ინსტრუქტორი და ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

ასისტენტები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (56) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

მარინე ხალიშვილი იოგას სახლის დიდუბის ფილიალი არის ხელსაყრელი გარემო იმისთვის რომ განიტვირთო და საკუთარ თავს დაუხლოვდე იოგას მეშვეობით. ამისთვის დიდი მადლობა ბ-ნ გიორგის, თავისი პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი ყურადღებისთვის. იოგას დიეტასთან ერთად ერთი თვის მანძილზე დავიკელი 5 კგ. მომეხსნა კისრის და ზურგის ტკივილი. ეს უდავოდ აისახება მთელი დღის განწყობაზეც.
ხათუნა კაკიაშვილი ერთი თვეა ვარჯიშობ იოგას და შედეგი ჩემთვის უკვე სახეზეა.მიკლო ტკივილმა ზურგის არეში. გავსწორდი,მოხრილი პოზა აღარ მაქვს,მეტნაკლებად კორეგირება განიცადა ხერხემალმა.გამიჩნდა მოტივაცია, თვითშეფასებამ მოიმატა. შედეგების მოლოდინის რეალური იმედი გაჩნდა.ვცდილობ ვიმუშაო ჩემ თავზე და ვარჯიშობ დამოუკიდებლად.მოხარული ვარ ზოგადად საქართველოში არსებულ იოგას ფედერაციის არსებობის და კონკრეტულად იოგას სახლის.განსაკუთრებულად მინდა მოვეფერო და წარმატებები ვუსურვო ტრენერ- ნინო იაშვილს,რომელიც უსაზღვრო მოთმინებასა და სითბოს იჩენს ჩემნაირი ადამიანებისადმი.მადლობა განსაკჯუთრებული დელიკატური დამოკიდებულებისა და პროფესიონალიზმისთვის.
ეკატერინე ბეგაშვილი იოგათი დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი, რადგან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად დამიხასიათეს. სახლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ე.წ. "დამწყები" დონის პოზებს ვაკეთებდი, მიუხედავად ამისა, მალე მოთხოვნილება გამიჩნდა, კვირაში ერთხელ მაინც მევარჯიშა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ახალი "ჩვევის" დამსახურებით თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც ბევრად უკეთ ვგრძნობდი. თუმცა ვხვდებოდი, რომ პროფესიონალებთან უშუალო ურთიერთობითა და ვარჯიშისთვის დროის სისტემატურად გამოყოფით სულ სხვა შედეგს მივაღწევდი. "იოგას სახლის" არსებობის შესახებ მალევე შევიტყვე და ნდობის განცდა შორიდანვე გამიჩნდა, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაშინვე დავიწყე სიარული და ახლა უკვე რთულად წარმომიდგენია, ის რამდენიმე საათი, რომელსაც აქ კვირის განმავლობაში ვატარებ, რამე სხვა საქმიანობით ჩავანაცვლო. თითოეული გაკვეთილი საკუთარ თავში დაუსრულებელი რესურსების არსებობაში გარწმუნებს, რადგან არცერთი ვარჯიში არ არის წინას იდენტური, პროგრესი ზედმეტი დაკვირვების გარეშეც იგრძნობა და ინსტრუქტორებიც შენს ამ წინსვლას მოსდევენ, ყოველ ჯერზე რაღაც შენთვის ახალს გთავაზობენ, რაც მუდმივი სწავლისა და განვითარების მდგომარეობაში გამყოფებს. დროსთან ერთად პოზები რთულდება, მაგრამ თანდათანობით საკუთარი თავისადმი სწორ მიდგომას პოულობ და უფრო მარტივად ჯაბნი ახალ დაბრკოლებებს. ბევრად შემსუბუქებული მდგომარეობა, რომელშიც ტოვებ დარბაზს, კიდევ დიდხანს ნარჩუნდება და მორიგ ვარჯიშზე მიმავალმა უკვე იცი, რომ იქიდან ბევრად მეტი ენერგიითა და გამოღვიძებული კონცენტრირების უნარით გამოხვალ. დისციპლინირებული გარემო და განწყობა, რომლის არსებობაც დარბაზში მყოფ ადამიანებში იგრძნობა, დამამშვიდებლად მოქმედებს და სურვილს გიჩენს, ბოლომდე მიუძღვნა თავი საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ყველა ინსტრუქტორი, რომელთანაც შეხება მქონია, თავისი საქმის პროფესიონალია და მაქსიმალურად გეხმარება, მიხვიდე ფიზიკური შესაძლებლობების იმ ლიმიტამდე, რომელიც აქ სიარულის დამსახურებით მუდმივი ზრდის მდგომარეობაშია.
ლიკა კოსტავა სულ სამი კვირაა რაც იოგას სახლში მოვედი. ეს ჩემი პირველი მცდელობაა იოგას "შევჭიდებოდი". მანამდე საკუთარი მოუქნელობის კომპლექსით ვერიდებოდი, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ ძან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ მოკლე დროში, პირველივე დღიდან ვგრძნობ რომ გონება და სხეული "სუფთავდება" თავისებურად და ის რასაც ყოველდღიურ სტრესს ახლავს თან, ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და ა.შ. უფრო მარტივად სამართავი ხდება. გამიუმჯობესდა ცირკულაცია, რისი პრობლემაც მაქვს ბოლო წლებია. იოგას სახლის უუდიდესი უპირატესობა ინსტრუქტორია, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ყველა ჩვენგანთან, გვეხმარება ტექნიკის სწორად ათვისებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამანების (პოზების) შესრულებისას. აქამდე მივლია სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზებსა და ფიტნეს ცენტრებში, მაგრამ ვარჯიშის დროს უამრავ ენერგიას ვხარჯავდი და ვარჯიშის შემდეგ ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი უკან. შესაბამისად ყოველთვის მალე ვანებებდი თავს. იოგას შემთხვევაში პირიქითაა, მართალია "ვარჯიშის" დროს ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ თავისებურად საკუთარ თავთან მუშაობის ჰარმონიული პროცესია და ვარჯიშის შემდეგ უფრო მშვიდ ტალღაზე ვაგრძელებ ცხოვრებას.
ნათია ჭანკვეტაძე პრენატალ იოგაზე სიარული დავიწყე ორსულობის 17კვირაზე და დავდიოდი 39 კვირის ჩათვლით უშუალოდ მშობიარობამდე. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება რაც შეიძლება ჩემთვის და ჩემი ბავშვის ჯანმრთელობისთვის მიმეღო და მიხარია რომ მივაკითხე იოგის ფედერაციას. ყველანაირ ზურგის და წელის ტკივილს დაივიწყებთ ვარჯიშის დროს, ეს არის საუკეთესო რელაქსი ორსულთათვის, გარდა იმისა რომ მშობიარობის პროცესი უფრო გამიიოლა, მთელი კურსის მანძილზე თავს ვგრძნობდი საოცრად ენერგიულად. არ შემიძლია ჩვენს ინსტრუქტორ ნინოზეც არ ვთქვა ორო სიტყვა, გარდა იმისა რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მისი სიმშვიდე განსაკუთრებით სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდიდა ვარჯიშის პროცესს. წარმატებები იოგის ფედერაციას <3 მოკლე დროში აუცილებლად გავაგრძელებ სიარულს <3
ლიკა კოკაია იოგას სახლი გამოირჩევა პროფესიონალი გუნდით. ორი თვეა რაც დავდივარ და გული მწყდება რომ ადრე არ დავიწყე ვარჯიში. წარმატებები იოგას სახლს 💜

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია