წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
ანა ღვინჯილია
ორსულთა იოგის დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მიიღოთ საკუთარი თავის და მომავალი შვილის კეთილდღეობისთვის. ორსულობის საწყისი ეტაპიდან 38 კვირის ჩათვლით, იოგა ჩემთვის იყო საუკეთესო ანტი-სტრესი, მუდმივი ცვლილებების მიუხედავად, საკუთარი სხეულის მართვის შესაძლებლობა, და მსუბუქი და უპრობლემო ორსულობის გარანტია. იოგაზე ნასწავლი სწორი სუნთქვა და ვარჯიშის შედეგები დამეხმარა მშობიარობაში და სწრაფ რეაბილიტაციაში. მეორე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ამ დროს მიიღოთ, არის იოგის დაწყება უშუალოდ ‘იოგას სახლში’, სადაც გარემო, განწყობა და მთელი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის მთელ ამ პროცესს. და ბოლოს, ჩემი და იოგას სიყვარული არ შედგებლდა, რომ არა საუკეთესო, პროფესიონალი და ხალისიანი იზა ინსტრუქტორი და მისი ინდივიდუალური მიდგომა, რომლის იოგის გაკვეთილებსაც აუცილებლად დავუბრუნდები ❤️
ანანო გურჩიანი
ორსულობის მე-13 კვირიდან გადავწყვიტე მივსულიყავი ,,იოგას სახლში" და ვიარე 35 კვირის ჩათვლით. ვარჯიშთან ცუდი დამოკიდებულების გამო მეგონა, რომ ერთ თვეში მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი, მაგრამ იოგა არ აღმოჩნდა უბრალოდ ვარჯიში! სამუშაო დღის მერე, რა დაღლილიც არ უნდა მივსულიყავი, იქედან დამშვენებული და დასვენებული გამოვდიოდი. იოგა არის სულიერი და ფიზიკური განტვირთვა!
მშობიარობა იყო საოცრად ადვილი, ფაქტობრივად 3 წუთში მოხდა ყველაფერი (ყველანაირი გართულების გარეშე). ექიმმაც აღნიშნა, რომ ეს სწორად გაკეთებული იოგას დამსახურება იყო.
ორსულთა ინსტრუქტორი - ნინო იაშვილი, არის საუკეთესო! ნინო ყველას გვიდგებოდა ინდივიდუალურად, იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გამორჩებოდა არასწორად გაკეთებული არც ერთი პოზა (მაშინვე მოვიდოდა და გაგვისწორებდა).
მოკლედ, ყველა ორსული ვალდებულია იაროს იოგაზე ,,იოგას სახლში"!
ნინო კიკნაველიძე
სუპერ გადაწყვეტილება იყო ორსულობის დროს იოგაზე სიარული ❤️ ძალიან დამეხმარა ბევრ საკითხში და ძალიან კმაყოფილი ვარ 🙏
უდიდესი მადლობა და რეკომენდაცია ნინო ბარბაქაძეს 🥰
სოფიო სილაგაძე
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ინსტრუქტორს ნინო იაშვილს, რომელმაც იმ პერიოდის განმავლობაში რაც დავდივარ შემაყვარა იოგა, ვაპირებ მუდმივ რეჟიმში ვიარო თქვენთან და შესამისად ჩემი ცხორების წესად ვაქციო/ 😊
თათია ხუხია
ორსულთა იოგაზე მშობიარობის წინა დღემდე დავდიოდი :D ისე უმტკივნეულოდ მივედი სამშობიარო მდგომარეობამდე ეხოზე ექიმი გაოცებული იყო :)) + ადვილად ვიმშობიარე ^^ ორსულობის პერიოდიც დისკომფორტის გარეშე გავიარე, წელის ტკივილს არ შევუწუხებივარ. დიდი მადლობა უსაყვარლეს ინსტრუქტორს ნინოს <3
გვანცა მირზიაშვილი
ძალიან მაგარი ნინო და ორსულების იოგას საუკეთესო კლასი საქართველოში.