იოგას ფედერაცია

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

252 მომზადებული ინსტრუქტორი

ჩვენი ამბავი

2009 წლიდან — პროფესიონალი ინსტრუქტორები და ცენტრები მთელ საქართველოში.

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 252 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას ამბობენ ჩვენზე

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 108

ნესტან ჯოჯუა

დადასტურებული მოსწავლე

გიორგის ტანტრას ლექციამ ბევრი რამ სხვა კუთხით დამანახა. ოდნავ განსხვავებული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მისმა ახსნამ ახალი ხედვა მომცა. დღევანდელ რეალობაში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება მსგავს თემაზე, ამიტომ ყველას, ვისაც აინტერესებს ტანტრა, ვურჩევ გიორგის ლექციას დაესწროს. იგი ტანტრას არსს გასაგებად ხსნის. ამასთ...

გიორგი ბერძენიშვილი იოგას სახლი
სრულად ნახვა

ნელი სააკიანი

დადასტურებული მოსწავლე

ყოველი ლექცია იოგას სახლში გიორგი ბერდძენიშვილთან , - ეს არა მხოლოდ ახალი და საინტერესო გამოცდილებაა, არამედ მოტივაციისა და შთაგონების წყაროც, იმისთვის რომ კიდევ განვითარდე. დიდი მადლობა თბილი მასპინძლობისთვის, გემრიელი ჩაისთვის და სასიამოვნო სიმყუდროვისთვის! ❤️

გიორგი ბერძენიშვილი გარემო იოგას სახლი
სრულად ნახვა

ნინო ქელდიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ლექცია როგორ ყოველთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პროცესში განვიხილეთ ტანტრასთან დაკავშირებული სხვადასხვა წარმოდგენები და მოვისმინეთ მრავალი საინტერესო ისტორიული ფაქტი. გიორგის ლექციები ყოველთვის გამოირჩევა არა მხოლოდ ღირებული შინაარსით, არამედ იმ განსაკუთრებული გარემოთი, რომელსაც ის ქმნის. ცოდნას მარტივად და გასაგება...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

ელენე კობახიძე

დადასტურებული მოსწავლე

მოგესლამებით, დაახლოებით ერთი თვეა რაც დავიწყე იოგაზე სიარული, ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემი მოლოდინები გაამრთლა, იოგას აკადემიაში არის ძალიან კარგი და ჰარმონიული გარემო, ინსტრუქტორები არიან დადებითები და პროფესიონალები. მინდა გამოვარჩიო ინსტრუქტორი მარიამ ხელაძე, ის ჩემი აღმოჩენაა...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

დიანა ნარიმანიძე ნარიმანიძე

დადასტურებული მოსწავლე

ზუსტად ერთი თვეა, რაც დავდივარ და არცერთი წამით არ მინანია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. პირიქით, თავიდან გავიცანი ჩემი სხეულის და გონების კუთხეკუნჭულები და რადგან მივაგენი, ეხლა მათ სწორად მართვასაც შევძლებ ?❤️

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ანა შონია

დადასტურებული მოსწავლე

იოგა ჩემთვის თერაპიაა. დაღლილი დღის ბოლოს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, გარდა ამისა ჯამრთელობის ელექსირია. მჯდომარე სამსახურის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემის წამალია. საუკეთესო ინსტრუქტორების ხელში საკუთარის სხეულის და სულის გამოწრთობისთვის იდეალური საშუალებაა.

გიორგი ბერძენიშვილი ზურგის ტკივილები კმაყოფილება
სრულად ნახვა

სოფიკო ჭუმბურიძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და თავადაც ძალიან ჰგავს ცხოვრებას - მზის მისალმებიდან - შავასანამდე. თითოეული ასანა კი ცხოვრებისეული სირთულე, რომელსაც სხვისი გამოცდილების გაზიარებით, თუმცა მაინც დამოუკიდებლად გადიხარ, მთავარია, სუნთქვა განაგრძო.

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი მარიამ ხელაძე
სრულად ნახვა

ნია ქვაჭრელიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

სხეულისა და სულის ჰარმონიზაცია. დიახ, ახლა გააზრებულად შემიძლია ვთქვა თუ რა შინაარსი დევს ამ სიტყვებში. სწორედ ამას შეიგრძნობთ გიორგისთან ვარჯისისას ? გმადლობთ ამისთვის?

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ხატია ვასაძე

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ აშთანგა იოგას კურსით. აქ დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, საუკეთესო სავარჯიშო გარემო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი უმაგრეს და უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე ტრენერს, ბატონ გიორგის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისთვის

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

თამარ გვაგვალია

დადასტურებული მოსწავლე

იოგა არის ცხოვრების სტილი, ჩვენი და თქვენი სწორი არჩევანი. ყოველი ვარჯიში სხეულის შეცნობის ხელოვნებაა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს აჩუქო ?

გიორგი ბერძენიშვილი ეფექტი თამარ მიდელაური
სრულად ნახვა

ქეთი დადიანი

დადასტურებული მოსწავლე

გამარჯობა გიორგი, ძალიან, ძალიან გამიხარდა თქვენი ერთად დანახვა ? პოდკასტს მოვუსმინე თავიდან-ბოლომდე, ძალიან საინტერესო იყო, ბევრ თემას შეეხეთ. მეც თქვენს აკადემიაში იოსების რჩევით მოვედი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მისი. და შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შემოიტანა იოგას პრაქტიკამ. ვაგრძელებ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი
სრულად ნახვა

ნათია დავითაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, 3 თვეში სრულყოფილად შეიმეცნო იოგა, მაგრამ გიორგი ბერძენიშვილს ნამდვილად შეუძლია ამ პერიოდში ცოდნის გასაღებების დასტა გადმოგცეს, იმიტომ, რომ ეს კურსი არის სრულფასოვანი, თანმიმდევრული და მოსწავლისთვის ძალიან გასაგებად შედგენილი. აქ გარდა იოგას ჰუმანიტარული (ისტორია, ეთიკა), ტექნიკური და პროფ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ინდივიდუალური მიდგომა
სრულად ნახვა