONLINE CLASS

ია მღვდლიაშვილი ძალიან, ძალიან, გულით და სულით არ მიყვარს აშტანგა :დ მაგრამ ძალიან კარგი და ინფორმატიული გაკვეთილი იყო და იგრძნობა ბევრი ყურადღება და ძალისხმევა ინსტრუქტორებისგან. ვისაც ეს მაზოხიზმი მოსწონს და უყვარს ან სწრაფი პროგრესი უნდა აუცილებლად ვურჩევ და მეც პერიოდულად შევეცდები დავაძალო თავს. გამიხარდებოდა ონლაინ ერთადერთი მიმართულების გარდა სხვა ვარიანტიც რომ იყოს. არაონლაინაც არ იკლავთ თავს, ადრე მინდოდა და 90% აშტანგა მაისორი იყო სულ. არადა ძალიან კარგი ხარისხი გაქვთ და გამიხარდებოდა უფრო ხშირად რომ დავსწრებოდი. აი ფიტნეს დარბაზში რომ მიხვალ და რუტინულად ერთსა და იმავეს აკეთებ სულ, ეგეთი წარმოდგენა მაქვს (ზოგადად აშტანგაზე, სხვადასხვა ინსტრუქტორები და სტუდიიდან)

პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
ONLINE CLASS

ნინო კერესელიძე გამარჯობა, თქვენს ცენტრში არასდროს მოვსულვარ მაგრამ აუცილებლად ვაპირებ ვიარო როცა ამის შესაძლებლობა oქნება. ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს უკვე ორი თვეა და ძალიან კარგი შედეგი მაქვს. მადლობა დიდი რომ ასეთ მისაღებ ფასში ამ ხარისხის გაკვეთილებს ატარებთ. ნინო კერესელიძე

ONLINE CLASS

ხათუნა კალანდარიშვილი იოგას ასანებს ვეუფლები ალბათ წლებია, ჩემთვის ესაა ცხოვრების წესი, სულერი წონასწორობა, ბალანსი, ფიზიკური და მენტალური წრთობა, ჰარმონია, პატარ- პატარა გამარჯვებები , რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებს და შეგაყვარებს!, რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ, უფრო მეტი უნდა მცოდნოდა, უფრო სრულად უნდა ჩავწდომოდი იოგას ჰარმონიას და ვისთვის უნდა მიმემართა თუ არა "იოგა სახლისთვის" , გიორგი ბერძენიშვილისთვის და მისი პროფესიონალური გუნდისთვის ? გადაწყვეტილებაც მივიღე სპონტანურად, თან სწავლება მიმდინარეობდა ონლაინადაც და ეს ჩემთვის ფრიად მოსახერხებელი იყო , ვცხოვრობ ბათუმში და იოგას სახლში ვიზიტებზე ვერც კი ვიოცნებებდი :)შევიტანე ჩემთვის ამბიციური განაცხადი, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსებზე და დავიწყე ონლაინ თეორიული და პრაქტიკული კურსის შესწავლა, რომელშიც მართლაც სინთეზია ამ ორი ცოდნისა და გამოცდილების. შესასრულებელ ასანებს თან ახლავს დეტალური თეორიული სასწავლო მასალა -ახსნა, სუნთქვის პრაქტიკა და სხეულის მდგომარეობის, კონცენტრაციის წარმართვისა და მოშვება -მოდუნება, რელაქსაციის შესახებ, ერთთვიანი გამოცდილების შემდეგ, გუნდთან მუშაობითა და თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დაუფლებით , მოხდა უჩვეულო რამ, ქუჩაში წავიქეცი და დავიზიანე ტერფი, იოგას ასანების შესრულებას გარკვეული დროით ვერ შევძლებდი, მაგრამ ისევ გიორგის, ინსტრუქტორი- მარიამ ხელაძის დახმარებით , სწორად შერჩეული პოზებით, ადამიანური სითბოსა და თანადგომის გამოჩენით, ისევ შემიძლია "მზეს მივესალმო", " წერო" ვიყო, ზოგჯერ " მთა", " კატა" , " გუთანი" " მშვილდი" " ხიდი " , მადლობა ამისათვის, მადლობა მარიამს, დაუზარებელ ჩემს " პირად" ინსტრუქტორს, მოთმინებისთვის , ინდივიდუალური მიდგომისათვის, ცოდნის გაზიარებისათვის, დროის ჩემთვის მორგებისთვის, ჩემი შესაძლებლობის გამოვლენისთვის, თავდაჯერებულობის მომატებისთვის და სიმსუბუქისთვის! წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ პოპულარიზაციას უწევთ იოგას საქართველოში, აგყავთ მაღალ ხარისხში, დებთ მასში ბევრ ადამიანურ შრომას, ფილოსოფიას, უნარებს, გამოცდილებას, საუკეთესო ტრადიციებს, ! პირველები ხართ !

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
ONLINE CLASS

სალომე ჩხაიძე ძალიან მიყვარს მთელი თქვენი გუნდი, და თქვენი ცენტრი, თანაც ეს ონლაინ გაკვეთილები ზუსტად ჩემთვისაა შექმნილი :)))) აუცილებლად დაგიბრუნდებით კვლავ <3

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
ONLINE CLASS

ნინა ლეშჩენკო დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იოგას სახლს, გიორგი ბერძენიშვილსა და მშვენიერ და ძალიან მაგარ ინსტრუქტორებს ამ იოგას ინსტრუქტორთა კურსისთვის. ეს კურსი დამეხმარა უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდი იოგას არსს როგორც ანატომიურ და ფილოსოფიურ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ძალიან მეგობრული და თბილი გარემოა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ინსტრუქტორებისგან მუდმივად ვიღებდი მოტივაციას და ეს ძალიან მეხმარებოდა. წარმატებას ვუსურვებ ყველა კურსდამთავრებულს და ასევე მათ ვინც მომავალში გაივლის მას. იოგა საკუთარი თავისა და სხეულის გაცნობისა და გაცნობიერების კიდევ ერთი უმაგრესი გზაა.

სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
იოგას სახლი
ეფექტი
თავის ტკივილები
ONLINE CLASS

ხატია ქვათაძე იოგას 5 წლის წინ მივაგენი. მყავდა გადასარევი ინსტრუქტორი, რომელთან განშორების შემდეგ კიდევ დაახლოებით 5-6 ადამიანთან ურთიერთობა ვცადე და გამოვცადე. ზოგი არ მომიხდა, ზოგს- მე არ მოვუხდი :) ნინო ბარბაქაძემდე პანდემიისას მივედი. სხვათაშორის, სკეპტიციზმით შევუდექი შრომას და 4 თვიანი თანამშრომლობის თავზე შემიძლია ვთქვა რამდენიმე რამ: 1. საუკეთესო მიდგომით და პროფესიონალიზმით მან შეძლო და იოგას ჩემთვის უცხო მიმდინარეობას ამაყოლა :) 2. სირთულის მიუხედავად ნებისყოფა გამიუმჯობესა და არ ვნებდები 3. საგრძნობი და თვალშისაცემი შედეგი მაქვს- როგორც ვიზუალურად,ისე- შეგრძნებით 4. ძალიან კარგი სტრატეგია შეარჩია ინდივიდუალური წვრთნისთვის:) 5. არის მშვიდი, ოპტიმისტი, კარგი მასტიმულირებელი, მომთხოვნი, მაგრამ სწორად აღიქვამს შესაძლებლობებსაც და განწყობებსაც და ბოლოს,ჩემი ფიქრების და დარდების საუკეთესო გამზიარებლადაც იქცა მადლობა ნინოს (ბარბაქაძეს) 🙏 მადლობა თქვენ!

ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი
ONLINE CLASS

ნინა სუბლატი შესანიშნავია მედიტაციის და იოგას ფილოსოფიის კურსი. ინტერაქციული, სასიამოვნო 1 საათი საინტერესო ინფორმაციით და საჭირო პრაქტიკებით! 🙏🏻

სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
ONLINE CLASS

ინგა ბაკურაძე იოგა ონლაინ განსაკუთრებით მათთვისაა მოსახერხრბელი, ვინც წუწუნებს რომ დრო არ აქვს 😊 მართალია  სტუდიაში პრაქტიკას აქვს გარკვეული დადებითი მხარეები, თუმცა ონლაინ ისეთი სუპერ ინსტრუქტორები არიან, რომ ყველა დანაკლისს გივსებენ, დროთა განმავლობაში ისე გამოგივათ სანატრელი და საოცნებო ასანები თქვენც ვერ გააცნობიერებთ როგორ და რანაირად მოხდა, ყველაზე სასიამოვნო არის შენივე პროგრესს რომ ხედავ და მერე თვითმოტივაცია ავტომატურად აქტიურდება, საოცრად სასიამოვნო პროცესია. მადლობა საუკეთესო გუნდს ამისთვის ❤️ ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ დაიწყოთ თუ არა იოგა ონლაინ შეწყვიტეთ ფიქრი და უბრალოდ დაიწყეთ 😊

ONLINE CLASS

ანა კეკუა იმ საშუალებათაგან, რომლებიც თანამედროვეობის ქაოსისა და არეულობისგან თავის დაღწევაში გვეხმარებიან, გვიბიძგებენ საკუთარ თავში ძიებისკენ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იოგა საუკეთესოა. ბედნიერებაა, როდესაც ახალი ინტერესის სფერო გიჩნდება და ისეთ პროფესიონალებთან მოხვდები, როგორიც იოგას სახლია. ნინა ამ სამყაროში საუკეთესო გზამკვლევია. მთელი პრაქტიკის მანძილზე იგრძნობა მისი სულისკვეთება, ყოველი რთული ასანის ახსნისას თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, საკუთარი თავისადმი მტკიცე რწმენასაც გინერგავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება და მუშაობა. ის ენერგიები, რომლებსაც უშურველად გვიზიარებს დიდი ხნის მანძილზე მიმყვება და მაძლევს სტიმულს. "ნინას იოგა" გამოწვევებით სავსე თავგადასავალია, რომელიც ამ სამყაროში აღმოჩენილმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს საკუთარ თავზე.

მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
თვითშემეცნება
ONLINE CLASS

ივანე მეტრეველი დიდი ხანი მინდოდა იოგას პრაქტიკა მეცადა მაგრამ, სულ რაღაც მიშლიდა ხელს, საბოლოდ როგორც იქნა გადავდგი ეს ნაბიჯი და შევუერთდი ონლაინ იოგას ჯფუგს, ეს ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილება არის რაც კი მიმიღა, რადგან რამდენიმე კვირიანი პრაკტიკის შემდეგ, გავხდი მეტად თავდაჯერებული, პოზიტიური, ვძლიე სიზარმაცეს და გავხდი ჩემი თავის უკეთესი ვერსია, გამიარა ზურგის ტკივილმაც რომელიც გამოწვეყლი იყო დიდი ხნის განმავლობაში მჯდომარე პოზაში მუშაობთ, ამ ყველაფერთან ერთად, ჩემი სხეული გახდა ბევრად მობილური ვიდრე მანამდე იყო ხოლო კუნთოვანი მასა გახდა მეტად მკვრივი და გამოკვეთილი, ამ ყველაფრის მიღწევაში დამეხმარა ონლაინ იოგას ინსტრუქტორები, ნინო, ნინა და მარიამი მინდა მათ მადლობა გადავუხადო რომ შემაყვარეს იოგა, ასანები მრავალფეროვანი და სახალისოა, მათგან უდიდესი პოზიტივი მოდის რაც კიდევ უფრო გეხმარება რთული ასანების შესრულებაში და მიზნის მიღწევაში, ერთი სიტყვით საუკეთესოები არიან <3

ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი
ONLINE CLASS

ქეთევან ქადაგიძე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან ურთიერთობით და მუშაობით. გავიარე 1 თვიანი ონლაინ კურსი თქვენს პრიფესიონალებთან ერთად, რამაც ბევრად წინ წამწია. ჩემი ვარჯიშები თქ ვენი გუნდის დახმარებით იყო ბე რად ეფექტური, სტიმულის და მოტივაციის მომცემი, გიგზავნით სიყვარულს და მადლიერებას. ნამასტე 🙏🙏🙏

პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
სახსრები
ONLINE CLASS

ანა უბილავა “აბა, შევიდეთ ემბრიონში ორი წამით” ~ ნ. ორჯონიკიძე. ნინოსთან ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვიზრებ რომ შემძლებია იმაზე მეტი, ვიდრე ვარჯიშის დაწყებამდე წარმომედგინა. ვარჯიშები არის ენერგიული და მრავალფეროვანი, გადამდები ენთუზიაზმით და მოტივაციით ❤️

მოტივაცია
ინდივიდუალური მიდგომა
ONLINE CLASS

თამარ ქათამაძე იოგას კურსმა მომცა ზღვა ინფორმაცია ,რომელსაც დროთა განმავლობაში მეტად ჩავწვდები და გავიაზრებ 💞უბრალოდ მიყევით დინებას და მიიღეთ თითოეული დღით სიამოვნება,თანდათან მოვა საკუთარი თავის რწმენა,ემოციური ბალანსი,სულიერი სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი🙏 თავიდან უბრალოდ ვარჯიშობ ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული ,რაღაცეები გიძნელდება ვერ აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. შემდეგ მოდის ახალი ეტაპი,დაძაბულობა გეხსნება,ახალი ენერგიით ივსები,ვითარდები ყოველდღიურად, შენი თვითშეფასება იზრდება, მოტივაცია იმატებს,ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობთ. ნეგატივისგან, დეპრესიისგან ,შფოთვებისგან თავისუფლდებით😍 წარმატებები❤️

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ONLINE CLASS

სოფო ლომინეიშვილი იოგის დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტე რაც წელის ტკივილები ყოველდღიურ დისკომფორტს მიქმნიდა. საქართველოში არ ყოფნის გამო მე-3 თვეა ონლაინ ვვარჯიშობ. ონლაინ პროგრამა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და მიხარია ყოველი სესია, ვარჯიშის პროცესი არ არის დამღლელი, საკმაოდ დინამიურია. მე უკვე ვგრძნობ პროგრესს და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ინსტრუქტორი-ნინა ორჯონიკიძე- კარგი მცოდნეა, არამარტო იოგისპრაქტიკული, არამედ თეორიული ნაწილის, და ხშირად გვიზიარებს თავის გამოცდილებას თუ ცოდნას იოგის ასანების მნიშვნელობაზე ცხოვრებაში. მაგ. შიშის დაძლევის ასანა. გამოწვევები, რომელიც იოგის პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე დამაფიქრა ჩემი ცხოვრების ბევრ მომენტზე. ვფიქრობ იოგა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ფიზიკური პრაქტიკა. რჩევა იოგის სახლს: კარგი იქნებოდა ონლაინ გაკვეთილებზე დროის კუთხით მეტი არჩევანი რომ იყოს, მათთვის ვინც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს. დროის სხვაობის გამო, მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ვახერხებ ვარჯიშს. მადლობთ რომ არსებობთ! სოფო

ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ეფექტი
ONLINE CLASS

ნათია დავითაშვილი რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, 3 თვეში სრულყოფილად შეიმეცნო იოგა, მაგრამ გიორგი ბერძენიშვილს ნამდვილად შეუძლია ამ პერიოდში ცოდნის გასაღებების დასტა გადმოგცეს, იმიტომ, რომ ეს კურსი არის სრულფასოვანი, თანმიმდევრული და მოსწავლისთვის ძალიან გასაგებად შედგენილი. აქ გარდა იოგას ჰუმანიტარული (ისტორია, ეთიკა), ტექნიკური და პროფესიული უნარებისა ვსწავლობთ იოგა ანატომიას, რაც განაპირობებს იმას, რომ სწორად ვარჯიშს ვიწყებთ პირველ რიგში თავად და მერე შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ სხვასაც ვასწავლოთ. შრომა, მოთმინება და დიდი სიყვარული, რაც გიორგი მასწავლებელმა ჩადო ამ კურსში პირდაპირ აისახა მის დახვეწილ და ხარისხიან გაკვეთილებზე 🤍 ცალკე მინდა გამოვყო ნინა ორჯონიკიძე, რომელმაც ერთ დროს თავადაც ეს კურსი გაიარა და დღეს ის არის ისეთი ინსტრუქტორი, რომელსაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო ! გარდა იმისა, რომ აქვს ძლიერი საბაზისო ცოდნა, ეს არის პროფესიონალი, რომელიც არასდროს არ წყვეტს განვითარებას და აქვს დისციპლინის ისეთი ხარისხი, რომ აუცილებლად შთაგაგონებს. გარდა ინდივიდუალური გაკვეთილებისა, საშუალება მქონდა დავსწრებოდი მის ონლაინ ჯგუფურ გაკვეთილებს, რომლებიც ხარისხიანი, დინამიური და გააზრებული თანმიმდევრობითაა გამორჩეული. ნინას აქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა სტუდენტთან. კურსი ონლაინ გავიარე, მაგრამ იმდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რომ ამდენი შრომისთვის და მოთმინებისთვის მადლიერების გრძნობით ვარ სავსე. და ახლა იწყება უფრო საინტერესო ცხოვრება ...🧚🏽‍♀️

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
ONLINE CLASS
მარიამ ხელაძე
ნინა ორჯონიკიძე


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია