მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 176 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
ნათია ჭანკვეტაძე პრენატალ იოგაზე სიარული დავიწყე ორსულობის 17კვირაზე და დავდიოდი 39 კვირის ჩათვლით უშუალოდ მშობიარობამდე. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება რაც შეიძლება ჩემთვის და ჩემი ბავშვის ჯანმრთელობისთვის მიმეღო და მიხარია რომ მივაკითხე იოგის ფედერაციას. ყველანაირ ზურგის და წელის ტკივილს დაივიწყებთ ვარჯიშის დროს, ეს არის საუკეთესო რელაქსი ორსულთათვის, გარდა იმისა რომ მშობიარობის პროცესი უფრო გამიიოლა, მთელი კურსის მანძილზე თავს ვგრძნობდი საოცრად ენერგიულად. არ შემიძლია ჩვენს ინსტრუქტორ ნინოზეც არ ვთქვა ორო სიტყვა, გარდა იმისა რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მისი სიმშვიდე განსაკუთრებით სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდიდა ვარჯიშის პროცესს. წარმატებები იოგის ფედერაციას <3 მოკლე დროში აუცილებლად გავაგრძელებ სიარულს <3
გვანცა მირზიაშვილი ძალიან მაგარი ნინო და ორსულების იოგას საუკეთესო კლასი საქართველოში.
lika barabadze ორსულობის დროს იოგაზე სიარული იყო, ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ამ ბოლო დროს მიმიგია:)) პირველ რიგში თავს გრძნობ მსუბუქად, აგარ გაწუხებს არც წელის ტკივილი, არც თავის! ვარჯიშის მერე ხარ უფრო მეტად ენერგიული, პოზიტიური! ყველას ვურჩევ იაროს ნინოსთან, She is the Best:) P.s. ნინოს დამსახურებით ეხლა სუხიშვილის მოცეკვავეზე მეტად გამართული დავდივარ:))
სოფიო სილაგაძე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ინსტრუქტორს ნინო იაშვილს, რომელმაც იმ პერიოდის განმავლობაში რაც დავდივარ შემაყვარა იოგა, ვაპირებ მუდმივ რეჟიმში ვიარო თქვენთან და შესამისად ჩემი ცხორების წესად ვაქციო/ 😊
ანანო გურჩიანი ორსულობის მე-13 კვირიდან გადავწყვიტე მივსულიყავი ,,იოგას სახლში" და ვიარე 35 კვირის ჩათვლით. ვარჯიშთან ცუდი დამოკიდებულების გამო მეგონა, რომ ერთ თვეში მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი, მაგრამ იოგა არ აღმოჩნდა უბრალოდ ვარჯიში! სამუშაო დღის მერე, რა დაღლილიც არ უნდა მივსულიყავი, იქედან დამშვენებული და დასვენებული გამოვდიოდი. იოგა არის სულიერი და ფიზიკური განტვირთვა! მშობიარობა იყო საოცრად ადვილი, ფაქტობრივად 3 წუთში მოხდა ყველაფერი (ყველანაირი გართულების გარეშე). ექიმმაც აღნიშნა, რომ ეს სწორად გაკეთებული იოგას დამსახურება იყო. ორსულთა ინსტრუქტორი - ნინო იაშვილი, არის საუკეთესო! ნინო ყველას გვიდგებოდა ინდივიდუალურად, იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გამორჩებოდა არასწორად გაკეთებული არც ერთი პოზა (მაშინვე მოვიდოდა და გაგვისწორებდა). მოკლედ, ყველა ორსული ვალდებულია იაროს იოგაზე ,,იოგას სახლში"!
თათია ხუხია ორსულთა იოგაზე მშობიარობის წინა დღემდე დავდიოდი :D ისე უმტკივნეულოდ მივედი სამშობიარო მდგომარეობამდე ეხოზე ექიმი გაოცებული იყო :)) + ადვილად ვიმშობიარე ^^ ორსულობის პერიოდიც დისკომფორტის გარეშე გავიარე, წელის ტკივილს არ შევუწუხებივარ. დიდი მადლობა უსაყვარლეს ინსტრუქტორს ნინოს <3
ელენე სეხნიაშვილი ძალიან სასიხარულოა, რომ იოგას სახლი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს ორსულებისთვისაც. არსებობს გარკვეული ცრურწმენა, რომ ადამიანი ორსულობისას “ზედმეტად არ დაიტვირთოს”, რის გამოც ხშირად ორსულ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებივით ექცევიან. რაც უფრო უმოძრაოდაა სხეული განსაკუთრებით ორსულობისას, შეიძლება მართლაც უფრო მეტი ფიზიკური სირთულე იჩენს თავს. ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ იოგას სახლში ეს ვარჯიშები აღმოვაჩინე. პირადად მე ძალიან მეხმარება იოგა როგორც ფორმისა და წონის, ასევე შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში. გაწელვები, სუნთქვის ვარჯიშები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ხერხემლის კუნთებს ამაგრებს და მენჯის ძვლების მოქნობას უწყობს ხელს. დაღლილიც მივსულვარ, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ძალები აშკარად მემატება. ძალიან სასიამოვნოა ვარჯიშის შემდეგ დასვენება და მედიტაცია. უსაყვარლესი, ყურადღებიანი და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით, მშვენიერ გარემოში, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ვარჯიში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ამ პერიოდში და ვაპირებ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელო. იქვე, მოსაცდელში ასევე ხელმისაწვდომია საინტერესო ლიტერატურაც იოგისა და ფილოსოფიის შესახებ. იოგის სახლი ძალიან კარგი ადგილია საკუთარი, მყუდრო, ალტერნატიული სამყაროს შესაქმნელად.
ნატო ხახანაშვლი იოგას სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის მიხარია მოსვლა. აქ არის მშვიდი და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და მეგობრული ინსტრუქტორები. ცალკე უნდა აღვნიშნო იოგა ორსულთათვის. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ორსულობისას გავუკეთე ჩემ თავს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნინოს<3 ძალიან მინდა გამოვნახო დრო მედიტაციის პრაქტიკისთვის. მადლობა რომ ზრუნავთ ჩემს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე
ელენე გრიგოლია მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3
ანა ახმეტელაშვილი მადლობა ნინოს, ინსტრუქტორს და ჯგუფს დადებითი ემოციების გაცვლისთვის. ზუსტად ვიცოდი, რომ ორსულობის დროსაც გავაგრძელებდი აქტიურ ცხოვრებას და ასეც არის. არაჩვეულებრივი საშუალებაა პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად და რათქმაუნდა ორსულობის დროს ფორმის შესანარჩუნებლად. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვგრძნობდი თავს ენერგიულად, ბედნიერად და ვინარჩუნებდი ჩემს სხეულთან კავშირს, რაც ვფიქრობ საკვანძო ფაქტორია ქალისთვის ამ განსხვავებული მდგომარეობის მისაღებად და ორსულობის პროცესის სასიამოვნოდ წარმართვისთვის. ყველას ვუწევ რეკომენდაციას ყოველთვის იზრუნონ საკუთარ თავზე, ამ შემთხვევაში იოგას დახმარებით და ორსულობის დროსაც ❤️❤️
თიკო ასეიშვილისულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.
ნინო კიკნაველიძე სუპერ გადაწყვეტილება იყო ორსულობის დროს იოგაზე სიარული ❤️ ძალიან დამეხმარა ბევრ საკითხში და ძალიან კმაყოფილი ვარ 🙏 უდიდესი მადლობა და რეკომენდაცია ნინო ბარბაქაძეს 🥰
მარიამ მერებაშვილი „მიყვარს ეს ადგილი და მიყვარს ყველა ის შეგრძნება და ბენეფიტი რასაც აქ ვიღებ 🔆🤍 ორსულობის დროს განსაკუთრებით, ვთვლი, რომ იოგა საუკეთესო გადაწყვეტილებაა 🙌🏽 იმის გარდა რომ სტრესს მიხსნის და გუნება-განწყობას საოცრად მიმაღლებს ვარჯიში, ყველა იმ დისკომფორტსაც მიხსნის რაც ორსულობას ახლავს ხოლმე თან. რამდენიმე გაკვეთილმა ჩემ სუპერ ინსტრუქტორ იზასთან ხერხემლის და წელის ტკივილი გამიქრო 🙌🏽💗 ზუსტად იმ აქცენტებს აკეთებს რა საჭიროებებიც გამაჩნია და ეს დიდი კომფორტია ინსტრუქტორისგან 🌟 პლუს მთელი ორსულობის მანძილზე მოქნილობას არ ვკარგავ 🤸🏾♀️💚 და მშობიარობის პროცესიც და შემდგომ ფორმაში მალევე ჩადგომაც ბევრად მარტივდება იოგას პრაქტიკით 👌🏽 ამიტომ დიდ რეკომენდაციას ვუწევ ყველა ორსულს (და არაორსულსაც) „იოგას სახლის“ არჩევაში“. 🔆
ანა ღვინჯილია ორსულთა იოგის დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მიიღოთ საკუთარი თავის და მომავალი შვილის კეთილდღეობისთვის. ორსულობის საწყისი ეტაპიდან 38 კვირის ჩათვლით, იოგა ჩემთვის იყო საუკეთესო ანტი-სტრესი, მუდმივი ცვლილებების მიუხედავად, საკუთარი სხეულის მართვის შესაძლებლობა, და მსუბუქი და უპრობლემო ორსულობის გარანტია. იოგაზე ნასწავლი სწორი სუნთქვა და ვარჯიშის შედეგები დამეხმარა მშობიარობაში და სწრაფ რეაბილიტაციაში. მეორე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ამ დროს მიიღოთ, არის იოგის დაწყება უშუალოდ ‘იოგას სახლში’, სადაც გარემო, განწყობა და მთელი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის მთელ ამ პროცესს. და ბოლოს, ჩემი და იოგას სიყვარული არ შედგებლდა, რომ არა საუკეთესო, პროფესიონალი და ხალისიანი იზა ინსტრუქტორი და მისი ინდივიდუალური მიდგომა, რომლის იოგის გაკვეთილებსაც აუცილებლად დავუბრუნდები ❤️
ანა ქორიძე ძალიან სასიამოვნო და ეფექტური ორსულთა იოგის კურსი უსაყვარლეს იზასთან ❤️
მარიამ სულხანიშვილი ორსულთა იოგა საუკეთესეო გამოცდილება იყო ჩემთვის, მშობიარობაში ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით სუნთქვის ვარჯიშები, იზა საუკეთესოა ❤️🥰
თათული ხვედელიძე გამარჯობა, დავდიოდი ორსულებისთვის იოგაზე მარიამთან და იზასთან. ეს იყო ერთერთი საუკეთესო და სასიამოვნო გამოცდილება ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში. გარდა ფიზიკური სიმსუბუქისა, ჩემთვის იოგას სახლში მისვლა განტვირთვასა და სულიერ სიმშვიდესთანაც ასოცირდებოდა. მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის!
ნატალი ფონჯავიძე ძალიან დიდი მადლობა იოგას სახლს და განსაკუთრებით იზას მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდამ პოზიტივით სავსე განწყობოსთვის, დადებითი მუხტისთვის რაც ყოველი ვიზიტის დროს იგრძნობოდა. ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ, თუმცა საკმაოდ დიდი ცვლილება განვიცადე ამ რამოდენიმე თვეში ❤️