იოგას ფედერაცია

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

252 მომზადებული ინსტრუქტორი

ჩვენი ამბავი

2009 წლიდან — პროფესიონალი ინსტრუქტორები და ცენტრები მთელ საქართველოში.

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 252 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას ამბობენ ჩვენზე

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 86

ნინო დოლიძე

დადასტურებული მოსწავლე

მოხარული ვარ რომ ასეთ თბილ და ყურადღებიან გარემოში მოვხვდი, ჯერ რთულია ჩემთვის ბევრი ელემენტი, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ გავაკეთო თითოეული მათგანი, ამაში ინსტრუქტორი მეხმარება.გაკვეთილის მსვლელობისას ყველა პრობლემა მავიწყდება და ვმშვიდდები ეს მდგომარეობა გაკვეთილის შემდეგაც მიმყვება რაც ,ვგრძნობ ნელ-ნელა დაძაბულობა...

გარემო სულიერი სიმშვიდე
სრულად ნახვა

თიკო ასეიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა