Our Group

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 175 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას წერენ ჩვენ შესახებ:

362 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
იოგას სახლი
ეფექტი
გარემო
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იზა ვაშაკიძე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ხერხემალი
ზურგის ტკივილები
სხეულის კორექცია
ONLINE CLASS
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
ფილოსოფია
ორსულთა იოგა
სქოლიოზი
დეპრესია
მარიამ ხელაძე
სახსრები
თავის ტკივილები
კმაყოფილება
თამარ მიდელაური
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
ნინა ორჯონიკიძე
თამთა კამლაძე
ხატია ნაჭყებია
თეო გაბეჩავა
ნარგიზა კაჭკაჭიშვილი კმაყოფილი ვარ თქვენ დარბაში ვარჯიშით,ძალიან კარგი გარემოა. რაც შეეხება ჩემ ფიზიკურ მდგომარეობას საკმოდ კარგი შედეგი მაქვს,თუმცა სამუშაო ბევრია. ტრენერებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.. ძალიან მომეწონა გიორგი და ნინო ,მათი დამოკიდებლება საქმისადმი, როფორ გეხმარებაინ და ცდილობენ რომ მოძრაობები კარგად შეასრულო. საერთო ჯამში დიდი მადლობა თქვენ💚

პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
გარემო

მარიამ ჩალაძე ძალიან მიხარია, რომ იოგას სახლში მივედი, სადაც არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც საკმაოდ გავძლიერდი. ორთვიანი სიარულის შემდეგ თვითრწმენა მომემატა და მივხვდი, რომ სწორი მიდგომის და ნებისყოფიის შემთვევაში ყველანაირი ასანის შესრულება შეიძლება. იოგას სახლი მეხმარება ვიპოვო სიმშვიდე და სრულიად განვიტვირთო რთული და დამღლელი დღეების შემდგომაც კი. აქ ყოველთვის ძალიან მშვიდი და სასიამოვნო გარემოა და ძალიან კარგი ინსტრუქტორები არიან. განსაკუთრებული მადლობა საუკეთესო ინსტრუქტორს, გიორგის, რომელიც ყოველთვის დეტალურად გვიხსნის როგორ უნდა შესრულდეს თითოეული პოზა სწორად და გვაწვდის ლიტერატურას იოგას შესახებ. იოგას სახლი ძალიან შემიყვარდა და ვცდილობ ყველაფერი, რასაც აქ ვსწავლობ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოვიყენო.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი
ეფექტი

თათია პოლიკარპოვა არ ვიცი მეტი წონა იოგისკენ იხრება თუ ტვინის მკვებავი წამლებისკენ, მაგრამ ალბათ ამ ორმა ერთმანეთს ხელი შეაშველა და 1 თვის ვარჯიშის შემდეგ გაკვირვებული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები საკუთარი დეპრესიის თავდასხმიდან თავდაცვის პოზიციისკენ უკუსვლას :დ ჩემი სუსტი, მტკივანი მუხლებიც უკვე მეტ დატვირთვას უძლებენ. ასევე ვატარებ ექსპერიმენტს. ვარჯიშის დაწყებიდან განზრახ არ ვიღებ ჰორმონალურ წამლებს. ჩვეულებრივ მსგავსი პაუზის შედეგს მალევე ვიღებდი სახეზე გამონაყარის სახით. მაგრამ ამჯერად ჯერ კიდევ მოწმენდილი, უღრუბლო სურათი გვაქვს. დასკვნების გაკეთებას არ ვჩქარობ, ჯერ ვაკვირდები. ისიც როგორი სასიამოვნოა, პოზებს რომ ხვეწ და მოქნილობა გემატება. მაგრამ კიდევ უკეთესია ინსტრუქტორის დახმარებით ყველა პოზას რომ იაზრებ, ყველა კუნთს და სახსარს აკვირდები, გონებასაც ამუშავებ და აზროვნების სტილსაც ცვლი. ფიქრი მიმართულია სწორად, ჩემთვის კეთებისკენ და არა "ის როგორც შვება, ისე მინდა"-კენ. სად არის ამდენი საშუალება, რამდენი რამის მოსწრება გვინდა, თორემ მე მგონია, თუ მეტ დროს დაუთმობ კაცი იოგას, შეიძლება ცვლილებები სამყაროს აღქმის დონეზე განიცადო. შედეგების ნახვა ძალიან კარგია მაგრამ იქამდე მისვლის პროცესი არის ყველაზე მძიმე ამბავი. ხოდა თურმე იოგა ამ პროცესს ამსუბუქებს. ეს ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. თითოეული ვარჯიშის შემდეგ ისეთი კმაყოფილი მოვდივარ, რომ არ მავიწყდება საკუთარ თავს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოვედი, რომ გადავდე საქმეები, გამოვნახე დრო, ცოტა ძილი მოვიკელი.. სულ ვამბობ - აი, ხომ ღირდა! ატმოსფეროშიც არის საქმე. უფროსწორად მართლა ძალიან მაგარ ინსტრუქტორებში, რომლებიც შესაფერის ატმოსფეროს ქმნიან. რომ შევაჯამოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა! თქვენი თავი არ მომიშალოს განგებამ <3

გარემო
პროფესიონალიზმი
დეპრესია
სახსრები

მაია ერისთავი მოხარული ვარ რომ მოვხვდი თქვენს ცენტრში, მყუდრო, ჰარმონიული გარემო, კეთილგანწყობილი და თავისი საქმის მცოდნე ინსტრუქტორები რომლებიც ფლობენ ანატომიას ისე, რომ ახალბედასთვის ზიანის მიყენება გამორიცხულია, მშვიდად და მოთმინებით უხსნიან ყველა დეტალს იმისათვის, რომ სხეულს ფლობდე, ყოველ ჯერზე პროგრესს გრძნობ და თითქოს შეუძლებელს აკეთებ. მადლობა რომ არსებობთ და ხართ თქვენი საქმის პროფესიონალები!!!

გარემო
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი

ანა ლომთაძე რატო იოგა? "დჰარმის მაწანწალებს" ვკითხულობდი და მე, ჯეფ რაიდერი, იოგას სახლის ფასდაკლება და 50 ლარი ერთმანეთს დავემთხვიეთ. ამ "დამთხვეულობის" გამო ახლა შთაბეჭდილებებს გიზიარებთ. ზოგჯერ რაღაცეებზე ინფორმაციას კი ფლობ, შეიძლება დაახლოებით წარმოგიდგენია კიდეც რა არის, თუმცა რატო უნდა წარმოიდგინო როცა შეგიძლია გააკეთო. იოგა საინტერესო, ჯანსაღი, სასიამოვნო ურთიერთობაა გარემოსთან და საკუთარ თავთან. ნამდვილი, "ჭეშმარიტი" მომენტების შეგრძნებაა და რა გასაკვირია თუ ძალიან მომწონს. ახლა "ძიებაში" ვარ... საყრდენებს ვეძებ ჩემ სხეულში და თავში. (მადლობა ინსტრუქტორებს, კარგები ხართ) :)

გარემო
იოგას სახლი

სალომე მუჯირიშვილი ძალიან კამყოფილი ვარ. სასიამოვნო გარემო და ინსტრუქტორები. აუცილებლად დაგიბრუნდებით :)))

გარემო
პროფესიონალიზმი

მარიამ თაყაიშვილი სამი თვე უწყვეტად ვიარე აშთანგა ვინიასაზე და შედეგით კმაყოფილი ვარ, ფიზიკურად გავძლიერდი, ხერხემალი არ მტკივა, მჯდომარე მდგომარეობაში დიდი ხმოს ყოფნის მიუხედავად, სამსახურიდან გამომდინარე. მომიწესრიგდა მეტაბოლური პროცესები, მიუხედავად ამისა წონაზე ეს არ მოქმედებს, რადგან სამწუხაროდ ჯერ დიეტით ვერ ვუწყობ ხელს ვარჯიშის პროცესს. ამის მიუხედავად ვგრძნობ, რომ კუნთები ფორმაში მოვიდა. ზოგადად მაღალი ნებისყოფით არ გამოვირჩრვი ფიზიკური აქტივობის კუთხით, თუმცა ის რომ არასდროს მეზარება იოგაზე სიარული არის იოგას სახლში არსებული ძალიან მეგობრული და სასიამოვნო გარემოს დამსახურება. მინდა მანდლობა ვუთხრა ჩემს ტრენერებს, გიორგის, ნინოს და იზას ამ მეგობრობისთვის . ბედნიერი ახალი წელი იოგას სახლს! ❤️

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
სხეულის კორექცია
ჯანმრთელობა
ხერხემალი
დიეტა
იოგას სახლი
ეფექტი

ნინო ჯორჯაძე მიმაჩნია, რომ მოვხვდი სწორ ადგილას, იოგას სახლში. მშვიდი, გაწონასწორებული, თავისი საქმის მცოდნე ,ინსტრუქტორი; ჰარმონიული და კეთილგანწყობილი გარემო ადგილი სადაც სხეული და გონება იღვიძებს და ისვენებს.

გარემო
პროფესიონალიზმი

ათინა ბრეგვაძე მე მედიტაციაზე ვიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი გარემოა, მშვიდი და წყნარი. სამომავლოდ იოგაზე სიარულსაც ვგეგმავ და აუცილებლად მოგაკითხავთ.

გარემო
მედიტაცია

ელენე კრისთესიაშვილი ძალიან ბედნიერი ვარ ,რომ მოვხვდი იოგას სახლში,ადგილი,სადაც თავს ვგრძნობ მშვიდად და ჰარმონიულად,არაჩვეულებრივი გარემო შესანიშნავი ინსტრუქტორები.ერთი თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ და უკვე ვხედავ ბევრ ცვლილებას,ვხედავ როგორ იხვეწება ჩემი სხეული,უფრო ენერგიული გავხდი,მეტად კონცენტრირებული საკუთარ თავთან,ყოველი იოგას გაკვეთილის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად და მშვიდად ვგრძნობ,რაც ძალიან მახარებს.როგორც ჩვენი ინსტრუქტორი ბატონი გიორგი ამბობს ხოლმე, იოგა ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია სრულიად ვეთანხმები მას და მინდა რომ იოგა ჩემი ცხოვრების წესად იქცეს.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
სხეულის კორექცია
იოგას სახლი
ეფექტი

ნიკოლოზ წიქარიშვილი იოგას სახლში დაახლოებით ორი თვის წინ დავიწყე პრაკტიკა და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვალსაზრისით მოხდა უდიდესი გარდატეხა. იმისთვის რომ იოგას პრაკტიკამ ასე შთამბეჭდავი ეფექტი იქონიოს ადამიანზე (როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა) რა თქმა უნდა უმთავრესი ფაქტორი თავად პრაკტიკოსის მონდომებასთან ერთად მასთან იოგას სწავლების სწორად მიტანაა. ამისთვის იოგას სახლი იდეალური, სიმშვიდით, კეთილგანწყობით და პროფესიონალებით სასვე ადგილია.

გარემო
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი
ეფექტი

ნინო როსთიაშვილი გამარჯობა, მხოლოდ 1 გაკვეთილზე ვიყავი, ძალიან მომეწონა გარემოც, ტრენერიც, მაგრამ სამსახურის გრაფიკის გამო ვერ შევძელი გაგრძელება. როგორც კი გამომიჩნდება დრო აუცილებლად დაგიბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი

ნანა გამყრელიძე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როცა იოგათი დავინტერესდი, პირველივე ცდაზე იოგას სახლში მოვხვდი. რატომღაც ადრე მეგონა, რომ იოგა არასოდეს გამომივიდოდა და ბევრი ასანას შესრულება წარმოუდგენელ სირთულედ მიმაჩნდა; იოგას სახლში აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი. ამაში კვალიფიციური ინსტრუქტორები და კომფორტული და მყუდრო გარემო დამეხმარა. იოგას სახლში არასოდეს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო რომ რაღაც კარგად არ გამომდიოდა, პირიქით, დავინახე თუ რამდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის შესაძლებლობა და შევაფასე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. იოგას სახლში ვისწავლე თუ როგორ შეიძლება დახარჯო უამრავი ენერგია და ამავდროულად დაისვენო და განიტვირთო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც იმდენად დაკავებული ვართ ყოველდღიური პასუხისმგებლობებით რომ ხშირად საკუთარი თავს დღეში 10 წუთსაც ვერ ვუთმობთ. ასეთ დროს კარგია იცოდე რომ საღამოს მიხვალ ადგილას, სადაც დროებით დაივიწყებ ყოველდღიურ წვრილმანებსა და პრობლემებს და მთლიანად საკუთარ გონებასა და სხეულზე მოახდენ კონცენტრაციას. დიდი მადლობა გიორგის, იზას და ნინოს მათი პროფესიონალიზმისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის!

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
იოგას სახლი

თამარ ბენდელიანი მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, იოგას დავუკავშირდი. ეს ცოტა დროც საკმარისი იყო იმისთვის, რომ უმოძრაობით დამძიმებულ სხეულში მეგრძნო რესურსი, რომელიც უფრო აქტიურ იოგას პრაქტიკაში და, ზოგადად, უკეთეს ცხოვრებაში დამეხმარება. იოგას სახლი თავად იოგას მეტაფორასავითაა - გადატვირთული ქალაქის ყველაზე ურბანულ ნაწილში შეგიძლია სიმწვანე და სიმყუდროვე აღმოაჩინო, ისევე, როგორც იოგა - აუცილებელ ელემენტად თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მოუსვენარ ყოველდღიურობაში. დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის! სიამოვნებით გავაახლებ კავშირს თბილისში დაბრუნების შემდეგ.

გარემო
იოგას სახლი

ლაშა გაგნიძე იოგას სახლი, ძალიან საინტერესო, მყუდრო და სასიამოვნო ადგილი, სადაც მისვლა არასდროს მეზარება. დაახლოებით ერთ თვის შემდეგ რაც შემიძლია ვთქვა, მომეხსნა დაღლილობის შეგრძნება და განწყობა ბევრად გამომიკეთდა, 2 საათიანი სესიიდან გამოსული შვებას გრძნობ და ენერგიით სავსე ხარ, მიუხედავად იმისა, რომ დაიხარჯე. ალბათ საუკეთესო განტვირთვაა. მადლობა ძალიან კარგ ადამიანებს და ინსტრუქტორებს :)

გარემო
მოტივაცია
ეფექტი

ნინი კვასხვაძე ძალიან მიხარია რომ აღმოვაჩინე პატარა ოაზისი- 'იოგას სახლი' სადაც მისვლისთანავე, შედიხარ სხვა სამყაროში, თითქოს ყველაფერს გარეთ ტოვებ და იმ დროის მანძილზე , იმ მყუდრო და უშუალო გარემოში შეუდგები ძიებას , შენი ფიზიკური შესაძლებლობების , შინაგანი სამყაროს წვრთნას . ყოველდღიურად ახერხებ მცირედით მაგრამ მაინც გაზარდო ამ შესაძლებლობების ზღვარი. ეს არის მართლაც 'სახლი' ამ სიტყვის ყველაზე თბილი და საყვარელი გაგებით. გარეთ გამოსულს, ისეთი ავსების გრძნობა გეუფლება რაც დიდი სიხარულის ტოლფასია! და მოლოდინი იმისა, ისევ მალე მოინახულო ეს 'სახლი'. დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ინსტრუქტორებს და იოგას სახლს!

გარემო
იოგას ფედერაცია
ეფექტი

ნინო რამიშვილი კარგი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ივარჯიშო. ინსტრუქტორები თავის საქმეს კარგად ასრულებენ და ცდილობენ რომ ბოლომდე აითვისო ყველა ვარჯიში და სასურველ შედეგს მიაღწიო. მადლობა ამისთვის

გარემო
პროფესიონალიზმი

ქეთი ყაველაშვილი იოგას სახლში ერთი წელია დავდივარ, კმაყოფილების სრულად გამოთქმა გამიჭირდება, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები: იოგას სახლში თავს ვგრძნობ როგორც "სახლში". :)

გარემო
იოგას სახლი
ეფექტი

მაია გამყრელიძე ძალიან კარგი და მეგობრული გარემოა "იოგას სახლში". პროფესიონალი და ყურადღებიანი ინსტრუქტორების დახმარებით ძალიან კარგი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. მიხარია, რომ "იოგას სახლში" მოვხვდი და შესაძლებობა მაქვს პროფესიონალი ადამიანებისგან შევისწავლო იოგა.

გარემო
პროფესიონალიზმი
ეფექტი

თამარ ათუაშვილი ძალიან შემიყვარდა იოგას სახლი, მალე გახდება ერთი წელი რაც დავიწყე სიარული თქვენთან. თუმცა მანამდე სულ ვადევნებდი თვალს საიტზე სიახლეებს და facebook გვერდზეც. ინსტრუქტორები თავისთავად ძალიან კარგები არიან. იოგას სახლის ატმოსფერო სულ სხვანაირად მოქმედებს და უფრო მოტივირებულს მხდის. გარკვეული მიზეზების გამო, პაუზა გამომივიდა, თუმცა მალე შემოვუერთდები ისევ და უფრო აქტიურად. რადგან მივხვდი ამ ერთ წელიწადში, რომ ყველაზე ბედნიერად, ლაღად და კარგად თავს ვგრძნობ მაშინ როცა იოგას ვაკეთებ. და მივაღწიე იმას, რომ დამოუკიდებლად სახლშიც შევძელი ვარჯიში, იმ პერიოდში როცა ვერ ვახერხებ სიარულს. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობს და მიყვარხართ ყველა <3

გარემო
პროფესიონალიზმი
ეფექტი

ნინო დოლიძე მოხარული ვარ რომ ასეთ თბილ და ყურადღებიან გარემოში მოვხვდი, ჯერ რთულია ჩემთვის ბევრი ელემენტი, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ გავაკეთო თითოეული მათგანი, ამაში ინსტრუქტორი მეხმარება.გაკვეთილის მსვლელობისას ყველა პრობლემა მავიწყდება და ვმშვიდდები ეს მდგომარეობა გაკვეთილის შემდეგაც მიმყვება რაც ,ვგრძნობ ნელ-ნელა დაძაბულობას მომიხსნის.მადლობა ყურადღებისთვის.

გარემო
სულიერი სიმშვიდე

ეკატერინე ბეგაშვილი იოგათი დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი, რადგან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად დამიხასიათეს. სახლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ე.წ. "დამწყები" დონის პოზებს ვაკეთებდი, მიუხედავად ამისა, მალე მოთხოვნილება გამიჩნდა, კვირაში ერთხელ მაინც მევარჯიშა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ახალი "ჩვევის" დამსახურებით თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც ბევრად უკეთ ვგრძნობდი. თუმცა ვხვდებოდი, რომ პროფესიონალებთან უშუალო ურთიერთობითა და ვარჯიშისთვის დროის სისტემატურად გამოყოფით სულ სხვა შედეგს მივაღწევდი. "იოგას სახლის" არსებობის შესახებ მალევე შევიტყვე და ნდობის განცდა შორიდანვე გამიჩნდა, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაშინვე დავიწყე სიარული და ახლა უკვე რთულად წარმომიდგენია, ის რამდენიმე საათი, რომელსაც აქ კვირის განმავლობაში ვატარებ, რამე სხვა საქმიანობით ჩავანაცვლო. თითოეული გაკვეთილი საკუთარ თავში დაუსრულებელი რესურსების არსებობაში გარწმუნებს, რადგან არცერთი ვარჯიში არ არის წინას იდენტური, პროგრესი ზედმეტი დაკვირვების გარეშეც იგრძნობა და ინსტრუქტორებიც შენს ამ წინსვლას მოსდევენ, ყოველ ჯერზე რაღაც შენთვის ახალს გთავაზობენ, რაც მუდმივი სწავლისა და განვითარების მდგომარეობაში გამყოფებს. დროსთან ერთად პოზები რთულდება, მაგრამ თანდათანობით საკუთარი თავისადმი სწორ მიდგომას პოულობ და უფრო მარტივად ჯაბნი ახალ დაბრკოლებებს. ბევრად შემსუბუქებული მდგომარეობა, რომელშიც ტოვებ დარბაზს, კიდევ დიდხანს ნარჩუნდება და მორიგ ვარჯიშზე მიმავალმა უკვე იცი, რომ იქიდან ბევრად მეტი ენერგიითა და გამოღვიძებული კონცენტრირების უნარით გამოხვალ. დისციპლინირებული გარემო და განწყობა, რომლის არსებობაც დარბაზში მყოფ ადამიანებში იგრძნობა, დამამშვიდებლად მოქმედებს და სურვილს გიჩენს, ბოლომდე მიუძღვნა თავი საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ყველა ინსტრუქტორი, რომელთანაც შეხება მქონია, თავისი საქმის პროფესიონალია და მაქსიმალურად გეხმარება, მიხვიდე ფიზიკური შესაძლებლობების იმ ლიმიტამდე, რომელიც აქ სიარულის დამსახურებით მუდმივი ზრდის მდგომარეობაშია.

გარემო
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

მარი ხალიშვილი იოგას სახლის დიდუბის ფილიალი არის ხელსაყრელი გარემო იმისთვის რომ განიტვირთო და საკუთარ თავს დაუხლოვდე იოგას მეშვეობით. ამისთვის დიდი მადლობა ბ-ნ გიორგის, თავისი პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი ყურადღებისთვის. იოგას დიეტასთან ერთად ერთი თვის მანძილზე დავიკელი 5 კგ. მომეხსნა კისრის და ზურგის ტკივილი. ეს უდავოდ აისახება მთელი დღის განწყობაზეც.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
ემოციური ბალანსი
დიდუბის ფილიალი
დიეტა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

ნინი ხოსიტაშვილი 1 თვეა რაც ოცნება და ჩანაფიქრი განვახორციელე და იოგათი დავკავდი. მანამდე, შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი რომ იოგა იყო ცხოვრების ერთ-ერთი კომფორტი თავისი გამაჯანსაღებელი სარგებელით. ახლა კი ვხვდები, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა ისეთ გარემოში როგორიც იოგას სახლია. ძალიან მაგარი პროფესიონალის, გიორგი ბერძენიშვილის მშვიდი აურა და ყოველთვის დაუზარელი, ინდივიდუალური მიდგომა მეხმარება რთული ვარჯიშების შესრულებაში, რის შემდეგაც ხვდები რომ იოგა იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ვარჯიში. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იოგას სახლში ჩემს ორ ძვირფას ადამიამთან-2 შვილთან ერთად დავდივარ))). P.S. "მასწ", მადლობა 7 წლის ბარბარეს უამრავ შეკითხვაზე პასუხებისთვის და მოთმინებისთვის)))

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

ბექა სუხიტაშვილი ყოველთვის მსურდა იოგას სწავლა, თუმცა მიზეზების გამო ვერასოდეს ვახერხებდი. ერთი თვეა დავდივარ იოგას სახლში და ჩემი სხეულის მოქნილობაში უკვე ვამჩნევ პატარა ცვლილებებს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი წინასწარგანწყობები იმაზე უკეთესად გამართლდა, ვიდრე ველოდი: პროფესიონალი, ყურადღებიანი, დამხმარე ინსტრუქტორები (იზა და ქეთი) და მშვიდი გარემო. ყოველდღიური სტრესისგან თავის დასაღწევად ეს ერთი საათი ჩემთვის უდიდესი შვებაა და მინდა იოგას პრაქტიკა მომავალშიც გავაგრძელო. ხშირად სრულიად ენერგიაგამოცლილი და დაღლილი მივდივარ გაკვეთილზე, სახლშიც ზოგჯერ ვერ ვახერხებ პრაქტიკას მუშაობის შემდეგ, მაგრამ აქ მოსული, ვიცი, რომ "სხვანაირი" ენერგიით ავივსები და დავბრუნდები სახლში და ეს ჩემი მთავარი მოტივაციაა.

გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
თვითშემეცნება
იოგას სახლი

ana sesitashvili დიდიხნის სურვილი ავიხდინე და მივიგე გადაწყვეტილბა, დავიწყე იოგაზე სიარული ვფიქრობ მაქვს შედეგი და წინსვლები რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, აღარ მაწუხებს თავის ტკივილები და კისრის მუდმივი დაძაბულობა აღარაფერს ვიძახი განწყობაზე. დიდი მადლობა თქვენ რომ ხართ და გაქვთ ესეთი გარემო სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
თავის ტკივილები

რევაზ დავითაშვილი მე-7 თვეა დავდივარ რეგულარულად. ყველა ინსტრუქტორი თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან მშვიდი, დადებითი და პოზიტიური ენერგიით ვივსები ყოგას სახლში შესვლისთანავე. შედეგს რაც შეეხება, ხერხემლის პრობლემებისგან სრულად გავთავისუფლდი, ძალა, მოქნილობა, კონცენტრაცია, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა, იმუნიტეტი, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა თითქოს თავიდან დაიბადა და განვითარდა. ყველას ვისაც სურს მუდმივი გონებრივი და ფიზიკური პროგრესირება, ჩემი აზრით იოგა(აშთანგა) ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის პრაქტიკაც სიცოცლის ბოლომდეა შესაძლებელი...

გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

ეთუნა იორდანიშვილი იოგას სახლი არის ადგილი, სადაც მავიწყდება ყველანაირი დაღლილობა, პრობლემები და ვივსები უდიდესი ენერგიით. ყოველ ვარჯიშზე მაქვს პატარ-პატარა მიღწევები, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ადგილი, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული განსხვავებული ადამიანები და ინსტრუქტორი გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაში გვამყოფებს. ეს მეგობრული გარემო მალევე გახდა ჩემთვის დიდი ოჯახი, სადაც ყოველთვის ბევრს ვსაუბრობთ, ვიღებთ რჩევებს, ვვარჯოშობთ და ვამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
იოგას სახლი
ეფექტი

ელენე სეხნიაშვილი ძალიან სასიხარულოა, რომ იოგას სახლი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს ორსულებისთვისაც. არსებობს გარკვეული ცრურწმენა, რომ ადამიანი ორსულობისას “ზედმეტად არ დაიტვირთოს”, რის გამოც ხშირად ორსულ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებივით ექცევიან. რაც უფრო უმოძრაოდაა სხეული განსაკუთრებით ორსულობისას, შეიძლება მართლაც უფრო მეტი ფიზიკური სირთულე იჩენს თავს. ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ იოგას სახლში ეს ვარჯიშები აღმოვაჩინე. პირადად მე ძალიან მეხმარება იოგა როგორც ფორმისა და წონის, ასევე შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში. გაწელვები, სუნთქვის ვარჯიშები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ხერხემლის კუნთებს ამაგრებს და მენჯის ძვლების მოქნობას უწყობს ხელს. დაღლილიც მივსულვარ, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ძალები აშკარად მემატება. ძალიან სასიამოვნოა ვარჯიშის შემდეგ დასვენება და მედიტაცია. უსაყვარლესი, ყურადღებიანი და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით, მშვენიერ გარემოში, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ვარჯიში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ამ პერიოდში და ვაპირებ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელო. იქვე, მოსაცდელში ასევე ხელმისაწვდომია საინტერესო ლიტერატურაც იოგისა და ფილოსოფიის შესახებ. იოგის სახლი ძალიან კარგი ადგილია საკუთარი, მყუდრო, ალტერნატიული სამყაროს შესაქმნელად.

გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
დიდუბის ფილიალი
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

მიხეილ გიორგაძე იოგისადმი ინტერესი, პირველ რიგში, ხერხემლის პრობლემებმა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით მოვხვდი იოგის სახლში. ერთი თვეა რაც დავდივარ და შემიძლია არა მახოლოდ ხერხელმალთან დაკავშირებულ, არამედ, საკუთარი გამოცდილებით, სხვა უფრო კომპლექსურ სარგებელზეც ვისაუბრო. პირველი ხელშესახები შედეგი იყო, ძილის მოწესრიგება. აღარც კი მახსოვს ბოლოს ასე მშვიდად და დროულად როდის დავიძინე:) ვგრძნობ ხერხემლის კუნთების გამაგრებას. თან და თან უფრო გაცნობეირებული ხდება იოგის, როგორც საკუთარი სულისა და სხეულის შეცნობის ფილოსოფია. ჩემი სხეული თურმე რამდენ შეზღუდვას და რამდენ შესაძლებლობას მალავს:) ყოველი გაკვეთილი ახალი შესაძლებლობის აღმოჩენა და ამ აღმოჩნეებისგან მიღებული ბედნიერების განცდის შესაძლებლობაა. ამ ყველაფერს უძღვებიან გამოცდილი და კომპეტენტური ინსტრუქტორები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო მომსახურების სერვისების გამართულობა და კლიენტზე ორიენტირებულობა. ძალიან კომფორტულია ჩემთვის გადახდების და ფინანსური ვალდებულებების ელექტრონული მომსახურება და ავტომატური შეტყობინებები, ასევე თეორიული მასალის გაზიარება. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ!

გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

თამარ იოგა გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რომლის გარეშეც აქამდე ნეტავ როგორ ვცხოვრობდი. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობთ და ჩემს ყველაზე მაგარ ინსტრუქტორს ქეთა რიკაძეს

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ეფექტი

ანა ხუციშვილი ძნელია, „დჰარმის მაწანწალები“ წაიკითხო და იოგათი არ დაინტერესდე. მეც გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ჰობით დამეწყო და უკვე ორი თვეა ჩემს მეგობრებს თავი მოვაბეზრე, თუ რატომ იოგა და რატომ იოგას სახლი. პირველ რიგში, ისეთი გარემოა შეგიძლია ყველა პრობლემა გარეთ დატოვო და ვარჯიშის დროს პრობლემები დაივიწყო. ყოფილა შემთხვევა რვა საათი ფეხზე დგომის შემდეგ საღამოს დაღლილი იოგას სახლში მივსულვარ მაგრამ იქიდან ახალი ენერგიით, ბედნიერი გამოვსულვარ. პირველ დღეებში ძალიან მეზარებოდა, გულში მეტირებოდა, ვინ მაძალებს-თქო ვფიქრობდი, მაგრამ ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებად გადაიქცა და ახლა არა მარტო იქ, არამედ სახლშიც ვვარჯიშობ. უკვე ორი თვეა რაც დავდივარ, კვირაში სამჯერ. აუცილებლად ვაპირებ გაგრძელებას, ახლა უფრო ხშირად ვივლი და სხვა ინსტრუქტორებსაც გავიცნობ. კარგი მოტივაცია მომცა აბონემენტზე ფასდაკლებამ, რითაც ხშირად ანებივრებს გიორგი ბერძენიშვილი იოგას სახლის წევრებს. ამ მშვიდ და მეგობრილ გარემოს ქმნის, როგორც გიორგი, ასევე ადამიანები, რომლთან ერთადაც მიწევს კვირაში რამდენიმე საათის გატარება. ინსტრუქტორი ინდივიდუალურად გვითითებს, თუ როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ასანები, რაც გამიჭირდებოდა მის გარეშე. შევამჩნიე, როგორ ვსწორდები უნებურად, როცა აქამდე ხშირად მოკუზული ვიჯექი ან დავდიოდი. სიარულის მანერაც შემეცვალა. ემოციურად უფრო მშვიდი გავხდი და რაღაცებს სხვანაირად შევხედე. ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანი დამეთანხმება, პირველ რიგში ჩემი მეგობარი, რომლის რჩევითაც მოვედი იოგას სახლში. მოკლედ, თუ გსურთ იხილოთ პროფესიონალიზმი, სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში გაატაროთ დრო, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. მარტო ის რად ღირს, რომ U2-ს, Cigarettes After Sex-ის (და სხვ.) სიმღერების ფონზე ვვარჯიშობთ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
ფილოსოფია
იოგას სახლი
ეფექტი

ნატო ხახანაშვლი იოგას სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის მიხარია მოსვლა. აქ არის მშვიდი და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და მეგობრული ინსტრუქტორები. ცალკე უნდა აღვნიშნო იოგა ორსულთათვის. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ორსულობისას გავუკეთე ჩემ თავს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნინოს<3 ძალიან მინდა გამოვნახო დრო მედიტაციის პრაქტიკისთვის. მადლობა რომ ზრუნავთ ჩემს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
მედიტაცია
იოგას სახლი

სალომე მარკოზია 4 თვეა უკვე რაც დავდივარ და ძალიან მომწონს ჩემი შედეგი. იზა ძალიან ყურადღებიანი და პროფესიონალიზმით გამორჩეული ინსტრუქტორია. გარემოც ძალიან სასიამოვნოა. ვარჯიშზე მოსვლა მიხარია! მადლობა

გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი

ხათუნა გოგუაძე პირველად ჩემს ცხოვრებაში იოგაზე ორი თვის წინ დავიწყე სიარული. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ზოგადად ვარჯიში არ მიყვარს, თუმცა ჩემდა გასაკვირვად ძალიან მომეწონა. არ მოველოდი რომ ამდენი რამის გაკეთება შემეძლო და ჩემი ყოველი “წარმატება” დიდ სიხარულს მანიჭებს. უკვე ორ თვეში ვატყობ რომ ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა უკეთესობისკენ და უფრო ელასტიური გავხდი. თამამად შემიძლია ვქვა რომ იოგა მაბედნიერებს ^_^ მადლობა თქვენ ამისთვის! გისურვებთ წარმატებებს!

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები

ელენე გრიგოლია მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3

გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი

ანა კირვალიძე იოგას სახლი არის ადგილი, სადაც არამარტო პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთან ვვარჯიშობ არამედ გარემო, რომელიც დამეხმარა ემოციური ბალანსის მოპოვებაში და გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას ხერხემლის ტკივილები ნელ-ნელა გამიქრა და ქუჩაში სიარულის დროს ზურგის ტკივილებიც გაქრა. გამიუმჯობესდა ხერხემლის მდგომარეობა რაც გულისხმობს იმას,რომ დაჯდომის დროს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვინარჩუნებ გამართულ მდგომარეობას და რა თქმა უნდა სხეულის ფორმებიც გამიუმჯობესდა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის 💓💓 თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად დაიწყოთ იოგას ვარჯიში Yoga House is highly recommended !! 🧘‍♀️🧘‍♂️🤸‍♂️

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
თავის ტკივილები

ლელა აბჟანდაძე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა იოგის სახლში მოსვლა. ❤️🏠 "სახლი"-ალბათ ამ სიტყვაში ერთიანდება ყველა ის დადებითი ემოცია, რომელიც მახსენდება იოგის სახლის გახსენებისას. ვარჯიში უკვე ბედნიერებაა, მადლობა გიორგი ამისთვის, მოსმენისთვის და კიდევ უამრავი ბედნიერი წუთისთვის 🙏

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

Tatuli Jashiashvili იოგამდე ტანვარჯიშზე დავდიოდი 7 წლიდან, ახლა უკვე თითქმის1 წელია რაც ვვარჯიშობ იოგას..ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგები და მგონია რო ყველაფერი შემიძლია რაღაც საოცარი გრძნობაა🤣❤️ჩემი აზრით იოგას სახლი არის საუკეთესო ვარიანტი დღესდღეობით საქართველოში;გიორგი თავის საქმის პროფესიონალია და საუკეთესო ინსტრუქტორი❤️დიდუბის ფილიალში გარემო არის უზომოდ თბილი თვითონ ინსტრუქტორებიც ძალიან მაგრები არიან🌟მე მაგალითად ძალიან მაგარი შედეგი მივიღე ამ ერთი წლის განმავლობაში და მგონია რომ უფრო და უფრო მეტს შევძლებ მომავალში 💛

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

თიკო ასეიშვილი

სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.

 


გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები
თავის ტკივილები
ONLINE CLASS

თამარ დეკანაძე 6 წლიანი წყვეტის შემდეგ იოგას სახლში დაბრუნება ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია. პროფესიონალების გუნდი და საოცარი გარემო ქმნის ატმოსფეროს რომელიც სრულიად გავიწყებს ყოველდღიურ რუტინას, გავსებს ენერგიით და გაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ გარემოში ჩემთვის წარმოუდგენელი რამ აბსოლუტურად შესაძლებელი გახდა. ვხედავ პროგრესს და უდიდესი სიამოვნებით ვაგრძელებ შრომას უკეთესი შედეგებისთვის. და ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა იზას გარეშე <3 მადლობა! მადლობა! <3

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
დიეტა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი

ანასტასია მჟავია საქართფველოს იოგას ფედერაციის შესახებ დიდი ხანია ვიცი. რამდენიმე წლის წინ ვნახე,რომ ინსტრუქორების მომზადების კურსი ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე,რომ ახალი კურსი შედგა და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გადავწყვიტე გამევლო. ჩვენი ინსტრუქტორი და მასწავლებელი გიორგი უმაღლეს დონეზე გვაწვდის მასალას, გვიხსნის ასანებს და დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს.ის მისტიკა და ამოუცნობი რამ,რაც იოგას თავს ახვევია ნათელი ხდება გიორგის კურსის თეორიული ნაწილით. დამოუკიდებელ პრაქტიკოსი ვარ,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხვდები ასანის სიზუსტეს. იოგას სახლში ჩემს შეკითხვებს დაუსმელად გაეცა პასუხები. კომპეტენტური მასწავლებლის დახმარებით უფრო მარტივად შემიძლია მივაღწიო მიზანს. მეგობრული გარემო, რომელიც სტუდიაშია,ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის. უნდა აღვნიშნო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული სტუდენტისადმი.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

ვერა სხირტლაძე 💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამოუცდელი ვარ და ჩემთვის იოგა უცხო სამყაროა, მაგრამ ეხლა კურსის შუაში ვართ და დავრწმუნდი, რომ სწორე არჩევანი გავაკეთე. ზუსტად დამწყებისთვის საუკეთესოა ეს კურსი, რადგან დაწვრილებით ვარჩევთ , როგორ სწორედ და ეფექტურად შევასრულოთ ასანები, რომ სასხრები არ დავაზიანოთ და მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ვარჯიშის დროს. ძალიან საინტერესო სუნთქვის პრაქტიკა, იოგას ეტიკა და მედიტაციაც.მგონი ზუსტად ასე უნდა დაიწყოს ადამიანმა იოგას შესწავლა,, რადგან ასე უფრო გააზრებულად და სწორედ მიუდგება პრაქტიკასაც. 1 თვეში გავძლიერდი, ენერგია მომემატა და მგონი უფრო მშვიდი გავხდი🧘‍♂️. საოცარი ჯგუპელები მყავს💗🤸‍♀️ და საუკეთესო მასწავლებელი, მცოდნე, პროფესიონალი , კარგი იუმორით 😎🧘‍♂️ ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იოგას სახლში, ნამდვილად თბილ , მეგობრულ და საოცარ გარემოში , აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია 💓🙏💓

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ხერხემალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები

გუგა ბერაია "იოგას-სახლი" არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში სადაც შეიძლება როგორც იოგას მაღალ დონეზე შესწავლა, ასევე განტვირთვა პროფესიონალ ტრენერებთან ერთად. პირადად მადლობელი ვარ ქალბატონი ინგასი, მასთან გავლილი პრაქტიკა და გარემო განუმეორებელია. ერთთვიანი სიარულის შემდეგ შედეგი სახეზეა, ვარ ბევრად უფრო მოქნილი და ჯანმრთელი. ყველა ვინც დაინტერესებულია იოგის შესწავლით ვურჩევ "იოგას-სახლს" ეფექტური და პროფესიული კურსებისთვის. გუგა ბერაია

გარემო
პროფესიონალიზმი
ეფექტი

მარიამ ხელაძე 200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახსრებს, სივრცეებს მათ შორის :) ვეძებდით იდეებს, სასრულს და უსასრულოს, მცდარს და უფრო მცდარს, მაკრო და მიკრო ელემენტებს... :) და ამ უწყვეტ ტალღაში ყველამ ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით, და ეს რაღაც ყველასთვის განსხვავებული და მსგავსია თანადროულად ეს წინააღმდეგობებია, რომლებსაც მოვხსნით. ყველას წარმატებას გისურვებთ, არასდროს დამავიწყდებით! Giorgi Berdzenishvili ❤️

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

მარიამ მერებაშვილი პირადად ჩემთვის, ის, რასაც მაძლევს იოგა: ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს, სტიმულს, ყოველი დღის დაწყების ხალისს, კომფორტს საკუთარ თავთან, ფიქრებთან, სხეულთან ... საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა და ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა (გამო)სცადოს. "იოგას სახლში" იდეალური გარემო შემიქმნეს ამ ყველაფრისთვის, მადლიერი ვარ ამ ადგილის და უმაგრესი ინსტრუქტორის_გიორგი ბერძენიშვილის, რომელმაც საერთოდ სხვა თვალით დამანახა იოგას კულტურა, მისი როგორც არსი და ასევე, როგორც პრაქტიკა 🙏🏽❤️

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი

ირინა მარგიშვილი იოგას სახლში მოსულს დამხვდა , ჰარმონიული და საოცრად თბილი გარემო. აქ მოვიწამლე იოგის სიყვარულით და ვფიქრობ ეს სამუდაომოა. ;) რაც იოგის პრაქტიკა დავიწყე ,ჩემი ცხოვრება გახდა ბევრად ჰარმონიული და მშვიდი. მეხმარება ემოციების კონტროლსა და სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.აღსანიშნავია ის, რომ იოგას სახლში პროფესიონალები მუშაობენ,გულმოდგინედ და გულისხმიერად უდგებიან თავიანთ საქმეს. მადლობა საინტერესო გარემოს შექმნისთვის @გიორგი ბერძენიშვილი .

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
გარემო
სხეულის კორექცია
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

თამთა ცინცაძე იოგას სახლს 5 წლიანი შუალადის შემდეგ დავუბრუნდი. დაძაბული სამუშაო და სასწავლო გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლო 2 წელი ინტენსიურ ვარჯიშს მოკლებული ვიყავი, რის გამოც დამეწყო ზურგის ტკივილი, კუნთებიც მოდუნდა, რომ აღარაფერი ვთქვა ემოციურ დაძაბულობასა და ყოველდღიურ სტრესზე. 1 თვეა დავბრუნდი და საოცრად დიდ სხვაობას ვგრძნობ უკვე. აღარც ზურგი და ხერხემალი მაწუხებს და ემოციურად ხომ საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია :) ნამდვილი შვებაა. სასიამოვნო გარემოც ხელს უწყობს ამ ყველაფერს. მოკლედ, ძალიან მიყვარს აქაურობა :) წარმატებები <3

გარემო
ზურგის ტკივილები
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი

ნათია კურტანიძე საუკეთესო გარემო, ერთმანეთზე უკეთესი ტრენერები (ვისთანაც შეხება მქონია, ქეთი, ელენე და რა თქმა უნდა, არაამქვეყნიური გიორგი ბერძენიშვილი). ყოველ ჯერზე, საკუთარ თავში სულ უფრო მეტ ძალასა და შესაძლებლობებს ვხედავ, ვისვენებ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, (მიუხედავად წარმოუდგენელი დატვირთვისა). ყოველ მომდევნო სესიაზე აშკარაა პროგრესი სხეულის მოქნილობის მხრივ. "იოგას სახლი" თავისი მცენარეებით, ულამაზესი დეკორაციებით, გემოვნებიანი მელოდიით თავს მართლაც სახლში გაგრძნობინებთ, მიხარია ის დღე, როდესაც აქ მოვდივარ. P.S. ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნის, საშხაპეების არ არსებობაა...

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
მედიტაცია
მენსტრუალური ციკლი
ეფექტი

ენდი ჭელიძე ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც დავდივარ, თუმცა, უკვე საგრძნობლად გამიუმჯობესდა ფიზიკური მონაცემები (ხელები გამიმაგრდა, მომეხსნა სხეულის დაძაბულობა, ვპოულობ ბალანსის წერტილებსა და ვხდები მეტად მოქნილი) 🥰 და არა მხოლოდ.. სამსახურიდან დაღლილი შევდივარ დარბაზში, მაგრამ იქედან პოზიტივით და ენერგიით დატვირთული გამოვდივარ. 😍😍 არაჩვეულებრივი გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები ( ეთო ❤️ ) არის ის მთავარი ფაქტორი რის გამოც იოგას სახლში მისვლა ყველაზე მეტად მიხარია 💜💜

გარემო
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
კონცენტრირების უნარი
იოგას სახლი
სახსრები

მაია დათუნაშვილი რა მაწუხებდა? კაი, მოკლედ დავწერ☺️ სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, როცა ძლიერ დარტყმას იღებ, მოულოდნელს, სულიერად რომ კვდები და თავსასც ვერ იკლავ. ხოდა, ერთ მშვენიერ ზაფხულს... 🙈 მოკლედ, ყველაფერი ნაცრისფერია, უგემო, უსუნო (კორონა, მემგონი, მაშინ მე მქონდა😁) არაფერი არ მიხარია დედამიწის ზურგზე, არც მაწუხებს არაფერი, შეგრძნებები აღარ მაქვს. მანამდე რასაც ვაკეთებდი, ყველა და ყველაფერი მძულს. მოკლედ სიკვდილი მინდა, მაგრამ სად არის რო? 😁 ხოდა, ზამთარია, თებერვალი გადის და მე, ტელევიზორთან მიკნავებილი ვწევარ, იმ ზაფხულის მერე ჩვევად მექცა უყველაფრობა. გადის გადაცემა - “რა?სად?როდის?“, გამოვიდა გიორგი, ჩვენი, ახსენა იოგას ფედერაცია და ძალიან საინტერესო კითხვა დასვა. 14 თებერვალი იყო, ეგეც მახსოვს. 15 -ში მივქროლდი „იოგას სახლში“ და დავიწყე იოგა. მაშინ ვფიქრობდი, ცოტა გულს გადავაყოლებ მეთქი. გავიდა თებერვალი, მაინც ცოტა მიჭირს სულიერად კონცეტრირება საქმეზე, რასაც ვაკეთებ. მარტის ბოლოა და დილით, სანამ სახლიდან გავალ ყავას ვსვამ ხოლმე ყოველთვის.. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩიტების ჟღურტული მესმის, მსიამოვნებს და რაღაც მიხარია, მაგრამ რა — არვიცი. ცოტა მერე აღმოვაჩინე, რომ არც ფერებია სულ ნაცრისფერი, ქუჩაში რომ მივდივარ, უნებურად ვღიღინებ, ბალახის სუნი მცემს, აკაციის ყვავილის, — ფეხით რომ მივდიოდი ხოლმე იოგაზე იქვეა ბილიკზე. ისევ დავიწყე მუსიკის მოსმენა, მეგობრების ჭორაობის და წუწუნის, ისევ მომინდა სახლიდან გასვლის დროს რამოდენიმეჯერ გამომეცვალა და მომეხდინა კაბა, ტრადიციულად მაწუხებდა ეს თვისება. მოკლედ, ცხობრების სურვილი დამიბრუნდა. შემიყვარდა და გადამარჩინა ემოციურად. მანამდე სანამ იოგას დავიწყებდი, ვცადე ქარგვა, ხატვა, ცეკვა, ვერაფრს ვერ დავუდე გული.🎶🙏 კონკრეტულად, ახლაც არ ვიცი, რას შველის, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, ვფიქრობ თავიდან დაბადებაში დამეხმარა.. პ.ს. მეტად ვეღარ შევამოკლე .🙏😁💚 მე ❤️💙💚იოგა!

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
იოგას სახლი

ნინო მამულაშვილი მაქვს სქოლიოზი და ბავშვობიდან დავდიოდი მასაჟებზე რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა როგორც კი შევწყვეტდი, გარკვეული დროის შემდეგ ტკივილი და დისკომფორტი ისევ იჩენდა თავს. 2 წლის წინ უძილობის, გადაღლილობისა და ზურგის ტკივილის გამო გადავწყვიტე მოვსულიყავი იოგაზე. ვიარე მხოლოდ 1 თვე (შემდეგ საზღვარგარეთ მომიწია წასვლა) და ეს ერთი თვე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა რომ დამენახა იოგას დადებითი მხარეები. ძილი მომიწესრიგდა, ტკივილები გამიქრა ხასიათი გამომიკეთდა და უფრო ენერგიული და თავდაჯერებული გავხდი. საზღვარგარეთ ყოფნისას ერთი სული მქონდა ჩამოვსულიყავი და გამეგრძელებინა იოგას სახლში სიარული. ერთი თვეა განვაახლე ვარჯიში და იმდენად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ აღარასდროს ვაპირებ შეწყვეტას. ძალიან დიდი მადლობა იოგას სახლის ინსტრუქტორებს რომ არიან ასეთი კარგები და გვიქმნიან საოცარ გარემოს.

გარემო
ზურგის ტკივილები
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
იოგას სახლი

მარიამ სომხიშვილი ერთი თვეა რაც იოგაზე დავიწყე სიარული. საკმაოდ მოუქნელი ვიყავი,თუმცა ყოველ ჯერზე პატარ-პატარა პროგრესს ვგრძნობ,რაც ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, სასიამოვნო ხასიათის ცვლილებაზეც კი მოახდინა გავლენა,რისთვისაც უზომოდ დიდ მადლიერებას გამოვხატავ ინსტრუქტორ,ეთო გელიშვილის მიმართ,რომელიც არის,უზომოდ დიდი პოზიტივი,მხიარული და ყურადღებოანი💙💚💜❤

გარემო
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
ეფექტი

ანა ინგასთან პირველივე ვარჯიშის შემდეგ ვიგრძენი საოცარი შვება და სიმსბუქე. მინდა დიდი რეკომენდაცია გავუწიო მას და მთლიანად იოგას სახლს და მის ინსტრუქტორებს, რომლებმაც თავიდან შემაყვარეს და მაზიარეს იოგას ფილოსოფიას! <3

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
ფილოსოფია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

ანა ვარდოსანიძე იოგა შემაყვარეთ 😍❤️

გარემო
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
კონცენტრირების უნარი

ანა ღვინჯილია ორსულთა იოგის დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მიიღოთ საკუთარი თავის და მომავალი შვილის კეთილდღეობისთვის. ორსულობის საწყისი ეტაპიდან 38 კვირის ჩათვლით, იოგა ჩემთვის იყო საუკეთესო ანტი-სტრესი, მუდმივი ცვლილებების მიუხედავად, საკუთარი სხეულის მართვის შესაძლებლობა, და მსუბუქი და უპრობლემო ორსულობის გარანტია. იოგაზე ნასწავლი სწორი სუნთქვა და ვარჯიშის შედეგები დამეხმარა მშობიარობაში და სწრაფ რეაბილიტაციაში. მეორე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ამ დროს მიიღოთ, არის იოგის დაწყება უშუალოდ ‘იოგას სახლში’, სადაც გარემო, განწყობა და მთელი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის მთელ ამ პროცესს. და ბოლოს, ჩემი და იოგას სიყვარული არ შედგებლდა, რომ არა საუკეთესო, პროფესიონალი და ხალისიანი იზა ინსტრუქტორი და მისი ინდივიდუალური მიდგომა, რომლის იოგის გაკვეთილებსაც აუცილებლად დავუბრუნდები ❤️

გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი

ლელა ბერუაშვილი გამარჯობა მეგობრებო! 🌞
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ყველა ის ემოცია და ფიზიკური მდგომარეობა, რაც 2021 წლის ნოემბრიდან გამიჩნდა იოგის მიმართ…

უკვე ნოემბრის მიწურულს გადავწყვიტე შევხებოდი იოგას. დავრეკე „იოგას სახლში“, სადაც ბ-მა გიორგიმ მირჩია დავსწრებოდი ერთ გაკვეთილს და გამეკეთებინა მოკლე ანალიზი იმისა: იყო თუ არა იოგა ჩემთვის…😊

„იოგას სახლში“ მივედი 2021 წლის 22 ნოემბერს და დღემდე ერთგულად დავდივარ ვერიკო სხირტლაძესთან. ვერიკო არის პროფესიონალი, პუნქტუალური, თავის საქმის მოყვარული, ჰუმანური, კეთილსინდისიერი ინსტრუქტორი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვარჯიშის საათის ყველა წამი არის პროდუქტიული…ვერიკო არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და დიდი სტიმულით, რწმენით და შთაგონებით გვაკეთებინებს ყველაფერ იმას, რომელზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით… ძალიან გამიმართლა, რომ ვერიკო ჩემი ინსტრუქტორია… 😇

ეს არის ადამიანი დაბადებული ამ საქმისთვის… ყველა ახალი გაკვეთილი წინა გაკვეთილისგან განსხვავდება სიახლით და მიღწევებით…. არცერთი გაკვეთილი წინას არ ჰგავს, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ მიმიხარია „იოგას სახლში“, ისეთი აურა აქვს ვერიკოს, რომ კარებს მიღმა რჩება ჩემი პირადი და იშლება არაჩვეულებრივი, ჯანსაღი, სიყვარულით და სიკეთით სავსე სამყარო… მადლობა მშვენიერ ვერიკოს ყოველივესთვის…🌷😍

რაც შეეხება ჩემი 5 თვიანი ვარჯიშის შედეგს:

1. გამიქრა წელის ტკივილი;
2. ასევე, მხრის ტკივილი, რომელიც ღამე ძილის საშუალებას არ მაძლევდა…
3. დამავიწყდა ყურის ნიჟარის ტკივილები, რომლის ტკივილსაც ყელ-ყურის ექიმი მიაწერდა ოსტეოქონდროზს…
4. მომიწესრიგდა ძილი…
5. იოგამდე დავიკელი 40 კგ და მოგეხსენებათ კანის მდგომარეობა როგორიც იქნებოდა… დღეს თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ზედმეტად მოშვებული კანი დგება ფორმაში, რაც სტიმულს მაძლევს იმისას, რომ კანის არაესთეტიური მდგომარეობა სულ მალე რიგ უხერხულობებს აღარ შემიქმნის;
6. ვარჯიშიდან გამოსული ახალი და დადებითი ენერგიით ვარ სავსე და უკვე მოთხოვნილებად მექცა იოგას ყოველდღიური პრაქტიკა (და ალბათ ეს დღეც დადგება…)
7. დარბაზს გარეთ, საყოფაცხოვრებო პირობებშიც კი მადგება ყველა ის მითითება, რასაც ვერიკო იძლევა ვარჯიშის დროს და ვხვდები რომ არა მარტო მაჯანსაღებს, არამედ ცხოვრებას მიმარტივებს იოგა…
8. ჩემი ასაკია 49 წელი, სულ რაღაც 6 თვეში ნახევარ საუკუნეს მივაღწევ ბევრად გაჯანსაღებული და დადებითი ენერგიით სავსე, რაზეც უდიდეს მადლობას გიხდით ბ-ნო გიორგი თქვენ, რომ თქვენი მონდომებით მომეცა საშუალება ახალი და ლამაზი ცხოვრების… 😍

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
ხერხემალი
იოგას სახლი
ეფექტი

ეკა ჩიჩუა იზა არი საოცრება. მაქვს სქოლიოზი, ამის გამო არათქნაბრად განვითარებული კუნთები მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ასევე ძალიან არა მოქნილი ვარ:) 1 თვეში გავიწელე შედარებით, მოვძლიერდი, თავის ტკივილები ფაქტიურად გამიქრა, მუხლი მტკიოდა( სავარაუდოდ ხელრხემლის გამო) და აღარ მტკივა… დიდი მადლობა 🙏🏽

გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი
თავის ტკივილები

kristina მოგესალმებით , დიდი ხანია რაც დავდივარ წელიწადზე მეტი და იცით რას ვფიქრობ აქამდე სად ვიყავი :) უბედნიერესი ვარ რომ არსებობთ , დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს რომ დაარსა ეს ცენტრი და უდიდესი მადლობა ნინო მეტრეველს ჩემს ინსტრუქტორს ულამაზეს და უსაყვარლეს მიყვარხართ ❤

გარემო
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი

ანა შონია რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე იოგას სახლი და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია პანდემიამ შემაფერხა, მაგრამ ეხლა ისევ დავიწყე და იმედი მაქ აქტიურად გავყვები. მე ძალიან მეხმარება ფიზიკური და ფსიქიკური ბალანსის მიღწევაში. როგორც კი ვიწყებ ვარჯიშს მთლიამად იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ფანტასტიური ინსტრუქტორები არიან 💜 იოგა- თანამედროვე აბი გლუკოზაა.

გარემო
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

მარი ლიპარტია იოგას სახლში სიარულის შემდეგ, 12 გაკვეთილშიც კი, ვიგრძენი სიძლიერის მატება, და ასანებს რასაც იოგას სახლში მოსვლამდე ვერ ვაკეთევდი, ბევრად მიმარტივდება ახლა მათი გაკეთება. მიხარია ყოველი ვარჯიში, მადლობა იოგას სახლის კარგი ქომუნითის/გარემოს შექმნისთვის!

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი

შოთა ბასილაძე 2 თვეა რაც იოგას სახლში დავდივარ, სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე რამდენად კარგი შედეგი მაქვს, რამდენად კარგი გარემოა. ინსტრუქტორები საუკეთესოები არიან თამარა ❤ მარიამ ❤

გარემო
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი

Liuba Kuncevich I had an incredible experience from Yoga House at Didube! Practically everything is perfect: the beautiful and neat facility, the location, schedule, and of course the teachers. Tamar Midelauri is a star teacher, her classes quickly made me fit and I learned new asanas I never knew I was capable of! Also, special kudos for the kind support and speaking amazing english at the class while giving instruction, even though I do not speak Georgian, I could easily follow. I loved two other teachers I met too, they all are very attentive and supportive. I recommended Yoga House to my friend and she was impressed too. Thank you so much gals, you made my immigration so much easier.

გარემო
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი

თამარ ქათამაძე იოგას კურსმა მომცა ზღვა ინფორმაცია ,რომელსაც დროთა განმავლობაში მეტად ჩავწვდები და გავიაზრებ 💞უბრალოდ მიყევით დინებას და მიიღეთ თითოეული დღით სიამოვნება,თანდათან მოვა საკუთარი თავის რწმენა,ემოციური ბალანსი,სულიერი სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი🙏 თავიდან უბრალოდ ვარჯიშობ ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული ,რაღაცეები გიძნელდება ვერ აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. შემდეგ მოდის ახალი ეტაპი,დაძაბულობა გეხსნება,ახალი ენერგიით ივსები,ვითარდები ყოველდღიურად, შენი თვითშეფასება იზრდება, მოტივაცია იმატებს,ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობთ. ნეგატივისგან, დეპრესიისგან ,შფოთვებისგან თავისუფლდებით😍 წარმატებები❤️

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ONLINE CLASS

ნანა თურქაძე ადამიანი თავისი არსით მაძიებელია. ვფიქრობ, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამას მიხვდა და უფრო ბედნიერი ის ადამიანი მგონია, რომელმაც იპოვა თავისი ნატვრისთვალი. ჩემთვის ეს ნატვრისთვალი სწორედ იოგაა. ერთი წლის წინ, საყოველთაო შინ გამოკეტვის პერიოდში, ონლაინ დავესწარი გიორგი ბერძენიშვილის მედიტაციისა და ფილოსოფიის ერთთვიან კურსს. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უფრო ღრმად შემესწავლა იოგას ფილოსოფია და ამ გადაწყვეტილებას ვუმადლი, რომ გავბედე და გავიარე იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი, პირადად გავიცანი იოგას საუკეთესო მასწავლებელი, გიორგი ბერძენიშვილი, და მისი გუნდი. ასევე მინდა დიდი სიყვარულით აღვნიშნო, რომ ამ კურსმა გამაცნო ძალიან საინტერესო ადამიანები და ამ ყველაფრისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. P.S. თუ შენ დიდი ხანია ფიქრობ იოგის ფილოსოფიის სწავლას, მაშინ ეგ სურვილი აუცილებლად მიგიყვანს იოგას სახლში, სადაც დაგხვდებათ თქვენი მასწავლებელი.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
იოგას სახლი

სალომე ქობულაშვილი დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, ასეთი არაჩვეულებრივი კლუბის შექმნისთვის, საოცარი ტრენერების შერჩევისთვის. პროფესიონალიზმითა და ემპათიით გაჯღენთილი გარემოსთვის. პერსონალური მადლობა ნინო ბარბაქაძეს ჯადოსნური გაკვეთილებისათვის ❤️❤️❤️ 28 წლიანი სტომატოლოგიური პრაქტიკა ხერხემლისთვის სერიოზული სტრესია, არ მეგონა რომ იოგას ასე მსუბუქად შეეძლო ამ პრობლემასთან გამკლავება, მხრებში იშლები , ხერხემალი სწორდება, ხდება სხეულის სრული ტრანსფორმაცია, ტკივილი უკვალოდ ქრება... დიდი მადლობა🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
ეფექტი

ნანუ მაცაბერიძე "იოგას სახლი" ყოველთვის არის ის ადგილი,სადაც ვისვენებ შინაგანად,ფიზიკურად.. აქ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ ჰქმნიად "შინაურულ" გარემოს,რაც გეხმარება მოაღწიო გარე და შინაგან სრულყოფილებას,რამდენადაც ეს შესაძლებელია💚 ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ და ყოველთვის ახალი ემოციებით ვბრუნდები. ეს არის საუცხოო გარემო რომელიც სავსეა იმ შინაგანი სიმშვიდითა და ჰარმონიით,რის მწვავე ნაკლებობასაც განვიხდით ყველა შექმნილი რუტინებითა და სამსახურეობრივი მოვალეობებით. გიორგი ბერძენიშვილი ერთადერთი ადამიანია,რომლის მიმართაც თვალდახუჭული გავცემ რეკომენდაციას. მადლობა,რომ შეჰქმენით ადგილი,სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ🙏

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
ეფექტი

გვანცა ბოჭორიშვილი იოგას მიმართ ინტერესი დაახლოებით 1 წელია გამიჩნდა, მაგრამ ხან დროის დეფიციტის გამო ხან სხვა მიზეზებით ვერ ვახერხებდი, მათ შორის იყო ჩემი მოუქნრლობაც. მარიამ ხელაძე არის სასწაული გოგო ♥️ ინდივიდუალურ გაკვეთილზე დებს სულ და გულს რომ მიაღწიოთ იმ შედეგს რაზეც ოცნებობთ♥️ მოტივაციით, სწორი ტექნიკების ჩვენებით, ფიზიკური დახმარებით საბოლოოდ გაკვეთილიდან გამოდიხართ საოცრად ბედნიერი, მადლიერი და ენერგიით სავსე 🥰♥️♥️ დიდი მადლობა მარიამს ამ შეგრძნებებისთვის ♥️

გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
დიდუბის ფილიალი
ეფექტი

მაკა გორდელაძე ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ რომ დავიწყე იოგა თქვენთან👏💕დიდი მადლობა!💕

გარემო
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
ეფექტი
მარიამ ხელაძე
კმაყოფილება

ნინო საბაშვილი ძალიან მიყვარს იოგას სახლი🫶🏼 თქვენი ცენტრი ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების სახლია🫶🏼 ვაფასებ თქვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს, რაც ჩემი ვარჯიშის შედეგზეც აისახება🙏🫶🏼 სიამობმებით ვაგრძელებ თქვენთან სიარულს🫶🏼💫

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
კმაყოფილება

თეონა ჯიშიაშვილი იოგას სახლი ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის საუკეთესო ადგილად. განსაკუთრებული გარემო, ადამიანები და რაც მთᲕარია სივრცე, სადაც პოულობ და მერე თან მიგაქვს ენერგია, სამყოფი მთელი დღის, კვირის, თვის და წლის :)

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
მარიამ ხელაძე

ლანა გიორგაძე კურსის სილაბუსს რომ გაეცნობი უკვე მის მრავალფეროვნებაზე წარმოდგენა გექმნება, თუმცა რეალურად როცა დაიწყებ ხვდები რომ იმაზე მეტის სწავლა და აღმოჩენა შეგიძლია ვიდრე წარმოგედგინა. როდესაც იოგა ანატომიას სწავლობ სწორი აქცენტებით და შედარებებით უფრო მარტივია მისი გაგება და არც ტერმინები დაგაბნევს, მითუმეტეს თუ მანამდე შეხება საერთოდ არ გქონია. თავიდან მაინტერესებდა, მხოლოდ, ასანის სწორად შესრულება და იმის გაგება თუ რომელი კუნთი როდის უნდა გამომეყენებინა. მაგრამ როცა ისტორიას, იოგა ეთიკას, გავეცანი რაღაც ინსაითი მქონდა, რომელიც თითქოს უფრო კარგად დამეხმარა იმის გააზრებაში თუ რას ვაკეთებდი. იოგას რომ ერთხელ ცდი, შემდეგ უეჭველად შენი ყოველდღიურობას ნაწილი ხდება, თავს კარგად გრძნობ, ძლიერდები, უკეთესად შეგიძლია კონცენტრირება და შენი ხმის მოსმენა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მაინც სწორი ინსტრუქტორის და ადამიანის შერჩევაა, რომელიც მიგნებებში დაგეხმარება და ინდივიდუალური განვითარების საშუალებას მოგცემს (მადლობა გიორგის!). მოკლედ, მთელი მოგზაურობაა იოგა თავისთავად, ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია companyს სწორად შერჩევა 🧡

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
კონცენტრირების უნარი
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
კმაყოფილება

მაია ბოლქვაძე ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ იოგას ცენტრით. პირველ რიგში ძალიან კარგი გარემოა დიდუბის ფილიალში. დავდიოდი 3 სხვადასხვა ინსტრუქტორთან, და სამივეს რეკომენდაციას ვუწევ.

გარემო
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
მარიამ ხელაძე
თამარ მიდელაური
კმაყოფილება

თათული ხვედელიძე გამარჯობა, დავდიოდი ორსულებისთვის იოგაზე მარიამთან და იზასთან. ეს იყო ერთერთი საუკეთესო და სასიამოვნო გამოცდილება ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში. გარდა ფიზიკური სიმსუბუქისა, ჩემთვის იოგას სახლში მისვლა განტვირთვასა და სულიერ სიმშვიდესთანაც ასოცირდებოდა. მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის!

გარემო
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
მარიამ ხელაძე

ხატია ვასაძე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ აშთანგა იოგას კურსით. აქ დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, საუკეთესო სავარჯიშო გარემო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი უმაგრეს და უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე ტრენერს, ბატონ გიორგის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისთვის

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი
კმაყოფილება


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია