Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 361 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ხატია ცხვედაძე მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩემი არ არის, იოგა მომწონს და უფრო ხალისით დავდივარ. ძალიან მომწონს ინსტრუქტორები, თამარა არის ჩემი აღმოჩენა , საოცარი გოგოა და მასთან ერთად ვარჯიში არ მეზარება.
ხატია ვასაძე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ აშთანგა იოგას კურსით. აქ დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, საუკეთესო სავარჯიშო გარემო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი უმაგრეს და უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე ტრენერს, ბატონ გიორგის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისთვის
თამარ გვაგვალია იოგა არის ცხოვრების სტილი, ჩვენი და თქვენი სწორი არჩევანი. ყოველი ვარჯიში სხეულის შეცნობის ხელოვნებაა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს აჩუქო 💙
ნონა გიგაური უდიდესი განტვირთვაა თქვენთან სიარული..თითქმის ყველა ინსტრუქტორთან მომიწია შეხვედრა და ყველა ერთმანეთზე უკეთესია❤️
თათული ხვედელიძე გამარჯობა, დავდიოდი ორსულებისთვის იოგაზე მარიამთან და იზასთან. ეს იყო ერთერთი საუკეთესო და სასიამოვნო გამოცდილება ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში. გარდა ფიზიკური სიმსუბუქისა, ჩემთვის იოგას სახლში მისვლა განტვირთვასა და სულიერ სიმშვიდესთანაც ასოცირდებოდა. მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის!
ქეთი დადიანი გამარჯობა გიორგი, ძალიან, ძალიან გამიხარდა თქვენი ერთად დანახვა 😊 პოდკასტს მოვუსმინე თავიდან-ბოლომდე, ძალიან საინტერესო იყო, ბევრ თემას შეეხეთ. მეც თქვენს აკადემიაში იოსების რჩევით მოვედი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მისი. და შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შემოიტანა იოგას პრაქტიკამ. ვაგრძელებ აქაც ჰოლანდიაში. მხოლოდ თქვენნაირი დახვეწილი აკადემია ჯერ ვერ ვიპოვე და სახლში ვვარჯიშობ. ვისურვებდი გააგრძელოთ თქვენ და იოსებმა თანამშრომლობა, ძალიან კარგ შედეგი გექნებათ. წარმატებები თქვენ სიყვარულით ქეთი

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია