Ведуший Инструктор

გიორგი ბერძენიშვილი

Инструктори

ასისტენტები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (42) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

თათია პოლიკარპოვა არ ვიცი მეტი წონა იოგისკენ იხრება თუ ტვინის მკვებავი წამლებისკენ, მაგრამ ალბათ ამ ორმა ერთმანეთს ხელი შეაშველა და 1 თვის ვარჯიშის შემდეგ გაკვირვებული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები საკუთარი დეპრესიის თავდასხმიდან თავდაცვის პოზიციისკენ უკუსვლას :დ ჩემი სუსტი, მტკივანი მუხლებიც უკვე მეტ დატვირთვას უძლებენ. ასევე ვატარებ ექსპერიმენტს. ვარჯიშის დაწყებიდან განზრახ არ ვიღებ ჰორმონალურ წამლებს. ჩვეულებრივ მსგავსი პაუზის შედეგს მალევე ვიღებდი სახეზე გამონაყარის სახით. მაგრამ ამჯერად ჯერ კიდევ მოწმენდილი, უღრუბლო სურათი გვაქვს. დასკვნების გაკეთებას არ ვჩქარობ, ჯერ ვაკვირდები. ისიც როგორი სასიამოვნოა, პოზებს რომ ხვეწ და მოქნილობა გემატება. მაგრამ კიდევ უკეთესია ინსტრუქტორის დახმარებით ყველა პოზას რომ იაზრებ, ყველა კუნთს და სახსარს აკვირდები, გონებასაც ამუშავებ და აზროვნების სტილსაც ცვლი. ფიქრი მიმართულია სწორად, ჩემთვის კეთებისკენ და არა "ის როგორც შვება, ისე მინდა"-კენ. სად არის ამდენი საშუალება, რამდენი რამის მოსწრება გვინდა, თორემ მე მგონია, თუ მეტ დროს დაუთმობ კაცი იოგას, შეიძლება ცვლილებები სამყაროს აღქმის დონეზე განიცადო. შედეგების ნახვა ძალიან კარგია მაგრამ იქამდე მისვლის პროცესი არის ყველაზე მძიმე ამბავი. ხოდა თურმე იოგა ამ პროცესს ამსუბუქებს. ეს ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. თითოეული ვარჯიშის შემდეგ ისეთი კმაყოფილი მოვდივარ, რომ არ მავიწყდება საკუთარ თავს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოვედი, რომ გადავდე საქმეები, გამოვნახე დრო, ცოტა ძილი მოვიკელი.. სულ ვამბობ - აი, ხომ ღირდა! ატმოსფეროშიც არის საქმე. უფროსწორად მართლა ძალიან მაგარ ინსტრუქტორებში, რომლებიც შესაფერის ატმოსფეროს ქმნიან. რომ შევაჯამოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა! თქვენი თავი არ მომიშალოს განგებამ <3
მაია ერისთავი მოხარული ვარ რომ მოვხვდი თქვენს ცენტრში, მყუდრო, ჰარმონიული გარემო, კეთილგანწყობილი და თავისი საქმის მცოდნე ინსტრუქტორები რომლებიც ფლობენ ანატომიას ისე, რომ ახალბედასთვის ზიანის მიყენება გამორიცხულია, მშვიდად და მოთმინებით უხსნიან ყველა დეტალს იმისათვის, რომ სხეულს ფლობდე, ყოველ ჯერზე პროგრესს გრძნობ და თითქოს შეუძლებელს აკეთებ. მადლობა რომ არსებობთ და ხართ თქვენი საქმის პროფესიონალები!!!
ანა ლომთაძე რატო იოგა? "დჰარმის მაწანწალებს" ვკითხულობდი და მე, ჯეფ რაიდერი, იოგას სახლის ფასდაკლება და 50 ლარი ერთმანეთს დავემთხვიეთ. ამ "დამთხვეულობის" გამო ახლა შთაბეჭდილებებს გიზიარებთ. ზოგჯერ რაღაცეებზე ინფორმაციას კი ფლობ, შეიძლება დაახლოებით წარმოგიდგენია კიდეც რა არის, თუმცა რატო უნდა წარმოიდგინო როცა შეგიძლია გააკეთო. იოგა საინტერესო, ჯანსაღი, სასიამოვნო ურთიერთობაა გარემოსთან და საკუთარ თავთან. ნამდვილი, "ჭეშმარიტი" მომენტების შეგრძნებაა და რა გასაკვირია თუ ძალიან მომწონს. ახლა "ძიებაში" ვარ... საყრდენებს ვეძებ ჩემ სხეულში და თავში. (მადლობა ინსტრუქტორებს, კარგები ხართ) :)
ნათია პაპაშვილი ერთი თვეა რაც დავდივარ, უზომოდ კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი ვარ პირველ რიგში იმით, რომ მე ეს შევძელი :) ეს შეგრძნება საუცხოოა როცა ერთი გაკვეთილი მეორეზე უკეთესია და წინსვლას გრძნობ , საოცარი სტიმულია. წარმატებები მინდა გისურვოთ :)
მარიამ ხელაძე მხოლოდ 1 თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ. თვის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი რამის თქმა შემეძლო - სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მაგარია! უბრალოდ ზუსტად ვერ ვამბობდი, რა იყო მაგარი, იმდენად ბევრი ცვლილება დაიწყო ჩემში (ორგანიზმშიც და განწყობაშიც) ეხლა უკვე ნელნელა ვხვდები, რომ სხეული თავისუფლდება დაძაბულობისგან, არაფერი აღარ მაწუხებს, ზოგადად ვარ უფრო მოტივირებული და აქტიური, თითქოს უფრო მშვიდიც გავხდი :) ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის საკუთარ პროგრესზე დაკვირვებაა, როცა ტკივილის და სიხარულის შეძახილი ერთია - მემგონი გამომივიდა! და გამომივიდა ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს ჯანმრთელობისკენ. მადლობა ჩემს ინსტრუქტორებს ქეთის, ნინოს და გიორგის :)
სოფიო კუტალაძე მეორე თვეა დავდივარ. შედეგი იგრძნობა პირნათლად :) აღარც ხერხემალი ტკივა და აღარც კისერი. ძალიან კარგი ინსტრუქტორები <3 (გიორგის განსაკუთრებული მადლობა ჩემი პრობლემის მოგვარებისთვის :*). დიდუბის ფილიალი ცოტა დასახვეწია იმედია მალე გააუმჯობესებთ <3

ფოტოგალერეა

იოგა ჟურნალი


© 2016 ФЕДЕРАЦИЯ ЙОГИ ГРУЗИИ