იოგას ფედერაცია

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

252 მომზადებული ინსტრუქტორი

ჩვენი ამბავი

2009 წლიდან — პროფესიონალი ინსტრუქტორები და ცენტრები მთელ საქართველოში.

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 252 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას ამბობენ ჩვენზე

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 108

ანა კირვალიძე

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლი არის ადგილი, სადაც არამარტო პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთან ვვარჯიშობ არამედ გარემო, რომელიც დამეხმარა ემოციური ბალანსის მოპოვებაში და გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას ხერხემლის ტკივილები ნელ-ნელა გამიქრა და ქუჩაში სიარულის დროს ზურგის ტკივილებიც გაქრა. გამიუმჯობესდა ხერხე...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

მაკა გოგოლაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

მესამე თვეა, რაც დავიწყე იოგაზე სიარული, მიზეზი რის გამოც მივიღე ვარჯიშის დაწყების გადაწყვეტილება იყო აუტანელი, ძლიერი ხასიათის ტკივილი ხერხემლის გასწვრივ, განსაკუთრებით გულმკერდისა და წელის არეში, ასევე ძვალ-სახსროვანი სისტემის ქრონიკული ტკივილი. პირველივე თვიდან ვიგრძენი წელის არეში შვება,თანდათან ტკივილი მომეხსნა და...

გიორგი ბერძენიშვილი
სრულად ნახვა

თათია ტურაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან მიხარია, რომ იოგას ვარჯიში სწორედ იოგას სახლში დავიწყე! ჩემთვის ვარჯიშის ყოველი დღე არის ბედნიერება, რადგან ვიცი, საკუთარ თავს დავუმტკიცებ, რომ ყოველ ჯერზე შესაძლებელია უკეთესი ვიყო. იოგამ მასწავლა დისციპლინა, საკუთარი თავის მოვლა და განტვირთვა. დიდი მადლობა ამისთვის და ბევრი კარგი ახალი სიმღერისთვის, რომლებიც ვ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი
სრულად ნახვა

ხათუნა გოგუაძე

დადასტურებული მოსწავლე

პირველად ჩემს ცხოვრებაში იოგაზე ორი თვის წინ დავიწყე სიარული. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ზოგადად ვარჯიში არ მიყვარს, თუმცა ჩემდა გასაკვირვად ძალიან მომეწონა. არ მოველოდი რომ ამდენი რამის გაკეთება შემეძლო და ჩემი ყოველი “წარმატება” დიდ სიხარულს მანიჭებს. უკვე ორ თვეში ვატყობ რომ ჩემი სხეულის ფო...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ნატო ხახანაშვლი

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის მიხარია მოსვლა. აქ არის მშვიდი და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და მეგობრული ინსტრუქტორები. ცალკე უნდა აღვნიშნო იოგა ორსულთათვის. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ორსულობისას გავუკეთე ჩემ თავს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნინოს

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

ანა ხუციშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძნელია, „დჰარმის მაწანწალები“ წაიკითხო და იოგათი არ დაინტერესდე. მეც გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ჰობით დამეწყო და უკვე ორი თვეა ჩემს მეგობრებს თავი მოვაბეზრე, თუ რატომ იოგა და რატომ იოგას სახლი. პირველ რიგში, ისეთი გარემოა შეგიძლია ყველა პრობლემა გარეთ დატოვო და ვარჯიშის დროს პრობლემები დაივიწყო. ყოფილა შემთხვევა რვა...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ვიქტორია ცხონდია

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია და ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე, რომ ინსტრუქტორმა გიორგი ბერძენიშვილმა მედიტაციის კლასის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა არც ისე მარტივი იყო, თვითონ პროცესი იმდენად საინტერესო,სასიამოვნო და მრავლისმომცველია, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს გ...

გიორგი ბერძენიშვილი ინდივიდუალური მიდგომა იოგას სახლი
სრულად ნახვა

თამარ

დადასტურებული მოსწავლე

იოგა გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რომლის გარეშეც აქამდე ნეტავ როგორ ვცხოვრობდი. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობთ და ჩემს ყველაზე მაგარ ინსტრუქტორს ქეთა რიკაძეს

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ეთუნა იორდანიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

იოგას სახლი არის ადგილი, სადაც მავიწყდება ყველანაირი დაღლილობა, პრობლემები და ვივსები უდიდესი ენერგიით. ყოველ ვარჯიშზე მაქვს პატარ-პატარა მიღწევები, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ადგილი, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული განსხვავებული ადამიანები და ინსტრუქტორი გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც მუდ...

გიორგი ბერძენიშვილი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა

მაკრინე ქათამაძე

დადასტურებული მოსწავლე

8 გაკვეთილში მივიღე შედეგი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი, ეს არის ადგილი, სადაც ბევრი წლის წინ უნდა მოვსულიყავი :) ისეთი თავდაჯერებული გავხდი როგორიც არ ვყოფილვარ არასოდეს, მგონია რომ ყველაფერი შემიდძლია, რასაც მოვისურვებ, გამიჩნდა ახალი გატაცებები და მიზნები, რომლებსაც უკვე პრაქტიკულად ვახორციელებ, საიდან მოდის ეს ენერგ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა

ნია ჩინაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან კარგები ხართ. ყველაზე ყურადღებიანია გიორგი, ხოლო ყველაზე მეტად ცდილობს რომ სწორედ გაგაკეთებინოს ყველა ასანა - თაკო

გიორგი ბერძენიშვილი დიდუბის ფილიალი
სრულად ნახვა

მარიამი

დადასტურებული მოსწავლე

პირველი გაკვეთილის შემდეგ ცოტა დაძაბული გამოვედი, ვიფიქრე, რომ ასეთი რთული ვარჯიშების გაკეთებას ვერ შევძლებდი, თუმცა მეორე გაკვეთილიდან უკვე ეს დაძაბულობა მოიხსნა. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვარჯიში გადავწყვიტე და ვფიქრობ, არჩევანი საუკეთესოზე შევაჩერე. ვარჯიშიდან ვარჯიშს შორის ყველაზე კარგი ის არის...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა