
მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 278 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
მარი ხალიშვილი იოგას სახლის დიდუბის ფილიალი არის ხელსაყრელი გარემო იმისთვის რომ განიტვირთო და საკუთარ თავს დაუხლოვდე იოგას მეშვეობით. ამისთვის დიდი მადლობა ბ-ნ გიორგის, თავისი პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი ყურადღებისთვის. იოგას დიეტასთან ერთად ერთი თვის მანძილზე დავიკელი 5 კგ. მომეხსნა კისრის და ზურგის ტკივილი. ეს უდავოდ აისახება მთელი დღის განწყობაზეც.
ბექა სუხიტაშვილი ყოველთვის მსურდა იოგას სწავლა, თუმცა მიზეზების გამო ვერასოდეს ვახერხებდი. ერთი თვეა დავდივარ იოგას სახლში და ჩემი სხეულის მოქნილობაში უკვე ვამჩნევ პატარა ცვლილებებს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი წინასწარგანწყობები იმაზე უკეთესად გამართლდა, ვიდრე ველოდი: პროფესიონალი, ყურადღებიანი, დამხმარე ინსტრუქტორები (იზა და ქეთი) და მშვიდი გარემო. ყოველდღიური სტრესისგან თავის დასაღწევად ეს ერთი საათი ჩემთვის უდიდესი შვებაა და მინდა იოგას პრაქტიკა მომავალშიც გავაგრძელო. ხშირად სრულიად ენერგიაგამოცლილი და დაღლილი მივდივარ გაკვეთილზე, სახლშიც ზოგჯერ ვერ ვახერხებ პრაქტიკას მუშაობის შემდეგ, მაგრამ აქ მოსული, ვიცი, რომ "სხვანაირი" ენერგიით ავივსები და დავბრუნდები სახლში და ეს ჩემი მთავარი მოტივაციაა.
რევაზ დავითაშვილი მე-7 თვეა დავდივარ რეგულარულად. ყველა ინსტრუქტორი თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან მშვიდი, დადებითი და პოზიტიური ენერგიით ვივსები ყოგას სახლში შესვლისთანავე. შედეგს რაც შეეხება, ხერხემლის პრობლემებისგან სრულად გავთავისუფლდი, ძალა, მოქნილობა, კონცენტრაცია, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა, იმუნიტეტი, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა თითქოს თავიდან დაიბადა და განვითარდა. ყველას ვისაც სურს მუდმივი გონებრივი და ფიზიკური პროგრესირება, ჩემი აზრით იოგა(აშთანგა) ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის პრაქტიკაც სიცოცლის ბოლომდეა შესაძლებელი...
ელენე სეხნიაშვილი ძალიან სასიხარულოა, რომ იოგას სახლი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს ორსულებისთვისაც. არსებობს გარკვეული ცრურწმენა, რომ ადამიანი ორსულობისას “ზედმეტად არ დაიტვირთოს”, რის გამოც ხშირად ორსულ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებივით ექცევიან. რაც უფრო უმოძრაოდაა სხეული განსაკუთრებით ორსულობისას, შეიძლება მართლაც უფრო მეტი ფიზიკური სირთულე იჩენს თავს. ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ იოგას სახლში ეს ვარჯიშები აღმოვაჩინე. პირადად მე ძალიან მეხმარება იოგა როგორც ფორმისა და წონის, ასევე შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში. გაწელვები, სუნთქვის ვარჯიშები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ხერხემლის კუნთებს ამაგრებს და მენჯის ძვლების მოქნობას უწყობს ხელს. დაღლილიც მივსულვარ, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ძალები აშკარად მემატება. ძალიან სასიამოვნოა ვარჯიშის შემდეგ დასვენება და მედიტაცია. უსაყვარლესი, ყურადღებიანი და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით, მშვენიერ გარემოში, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ვარჯიში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ამ პერიოდში და ვაპირებ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელო. იქვე, მოსაცდელში ასევე ხელმისაწვდომია საინტერესო ლიტერატურაც იოგისა და ფილოსოფიის შესახებ. იოგის სახლი ძალიან კარგი ადგილია საკუთარი, მყუდრო, ალტერნატიული სამყაროს შესაქმნელად.
მიხეილ გიორგაძე იოგისადმი ინტერესი, პირველ რიგში, ხერხემლის პრობლემებმა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით მოვხვდი იოგის სახლში. ერთი თვეა რაც დავდივარ და შემიძლია არა მახოლოდ ხერხელმალთან დაკავშირებულ, არამედ, საკუთარი გამოცდილებით, სხვა უფრო კომპლექსურ სარგებელზეც ვისაუბრო. პირველი ხელშესახები შედეგი იყო, ძილის მოწესრიგება. აღარც კი მახსოვს ბოლოს ასე მშვიდად და დროულად როდის დავიძინე:) ვგრძნობ ხერხემლის კუნთების გამაგრებას. თან და თან უფრო გაცნობეირებული ხდება იოგის, როგორც საკუთარი სულისა და სხეულის შეცნობის ფილოსოფია. ჩემი სხეული თურმე რამდენ შეზღუდვას და რამდენ შესაძლებლობას მალავს:) ყოველი გაკვეთილი ახალი შესაძლებლობის აღმოჩენა და ამ აღმოჩნეებისგან მიღებული ბედნიერების განცდის შესაძლებლობაა. ამ ყველაფერს უძღვებიან გამოცდილი და კომპეტენტური ინსტრუქტორები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო მომსახურების სერვისების გამართულობა და კლიენტზე ორიენტირებულობა. ძალიან კომფორტულია ჩემთვის გადახდების და ფინანსური ვალდებულებების ელექტრონული მომსახურება და ავტომატური შეტყობინებები, ასევე თეორიული მასალის გაზიარება. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ!
თამარ იოგა გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რომლის გარეშეც აქამდე ნეტავ როგორ ვცხოვრობდი. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობთ და ჩემს ყველაზე მაგარ ინსტრუქტორს ქეთა რიკაძეს
ვიქტორია ცხონდია იოგას სახლი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია და ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე, რომ ინსტრუქტორმა გიორგი ბერძენიშვილმა მედიტაციის კლასის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა არც ისე მარტივი იყო, თვითონ პროცესი იმდენად საინტერესო,სასიამოვნო და მრავლისმომცველია, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო მედიტაციის პრაქტიკა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის <3 <3 <3
ანა ხუციშვილი ძნელია, „დჰარმის მაწანწალები“ წაიკითხო და იოგათი არ დაინტერესდე. მეც გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ჰობით დამეწყო და უკვე ორი თვეა ჩემს მეგობრებს თავი მოვაბეზრე, თუ რატომ იოგა და რატომ იოგას სახლი. პირველ რიგში, ისეთი გარემოა შეგიძლია ყველა პრობლემა გარეთ დატოვო და ვარჯიშის დროს პრობლემები დაივიწყო. ყოფილა შემთხვევა რვა საათი ფეხზე დგომის შემდეგ საღამოს დაღლილი იოგას სახლში მივსულვარ მაგრამ იქიდან ახალი ენერგიით, ბედნიერი გამოვსულვარ. პირველ დღეებში ძალიან მეზარებოდა, გულში მეტირებოდა, ვინ მაძალებს-თქო ვფიქრობდი, მაგრამ ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებად გადაიქცა და ახლა არა მარტო იქ, არამედ სახლშიც ვვარჯიშობ. უკვე ორი თვეა რაც დავდივარ, კვირაში სამჯერ. აუცილებლად ვაპირებ გაგრძელებას, ახლა უფრო ხშირად ვივლი და სხვა ინსტრუქტორებსაც გავიცნობ. კარგი მოტივაცია მომცა აბონემენტზე ფასდაკლებამ, რითაც ხშირად ანებივრებს გიორგი ბერძენიშვილი იოგას სახლის წევრებს. ამ მშვიდ და მეგობრილ გარემოს ქმნის, როგორც გიორგი, ასევე ადამიანები, რომლთან ერთადაც მიწევს კვირაში რამდენიმე საათის გატარება. ინსტრუქტორი ინდივიდუალურად გვითითებს, თუ როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ასანები, რაც გამიჭირდებოდა მის გარეშე. შევამჩნიე, როგორ ვსწორდები უნებურად, როცა აქამდე ხშირად მოკუზული ვიჯექი ან დავდიოდი. სიარულის მანერაც შემეცვალა. ემოციურად უფრო მშვიდი გავხდი და რაღაცებს სხვანაირად შევხედე. ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანი დამეთანხმება, პირველ რიგში ჩემი მეგობარი, რომლის რჩევითაც მოვედი იოგას სახლში. მოკლედ, თუ გსურთ იხილოთ პროფესიონალიზმი, სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში გაატაროთ დრო, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. მარტო ის რად ღირს, რომ U2-ს, Cigarettes After Sex-ის (და სხვ.) სიმღერების ფონზე ვვარჯიშობთ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ნატო ხახანაშვლი იოგას სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის მიხარია მოსვლა. აქ არის მშვიდი და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და მეგობრული ინსტრუქტორები. ცალკე უნდა აღვნიშნო იოგა ორსულთათვის. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ორსულობისას გავუკეთე ჩემ თავს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნინოს<3 ძალიან მინდა გამოვნახო დრო მედიტაციის პრაქტიკისთვის. მადლობა რომ ზრუნავთ ჩემს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე
ანა ნანუაშვილი პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის ადგილი საიდანაც ყოველთვის მშვიდი,ენერგიული და გაძლიერებული გამოვდივარ. 6 თვის წინ დავიწყე სიარული,მანამდე პერიოდულად სახლში ვვარჯიშობდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად დროს ან ადგილს ვერ ვპოულობდი სავარჯიშოდ, მქონდა ხანმოკლე პაუზები. ამის გამო გადავწყვიტე შემერჩია შესაბამისი ადგილი სავარჯიშოდ. სიმართლე გითხრათ, სულ მეშინოდა ზოგადად რომელიმე ცენტრში სიარულის, ვფიქრობდი რომ არსად არ იქნებოდა პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც დამეხმარებოდა, სწორ მითითებებს მომცემდა და სიღრმისეულად ეცოდინებოდა ეს საქმე. ბევრი ძიების შემდეგ არჩევანი შევაჩერე იოგას სახლზე და არც შევმცდარვარ. აქ დამხვდა მეგობრული გარემო, არაჩვეულებრივი ინსტრუქტორები და ჩემთვის კომფორტული განრიგი. აქ ხშირად იმართება საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ასე რომ, შეგიძლიათ ბევრი კარგი,სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის მიღება. დავდივარ თითქმის ყოველდღე სიხარულით და ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ უდიდეს შედეგს ვხედავ. გავხდი ბევრად უფრო მოქნილი, ფიზიკურად გავძლიერდი, სისტემატიური და სწორი ვარჯიშის დახმარებით შემეცვალა სხეულის ფორმა, ვინარჩუნებ წონას, გავბედნიერდი, უფრო მეტად მშვიდი ვარ. ინსტრუქტორებს რაც შეეხება, თითოეული მათგანი არის თავისი საქმის მცოდნე, მათთან ერთად ვარჯიში არის ძალიან საინტერესო, პირადად მე მაძლევენ დიდ მოტივაციას და ვფიქრობ ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმს. ასე რომ, თუ ვინმე ისეთი კითხულობ, რომელსაც ბოლომდე არ გაქვს გადაწყვეტილი იყიდო თუ არა აბონიმენტი, არც დაფიქრდე და აუცილებლად შემოუერთდი ამ საოცარ გუნდს. მათ კი ვინც ეხლა იწყებს ვარჯიშს, ვურჩევ რომ არ უყუროთ სხვებს და არ დაიწყვიტოთ გული თუ რომელიმე პოზა არ გამოგივათ, მთელი მონდომებით ივარჯიშეთ და რაღაც პერიოდში თქვენივე შედეგი გაგაკვირვებთ, გარდა ამისა გამოიმუშავებთ მოთმინების უნარს და ბევრ ისეთ თვისებას დახვეწთ/შეიძენთ ,რაც სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების დროს ხშირად გამოგადგებათ.
ხათუნა გოგუაძე პირველად ჩემს ცხოვრებაში იოგაზე ორი თვის წინ დავიწყე სიარული. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ზოგადად ვარჯიში არ მიყვარს, თუმცა ჩემდა გასაკვირვად ძალიან მომეწონა. არ მოველოდი რომ ამდენი რამის გაკეთება შემეძლო და ჩემი ყოველი “წარმატება” დიდ სიხარულს მანიჭებს. უკვე ორ თვეში ვატყობ რომ ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა უკეთესობისკენ და უფრო ელასტიური გავხდი. თამამად შემიძლია ვქვა რომ იოგა მაბედნიერებს ^_^ მადლობა თქვენ ამისთვის! გისურვებთ წარმატებებს!
ელენე გრიგოლია მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3
ანა კირვალიძე იოგას სახლი არის ადგილი, სადაც არამარტო პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთან ვვარჯიშობ არამედ გარემო, რომელიც დამეხმარა ემოციური ბალანსის მოპოვებაში და გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას ხერხემლის ტკივილები ნელ-ნელა გამიქრა და ქუჩაში სიარულის დროს ზურგის ტკივილებიც გაქრა. გამიუმჯობესდა ხერხემლის მდგომარეობა რაც გულისხმობს იმას,რომ დაჯდომის დროს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვინარჩუნებ გამართულ მდგომარეობას და რა თქმა უნდა სხეულის ფორმებიც გამიუმჯობესდა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის 💓💓 თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად დაიწყოთ იოგას ვარჯიში Yoga House is highly recommended !! 🧘♀️🧘♂️🤸♂️
ქეთი კომახიძე სანამ იოგაზე დავიწყებდი სიარულს , დავდიოდი სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზებში , რომლებიც მალევე მბეზრდებოდა. ბოლო ერთი წელია რაც იოგაზე დავიწყე სიარული და არასდროს მბეზრდება. იოგა მეხმარება სტრესთან ბრძოლაში. რაც არ უნდა რთული დღე მქონდეს , ვარჯიშის მერე სულ მხნედ და პოზიტიური განწყობით გამოვდივარ . იოგას სახლის დახმარებით ჩემი ცხოვრება უფრო ფერადი და ჯანსაღია <3
ანა ახმეტელაშვილი მადლობა ნინოს, ინსტრუქტორს და ჯგუფს დადებითი ემოციების გაცვლისთვის. ზუსტად ვიცოდი, რომ ორსულობის დროსაც გავაგრძელებდი აქტიურ ცხოვრებას და ასეც არის. არაჩვეულებრივი საშუალებაა პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად და რათქმაუნდა ორსულობის დროს ფორმის შესანარჩუნებლად. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვგრძნობდი თავს ენერგიულად, ბედნიერად და ვინარჩუნებდი ჩემს სხეულთან კავშირს, რაც ვფიქრობ საკვანძო ფაქტორია ქალისთვის ამ განსხვავებული მდგომარეობის მისაღებად და ორსულობის პროცესის სასიამოვნოდ წარმართვისთვის. ყველას ვუწევ რეკომენდაციას ყოველთვის იზრუნონ საკუთარ თავზე, ამ შემთხვევაში იოგას დახმარებით და ორსულობის დროსაც ❤️❤️
ქეთევან ისაკაძე "იოგას სახლში" ვარჯიშის დაწყებას აუცილებლად შევიყვანდი ჩემი ცხოვრების ტოპ 3 საუკეთესო გადაწყვეტილებაში! ჩემი პირადი გამოცდილებით, იოგა არის პრაქტიკა, რომლის დროსაც, მთელი დღის ნაგროვებ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ნაგავს გარდაქმნი ბრჭყვიალა, ბედნიერ ენერგიად. მერე, ეს ენერგია დამცავი სფეროსავით დაგყვება თან და ყველაფერ ნეგატიურს ისხლიტავს :) რაც უფრო პროგრესირებს შენი მოქნილობა და ძალა კუნთებში, მით უფრო იზრდება ამ ჯადოსნური დამცავი სფეროს კედლების სისქეც. 3 თვეა რაც დავდივარ და ვგრძნობ როგორ ვიბრუნებ ჩემს სხეულს ნელ-ნელა. აი, სხვა თუ არაფერი, სკამზე რომ ვზივარ ვხვდები რომ ზურგი მარტო ხერხემალს კი არა, კუნთბსაც უჭირავთ :) აქამდე, თითქოს რაღაც 3-4 ცალი კუნთი დაათრევდა მთელს სხეულს და ახლა ყველა წერტილი მობილიზებულია, ყველა კუნთს თავისი საქმე აქვს და ორგანიზმი შეთანხმებულად მუშობს. ზუსტად იგივე ხდება გონებაშიც. რაც მეტი დრო გადის, იმატებს სიმშვიდის, ბედნიერების, სილაღის და სიძლიერის შეგრძნება. ძალიან დიდი მადლობა ინსტრუქტორებს! <3 ყველაფერს ინდივიდუალურად გიხსნიან, იმხელაზე გხარჯავენ რამდენის ატანაც შეგიძლია, მაგრამ თან ბოლომდე გწურავენ და დანებების საშუალებას არ გაძლევენ. კიდევ, დიდი მადლოიბა, რომ ასე სწრაფად გადმოეწყვეთ ონლაინ რეჟიმში და ტემპის დაუგდებლად და დაუღალავად გვავარჯიშებთ. წარმატებებს გისურვებთ! <3
თიკო ასეიშვილისულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.
ირინა ჯაფარიძე რამდენიმე წლის წინ დავიწყე აშთანგა იოგას ვარჯიში ნინოსთან და იზასთან ინდივიდუალურად. უმაღლესი კლასის ინსტრუქტორებმა შემაძლებინეს, რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესისთვის მიმეღწია. ტექნიკის გარდა, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული პოზის ანატომიური თავისებურებები, რაც დადებითი შედეგისთვის არსებითია. უზომოდ მადლობელი ვარ. შემდეგ შევუერთდი მედიტაციის და ფილოსოფიის ონლაინ გაკვეთილებს გიორგისთან, რამაც გადამატანინა პანდემიით გამოწვეული იზოლაცია და სრულიად შემიცვალა საკუთარი თავისა და სამყაროს ურთიერთკავშირის აღქმა და ზოგადად, ძალიან დადებითი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. უზარმაზარი მადლობა იოგას სახლს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმის და საქმეში ამდენი სიყვარულის ჩადებისთვის ❤️
თამარ დეკანაძე 6 წლიანი წყვეტის შემდეგ იოგას სახლში დაბრუნება ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია. პროფესიონალების გუნდი და საოცარი გარემო ქმნის ატმოსფეროს რომელიც სრულიად გავიწყებს ყოველდღიურ რუტინას, გავსებს ენერგიით და გაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ გარემოში ჩემთვის წარმოუდგენელი რამ აბსოლუტურად შესაძლებელი გახდა. ვხედავ პროგრესს და უდიდესი სიამოვნებით ვაგრძელებ შრომას უკეთესი შედეგებისთვის. და ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა იზას გარეშე <3 მადლობა! მადლობა! <3
ნინა ორჯონიკიძე იოგას სახლის არსებობიდან თვალყურს ვადევნებდი თუმცა არასოდეს მომეცა საშუალება გიორგისთან იოგა მევარჯიშა.თუ ვინმე მკითხავს რა სიკეთე მოგიტანა კორონამ? ყველაზე დიდი სიკეთე ეს იყო რომ დისტანციურად გამოცხადდა ვარჯიში მაშინვე ჩავეწერე და ჩემი ოცნებაც ასრულდა💖 სულ მეგონა რომ კონკრეტულ ასანებს ვერ გავაკეთებდი ხერხემლის გამო თუმცა ჩემი ხერხემალი დღითი დღე კიდევ უფრო მოქნილი ხდება.გაუმჯობესდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა ვარ უფრო მეტად ენერგიული და ბედნიერი,რისთვისაც ძალიან დიიიდი მადლობა გიორგის რომ მომეცა საშუალება დისტანციურად მევარჯიშა პროფესიონალებთან ერთად🙏💖
ვერა სხირტლაძე 💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამოუცდელი ვარ და ჩემთვის იოგა უცხო სამყაროა, მაგრამ ეხლა კურსის შუაში ვართ და დავრწმუნდი, რომ სწორე არჩევანი გავაკეთე. ზუსტად დამწყებისთვის საუკეთესოა ეს კურსი, რადგან დაწვრილებით ვარჩევთ , როგორ სწორედ და ეფექტურად შევასრულოთ ასანები, რომ სასხრები არ დავაზიანოთ და მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ვარჯიშის დროს. ძალიან საინტერესო სუნთქვის პრაქტიკა, იოგას ეტიკა და მედიტაციაც.მგონი ზუსტად ასე უნდა დაიწყოს ადამიანმა იოგას შესწავლა,, რადგან ასე უფრო გააზრებულად და სწორედ მიუდგება პრაქტიკასაც. 1 თვეში გავძლიერდი, ენერგია მომემატა და მგონი უფრო მშვიდი გავხდი🧘♂️. საოცარი ჯგუპელები მყავს💗🤸♀️ და საუკეთესო მასწავლებელი, მცოდნე, პროფესიონალი , კარგი იუმორით 😎🧘♂️ ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იოგას სახლში, ნამდვილად თბილ , მეგობრულ და საოცარ გარემოში , აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია 💓🙏💓
მარიამ ხელაძე 200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახსრებს, სივრცეებს მათ შორის :) ვეძებდით იდეებს, სასრულს და უსასრულოს, მცდარს და უფრო მცდარს, მაკრო და მიკრო ელემენტებს... :) და ამ უწყვეტ ტალღაში ყველამ ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით, და ეს რაღაც ყველასთვის განსხვავებული და მსგავსია თანადროულად ეს წინააღმდეგობებია, რომლებსაც მოვხსნით. ყველას წარმატებას გისურვებთ, არასდროს დამავიწყდებით! Giorgi Berdzenishvili ❤️
მარიამ მერებაშვილი პირადად ჩემთვის, ის, რასაც მაძლევს იოგა: ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს, სტიმულს, ყოველი დღის დაწყების ხალისს, კომფორტს საკუთარ თავთან, ფიქრებთან, სხეულთან ... საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა და ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა (გამო)სცადოს. "იოგას სახლში" იდეალური გარემო შემიქმნეს ამ ყველაფრისთვის, მადლიერი ვარ ამ ადგილის და უმაგრესი ინსტრუქტორის_გიორგი ბერძენიშვილის, რომელმაც საერთოდ სხვა თვალით დამანახა იოგას კულტურა, მისი როგორც არსი და ასევე, როგორც პრაქტიკა 🙏🏽❤️
თამთა ცინცაძე იოგას სახლს 5 წლიანი შუალადის შემდეგ დავუბრუნდი. დაძაბული სამუშაო და სასწავლო გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლო 2 წელი ინტენსიურ ვარჯიშს მოკლებული ვიყავი, რის გამოც დამეწყო ზურგის ტკივილი, კუნთებიც მოდუნდა, რომ აღარაფერი ვთქვა ემოციურ დაძაბულობასა და ყოველდღიურ სტრესზე. 1 თვეა დავბრუნდი და საოცრად დიდ სხვაობას ვგრძნობ უკვე. აღარც ზურგი და ხერხემალი მაწუხებს და ემოციურად ხომ საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია :) ნამდვილი შვებაა. სასიამოვნო გარემოც ხელს უწყობს ამ ყველაფერს. მოკლედ, ძალიან მიყვარს აქაურობა :) წარმატებები <3
ნათია კურტანიძე საუკეთესო გარემო, ერთმანეთზე უკეთესი ტრენერები (ვისთანაც შეხება მქონია, ქეთი, ელენე და რა თქმა უნდა, არაამქვეყნიური გიორგი ბერძენიშვილი). ყოველ ჯერზე, საკუთარ თავში სულ უფრო მეტ ძალასა და შესაძლებლობებს ვხედავ, ვისვენებ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, (მიუხედავად წარმოუდგენელი დატვირთვისა). ყოველ მომდევნო სესიაზე აშკარაა პროგრესი სხეულის მოქნილობის მხრივ. "იოგას სახლი" თავისი მცენარეებით, ულამაზესი დეკორაციებით, გემოვნებიანი მელოდიით თავს მართლაც სახლში გაგრძნობინებთ, მიხარია ის დღე, როდესაც აქ მოვდივარ. P.S. ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნის, საშხაპეების არ არსებობაა...
ნი ესიტაშვილი ძალიან კმაყოფილი ვარ, თავისუფალ დროს მოხარული ვიქნები კვლავ ვესტუმრე თქვენს ცენტრს.
თიკო ოთარაშვილი ძალიან მომწონს თქვენი ინსტრუქტორი - ნინო მეტრეველი. ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი. მიყვარს თქვენთან ვარჯიში
დეა კვარაცხელია იოგას სახლი ჩემი მეორე სახლია,იზა მასწ.ყველაზე კარგი მთელს მსოფლიოში💜შეხვედრის დღიდან მოახერხეთ ჩემი გულის დაბყრობა,წარმატებები✨
ელენე ჯიქია Training with a personal yoga instructor has been by far the best experience and investment I've made for myself. I've been going to Yoga House for two months and have noticed significant improvements in my body flexibility and overall health. My trainer Mariam Dolidze has vastly exceeded all of my expectations from Day 1. She conducts herself with the utmost professionalism at all times and her enthusiasm for yoga is very contagious. The sessions are quite challenging, but Mary incorporates stretching and breathing in a way that make me feel up for the challenge! Her workout plans are highly customized and tailored to my needs. She is committed to ensuring sessions are engaging by introducing variety. Mary's attention to detail, and stern yet gentle approach to pushing the body’s abilities, has resulted in me being in the best mental and physical shape of my life in just 2 months.
Ნინო Ჭაბუკიშვილი პანდემიამ უამრავი უარყოფითი მოვლენების გარდა, დადებითიც ბევრი მოიტანა. ერთ-ერთი სწორედ, ონლაინ იოგა გაკვეთილები აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით მოვხვდი და მალევე მივხვდი, რომ ზუსტად იქ აღმოვჩნდი, რაც წლებია მჭირდებოდა. ტკივილები წელისა და კისრის მიდამოში მოულოდნელად გაქრა. ასევე დაუჯერებელი იყო 1,5 თვეში 7 კგ. წონის კლება. ამ ყველაფერში ყველაზე გადამწყვეტი გიორგი და მისი მეუღლე ინგა არიან. მათი დიდი სიყვარული საქმის მიმართ და მუდმივი ინსტრუქტაჟი ფასდაუდებელია. ეს შესაძლებლობაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანისთვის! წარმატებების გისურვებთ და მეტ ჯანმრთელ ადამიანს!
ხათუნა კალანდარიშვილი იოგას ასანებს ვეუფლები ალბათ წლებია, ჩემთვის ესაა ცხოვრების წესი, სულერი წონასწორობა, ბალანსი, ფიზიკური და მენტალური წრთობა, ჰარმონია, პატარ- პატარა გამარჯვებები , რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებს და შეგაყვარებს!, რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ, უფრო მეტი უნდა მცოდნოდა, უფრო სრულად უნდა ჩავწდომოდი იოგას ჰარმონიას და ვისთვის უნდა მიმემართა თუ არა "იოგა სახლისთვის" , გიორგი ბერძენიშვილისთვის და მისი პროფესიონალური გუნდისთვის ? გადაწყვეტილებაც მივიღე სპონტანურად, თან სწავლება მიმდინარეობდა ონლაინადაც და ეს ჩემთვის ფრიად მოსახერხებელი იყო , ვცხოვრობ ბათუმში და იოგას სახლში ვიზიტებზე ვერც კი ვიოცნებებდი :)შევიტანე ჩემთვის ამბიციური განაცხადი, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსებზე და დავიწყე ონლაინ თეორიული და პრაქტიკული კურსის შესწავლა, რომელშიც მართლაც სინთეზია ამ ორი ცოდნისა და გამოცდილების. შესასრულებელ ასანებს თან ახლავს დეტალური თეორიული სასწავლო მასალა -ახსნა, სუნთქვის პრაქტიკა და სხეულის მდგომარეობის, კონცენტრაციის წარმართვისა და მოშვება -მოდუნება, რელაქსაციის შესახებ, ერთთვიანი გამოცდილების შემდეგ, გუნდთან მუშაობითა და თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დაუფლებით , მოხდა უჩვეულო რამ, ქუჩაში წავიქეცი და დავიზიანე ტერფი, იოგას ასანების შესრულებას გარკვეული დროით ვერ შევძლებდი, მაგრამ ისევ გიორგის, ინსტრუქტორი- მარიამ ხელაძის დახმარებით , სწორად შერჩეული პოზებით, ადამიანური სითბოსა და თანადგომის გამოჩენით, ისევ შემიძლია "მზეს მივესალმო", " წერო" ვიყო, ზოგჯერ " მთა", " კატა" , " გუთანი" " მშვილდი" " ხიდი " , მადლობა ამისათვის, მადლობა მარიამს, დაუზარებელ ჩემს " პირად" ინსტრუქტორს, მოთმინებისთვის , ინდივიდუალური მიდგომისათვის, ცოდნის გაზიარებისათვის, დროის ჩემთვის მორგებისთვის, ჩემი შესაძლებლობის გამოვლენისთვის, თავდაჯერებულობის მომატებისთვის და სიმსუბუქისთვის! წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ პოპულარიზაციას უწევთ იოგას საქართველოში, აგყავთ მაღალ ხარისხში, დებთ მასში ბევრ ადამიანურ შრომას, ფილოსოფიას, უნარებს, გამოცდილებას, საუკეთესო ტრადიციებს, ! პირველები ხართ !