იოგას ფედერაცია

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

252 მომზადებული ინსტრუქტორი

ჩვენი ამბავი

2009 წლიდან — პროფესიონალი ინსტრუქტორები და ცენტრები მთელ საქართველოში.

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 252 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას ამბობენ ჩვენზე

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 75

ელენე კობახიძე

დადასტურებული მოსწავლე

მოგესლამებით, დაახლოებით ერთი თვეა რაც დავიწყე იოგაზე სიარული, ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემი მოლოდინები გაამრთლა, იოგას აკადემიაში არის ძალიან კარგი და ჰარმონიული გარემო, ინსტრუქტორები არიან დადებითები და პროფესიონალები. მინდა გამოვარჩიო ინსტრუქტორი მარიამ ხელაძე, ის ჩემი აღმოჩენაა...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

სალომე ნიკოლაიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

პირველ რიგში მარიამი არის უსაყვარლესი გოგო❤️ ერთი თვეა დავდივარ და იოგამ ზუსტად ის მომცა რისი მოლოდინიც მქონდა. ჩემი ძალიან "აფორიაქებული" ცხოვრების სტილი დაამშვიდა, მასწავლა დეტალებზე დაკვირვება.! ბევრად კონცენტრირებული ვარ საკუთარ თავზე, ბევრად მშვიდად ვრეაგირებ მოვლენებზე. გარდა იმისა რომ ფიზიკურად ბევრად მოქნილი გა...

პროფესიონალიზმი ინდივიდუალური მიდგომა მარიამ ხელაძე
სრულად ნახვა

salome gogilashvili

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლში მოსვლა ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სულ რამდენიმე თვეა რაც დავდივარ და უკვე ვხედავ უკეთესობას, როგორც ფიზიკური ისე მენტალური კუთხით. დიდი მოქნილობით არ გამოვირჩეოდი და რომ დავიწყე, არც მეგონა, რომ ბევრი რამ გამომივიდოდა, თუმცა ცალკე ბედნიერების ზღვაა, როცა შენს პატარა პრ...

პროფესიონალიზმი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა

ანა ულუმბელაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლი არის სივრცე, რომელიც გაგრძნობინებს რომ პროფესიონალთა გარემოში მოხვდი. მადლობა თამარას ყოველი სასიამოვნო შეხვედრისთვის, ყოველ გაკვეთილზე გზრდის და გასწავლის ემოციურ ბალანსს

თამარ მიდელაური სულიერი სიმშვიდე ჯანმრთელობა
სრულად ნახვა

სოფიკო ჭუმბურიძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და თავადაც ძალიან ჰგავს ცხოვრებას - მზის მისალმებიდან - შავასანამდე. თითოეული ასანა კი ცხოვრებისეული სირთულე, რომელსაც სხვისი გამოცდილების გაზიარებით, თუმცა მაინც დამოუკიდებლად გადიხარ, მთავარია, სუნთქვა განაგრძო.

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი მარიამ ხელაძე
სრულად ნახვა

ანა ყაველაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

კარგი და სასიამოვნო , პროფისიანალების გუნდი და გარემო. პირადად ჩემთვის კომფორტული პირობები და ვარჯიშების კომპლექსი ( წელის, თავის და სახსრების ტკივილები) . აგრეთვე ემოციური ბალანსი, სულიერი სიმშვიდე. ჯერ ჯერობით პროცესში ღრმა ჩართულობა არ მაქვს , მაგრამ მომავალში სურვილი მაქვს შევისწავლო და შევირგო როგორც ფილოსოფია, მე...

ზურგის ტკივილები თამარ მიდელაური თავის ტკივილები
სრულად ნახვა

თამარ გვაგვალია

დადასტურებული მოსწავლე

იოგა არის ცხოვრების სტილი, ჩვენი და თქვენი სწორი არჩევანი. ყოველი ვარჯიში სხეულის შეცნობის ხელოვნებაა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს აჩუქო ?

გიორგი ბერძენიშვილი ეფექტი თამარ მიდელაური
სრულად ნახვა

მაია ბოლქვაძე

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ იოგას ცენტრით. პირველ რიგში ძალიან კარგი გარემოა დიდუბის ფილიალში. დავდიოდი 3 სხვადასხვა ინსტრუქტორთან, და სამივეს რეკომენდაციას ვუწევ.

პროფესიონალიზმი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა

ლანა გიორგაძე

დადასტურებული მოსწავლე

კურსის სილაბუსს რომ გაეცნობი უკვე მის მრავალფეროვნებაზე წარმოდგენა გექმნება, თუმცა რეალურად როცა დაიწყებ ხვდები რომ იმაზე მეტის სწავლა და აღმოჩენა შეგიძლია ვიდრე წარმოგედგინა. როდესაც იოგა ანატომიას სწავლობ სწორი აქცენტებით და შედარებებით უფრო მარტივია მისი გაგება და არც ტერმინები დაგაბნევს, მითუმეტეს თუ მანამდე შეხება...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

თეონა ჯიშიაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლი ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის საუკეთესო ადგილად. განსაკუთრებული გარემო, ადამიანები და რაც მთᲕარია სივრცე, სადაც პოულობ და მერე თან მიგაქვს ენერგია, სამყოფი მთელი დღის, კვირის, თვის და წლის :)

გიორგი ბერძენიშვილი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა

ნინო საბაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან მიყვარს იოგას სახლი?? თქვენი ცენტრი ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების სახლია?? ვაფასებ თქვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს, რაც ჩემი ვარჯიშის შედეგზეც აისახება??? სიამობმებით ვაგრძელებ თქვენთან სიარულს???

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

მაკა გორდელაძე

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ რომ დავიწყე იოგა თქვენთან??დიდი მადლობა!?

პროფესიონალიზმი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა