იოგას ფედერაცია

ჩვენ შესახებ

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

252 მომზადებული ინსტრუქტორი

ჩვენი ამბავი

2009 წლიდან — პროფესიონალი ინსტრუქტორები და ცენტრები მთელ საქართველოში.

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 252 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას ამბობენ ჩვენზე

ისტორიები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მოსწავლეების გამოცდილებას.

იპოვე გამოცდილება

მოძებნე სახელით, ტექსტით ან მიმართულებით.

ყველა გამოხმაურება

ნაპოვნია 108

ელენე კრისთესიაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან ბედნიერი ვარ ,რომ მოვხვდი იოგას სახლში,ადგილი,სადაც თავს ვგრძნობ მშვიდად და ჰარმონიულად,არაჩვეულებრივი გარემო შესანიშნავი ინსტრუქტორები.ერთი თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ და უკვე ვხედავ ბევრ ცვლილებას,ვხედავ როგორ იხვეწება ჩემი სხეული,უფრო ენერგიული გავხდი,მეტად კონცენტრირებული საკუთარ თავთან,ყოველი იოგას გაკვ...

გიორგი ბერძენიშვილი ეფექტი გარემო
სრულად ნახვა

ნინო როსთიაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

გამარჯობა, მხოლოდ 1 გაკვეთილზე ვიყავი, ძალიან მომეწონა გარემოც, ტრენერიც, მაგრამ სამსახურის გრაფიკის გამო ვერ შევძელი გაგრძელება. როგორც კი გამომიჩნდება დრო აუცილებლად დაგიბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის.

გიორგი ბერძენიშვილი გარემო
სრულად ნახვა

შორენა ზაქაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

მოგესალმებით,მე ვარ ძალიან ბედნიერი და გახარებული,რომ მოვხვდი იოგას სახლში, ერთი თვეა რაც დავდივარ და თავს ვგრძნობ ძალიან მსუბუქად , დამეხმარა ჩემი პრობლემების დაღწევაში.მადლობა ყურადღებისთვის რასაც იჩენთ თითიოეული ადამიანის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა გიორგის.

გიორგი ბერძენიშვილი იოგას სახლი
სრულად ნახვა

ნანა გამყრელიძე

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როცა იოგათი დავინტერესდი, პირველივე ცდაზე იოგას სახლში მოვხვდი. რატომღაც ადრე მეგონა, რომ იოგა არასოდეს გამომივიდოდა და ბევრი ასანას შესრულება წარმოუდგენელ სირთულედ მიმაჩნდა; იოგას სახლში აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი. ამაში კვალიფიციური ინსტრუქტორები და კო...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი გარემო
სრულად ნახვა

სალომე ჩხაიძე

დადასტურებული მოსწავლე

dzalian momewona tqventan siaruli. ertaderti diskopmorti rac shemeqmna am periodshi sashxapeebis ar qonaa. kargi iqneboda rom yopiliyo radgan sakmaod aqtiuri varjishi gviwevs :) gavagrdzeleb aucileblad tqventan urtiertobas. momavalshi :)

გიორგი ბერძენიშვილი
სრულად ნახვა

მარიამ ლიკლიკაძე

დადასტურებული მოსწავლე

რაც იოგაზე დავიწყე სიარული, ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა! ბევრად უფრო მობილიზებული და მოტივირებული ვარ! დამეხმარა ვიყო წელში გამართული, მასწავლა სწორი სუნთქვა, მომცა შინაგანი სიმშვიდე, გავხდი უფრო ელასტიური, რაც დამეხმარა ცეკვაში და სასცენო მოძრაობაში, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ის გვ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი იოგას სახლი
სრულად ნახვა

ირინე სიამაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

ძალიან ბევრის დაწერა მინდა... აღმოვაჩინე უდიდესი განსხვავება ვიდრე იოგას ვარჯიშებს დავიწყებდი და დღევანდელ ჩემს ფიზიკურ მდგომარებას შორის, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცირედის მიღწევა შევძელი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. ყოველი გაკვეთილი ახალი რაიმეს აღმოჩენაა, ბატონი გიორგისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ძალიან დი...

გიორგი ბერძენიშვილი ეფექტი
სრულად ნახვა

ნელი სააკიანი

დადასტურებული მოსწავლე

როცა პირველად მომიწია ფიდბეკის მიცემა, თუ რამდენად მომწონს ის რაც დავიწყე, ვუპასუხე, რომ თავს ვგრძნობ სასწაულ პლანეტაზე, და ვცდილობ იმ უცხო, მაგრამ სასწაულად ლამაზი ენის შესწავლას, რომელზეც იქ საუბრობენ . ძალიან მიხარია, რომ მოვხვდი თქვენთან! ამ კურსის განმავლობაში მე სასწაულად განვითარდი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი სულიერი სიმშვიდე
სრულად ნახვა

თეა ცინცაძე

დადასტურებული მოსწავლე

ნამასკარ ? მე და იოგა უკვე მეორე ათწლეულია რაც ვმეგობრობთ და მთელი ამ დროის განმავლობაში რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი,მით მეტის გაგებისა და შეცნობის სურვილი მკლავდა - აი მიზეზი,რისთვისაც მივმართე იოგას ფედერაციას და დავრეგისტრირდი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ბ-ნ გ.ბერძენიშვილს,ვისი პროფ...

გიორგი ბერძენიშვილი
სრულად ნახვა

თეა გვიმრაძე

დადასტურებული მოსწავლე

მე ხერხემლის პრობლემები მქონდა , ვიყავი საოპერაციო,თითქმის პარალიზებული მარჯვენა მხარეს,მე იოგით ვარ დღეს ჯანმრთელი და ბედნიერი,დავამთავრე ამის შემდეგ თქვენი კურსი მე-7 ნაკადზე ვიყავი,კი გამიჭირდა ჯანმრთელი გოგონების გვერდით ვარჯიში ,მაგრამ მე ეს შევძელი ?და თქვენი სწავლების შემდეგ ვცდილობ სხვების დახმარებას, გადაურჩნე...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ხერხემალი
სრულად ნახვა

ანა კირვალიძე

დადასტურებული მოსწავლე

ფილოსოფიის კითხვა, დაფიქრება და სხვადასხვა თემის გაანალიზება ღრმა აზრივნებას აჩვევს ადამიანს და ჩემი აზრით, შესაბამისად ავითარებს. ფილოსოფიის ამ ონლაინ კურსმა ძალიან გამახარა, პირველმა ლექციამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, იმედი მაქვს, ჩემი გონებისთვისაც ნაყოფიერი იქნება. მადლობა რომ ეს კურსი შექმენით

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ONLINE CLASS
სრულად ნახვა

თიკო ასეიშვილი

დადასტურებული მოსწავლე

სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მ...

გიორგი ბერძენიშვილი პროფესიონალიზმი ეფექტი
სრულად ნახვა