იოგას ფედერაცია

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

252 მომზადებული ინსტრუქტორი

ჩვენი ამბავი

2009 წლიდან — პროფესიონალი ინსტრუქტორები და ცენტრები მთელ საქართველოში.

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 252 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას ამბობენ ჩვენზე

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 108

ვერა სხირტლაძე

დადასტურებული მოსწავლე

?თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! ? თავიდან მეშინოდა, რომ გამო...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

სალომე ხელაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

კარგები ხართ, ნინო, გიორგი და იზასთან მივარჯიშია და ძალიან ძლიერები არიან. სქოლიოზი მაქვს და ძალიან მეხმარებ ვარჯიში. საზაფხულო არდადეგების მერე აუცილებლად დაგიბრუნდებით ?

გიორგი ბერძენიშვილი სქოლიოზი
სრულად ნახვა

ნინა ორჯონიკიძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლის არსებობიდან თვალყურს ვადევნებდი თუმცა არასოდეს მომეცა საშუალება გიორგისთან იოგა მევარჯიშა.თუ ვინმე მკითხავს რა სიკეთე მოგიტანა კორონამ? ყველაზე დიდი სიკეთე ეს იყო რომ დისტანციურად გამოცხადდა ვარჯიში მაშინვე ჩავეწერე და ჩემი ოცნებაც ასრულდა? სულ მეგონა რომ კონკრეტულ ასანებს ვერ გავაკეთებდი ხერხემლის გამო თუ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ONLINE CLASS
სრულად ნახვა

ანასტასია მჟავია

დადასტურებული მოსწავლე

საქართფველოს იოგას ფედერაციის შესახებ დიდი ხანია ვიცი. რამდენიმე წლის წინ ვნახე,რომ ინსტრუქორების მომზადების კურსი ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე,რომ ახალი კურსი შედგა და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გადავწყვიტე გამევლო. ჩვენი ინსტრუქტორი და მასწავლებელი გიორგი უმაღლეს დონეზე გვაწვდის მასალას, გვიხსნის ასა...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

თამარ დეკანაძე

დადასტურებული მოსწავლე

6 წლიანი წყვეტის შემდეგ იოგას სახლში დაბრუნება ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია. პროფესიონალების გუნდი და საოცარი გარემო ქმნის ატმოსფეროს რომელიც სრულიად გავიწყებს ყოველდღიურ რუტინას, გავსებს ენერგიით და გაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ გარემოში ჩემთვის წარმოუდგენელი რამ აბსოლუტურად შესაძლებელი გახდა. ვხედავ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ირინა ჯაფარიძე

დადასტურებული მოსწავლე

რამდენიმე წლის წინ დავიწყე აშთანგა იოგას ვარჯიში ნინოსთან და იზასთან ინდივიდუალურად. უმაღლესი კლასის ინსტრუქტორებმა შემაძლებინეს, რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესისთვის მიმეღწია. ტექნიკის გარდა, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული პოზის ანატომიური თავისებურებები, რაც დადებითი შედეგისთვის არსებითია. უზომოდ მადლ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ONLINE CLASS
სრულად ნახვა

ანა ჩაჩხიანი

დადასტურებული მოსწავლე

ჩავერთე ფილოსოფიის ონლაინ კურსში

გიორგი ბერძენიშვილი ფილოსოფია
სრულად ნახვა

ტანია ტერტერიანი

დადასტურებული მოსწავლე

ონლაინ კურსი ისეთივე ეფექტური და სასიამოვნო იყო, როგორც იოგას სახლში სტუმრობა - ისეთი შეგრძნება გეუფლება გაკვეთილის დროს, თითქოს მართლა სხვებთან ერთად ხარ დარბაზში და სინქრონულად ვარჯიშობთ. ინსტრუქტორი ყველას გვაკვირდებოდა, რომ ვარჯიში/პოზა სწორად გაგვეკეთებინა. ამასობაში, სხვა ინსტრუქტორები ლაივში აკეთებენ ვარჯიშებს დ...

გიორგი ბერძენიშვილი ინდივიდუალური მიდგომა ONLINE CLASS
სრულად ნახვა

ქეთევან ისაკაძე

დადასტურებული მოსწავლე

"იოგას სახლში" ვარჯიშის დაწყებას აუცილებლად შევიყვანდი ჩემი ცხოვრების ტოპ 3 საუკეთესო გადაწყვეტილებაში! ჩემი პირადი გამოცდილებით, იოგა არის პრაქტიკა, რომლის დროსაც, მთელი დღის ნაგროვებ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ნაგავს გარდაქმნი ბრჭყვიალა, ბედნიერ ენერგიად. მერე, ეს ენერგია დამცავი სფეროსავით დაგყვება თან და ყველაფერ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ინდივიდუალური მიდგომა
სრულად ნახვა

ნინი ოდიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

პროფესიიდან გამომდინარე დღის განმავლობაში მიწევს სკამზე მოხრილი ჯდომა + ამას ვარ დაძაბული, ამიტომ მე და ზურგის ტკივილი დიდი ხნის მეგობრები ვართ...... რამოდენიმე თვეა რაც დავიწყე ვარჯიში და აღარც მახსოვს ბოლოს როდის დავიწუწუნე ზურგის ტკივილის გამო. იოგა არის ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალება, იმის მიუხედავად რომ ბე...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

Tatuli Jashiashvili

დადასტურებული მოსწავლე

იოგამდე ტანვარჯიშზე დავდიოდი 7 წლიდან, ახლა უკვე თითქმის1 წელია რაც ვვარჯიშობ იოგას..ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგები და მგონია რო ყველაფერი შემიძლია რაღაც საოცარი გრძნობაა?❤️ჩემი აზრით იოგას სახლი არის საუკეთესო ვარიანტი დღესდღეობით საქართველოში;გიორგი თავის საქმის პროფესიონალია და საუკეთესო ინსტ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ლელა აბჟანდაძე

დადასტურებული მოსწავლე

ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა იოგის სახლში მოსვლა. ❤️? "სახლი"-ალბათ ამ სიტყვაში ერთიანდება ყველა ის დადებითი ემოცია, რომელიც მახსენდება იოგის სახლის გახსენებისას. ვარჯიში უკვე ბედნიერებაა, მადლობა გიორგი ამისთვის, მოსმენისთვის და კიდევ უამრავი ბედნიერი წუთისთვის ?

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა