მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 134 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
თამარ ათუაშვილი 2012 წელს დავინტერესდი იოგას პრაქტიკით და თავდაპირველად, როგორც პრაქტიკოსმა დავიწყე სინქრონულ ჯგუფში პრაქტიკა. მას შემდეგ, უამრავი რამ შეიცვალა ჩემს გარშემო და ცხოვრებაში, იოგამ უამრავი რთული მომენტი დამაძლევინა და საკუთარ თავში მაპოვნინა საყრდენი წერტილი. რაც შეეხება, ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 2020 წლიდან მქონდა სურვილი, საბოლოოდ კი 2023 წლის თებერვალში მივიღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება და დავრეგისტრირდი კურსზე, ეს სამი თვე იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ინსტრუქტორი და მასწავლებელი, რომელიც სწორ მიმართულებას გაძლევს და ასევე გიტოვებს სივრცეს თვითგამოვლენის და განვითარებისათვის, ასევე გაძლევს რესურსს, რომელიც რეალურად, მეცნიერულად დასაბუთებულია და ილუზიებიდან გამოყავხარ. სწორედ ასეთი ინსტრუქტორია გიორგი ბერძენიშვილი, მისგან მივიღე უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა, კურსის მეორე თვეს უკვე შევძელი ქალაქ გორში გამეხსნა ჩემი სტუდია, "იოგა ომ" , რომელიც ჩემი წლების ოცნების განხორციელებაა. კურსის განმავლობაში შევიძინე ახალი მეგობრები და მხარდამჭერები, გვქონდა საინტერესო და მრავალფეროვანი გასვლა ბაკურიანში. რაც მთავარია იოგას აკადემიასთან და გიორგი ბერძენიშვილთან თანამშრომლობა არ სრულდება აქ, ეს ყველაფერი მხოლოდ საოცარი თავგადასავლის დასაწყისია. უღრმესი მადლობა გიორგის და იოგას აკადემიას.
ალექსანდრა მაჭავარიანი გამარჯობა. დიდუბის ფილიალში დავდივარ, ქ-ნ ვერასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. კვირაში ორჯერ დავდიოდი, ახლა 1 კვირიანი აბონემენტი დავამატე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ კვირაში 3-ჯერ. იოგას თითოეულ ვარჯიშს მოაქვს მხნეობა, სულიერი სიმშვიდე, ფიზიკური გაჯანსაღება და ამას ყოველი მომდევნო დღის შემდეგ სულ უფრო ნათლად ვგრძნობ. დარბაზი ძალიან მოწესრიგებული, ყოველთვის სუფთაა და არაჩვეულებრივი გარემოა, რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეუცვლელ პროფესიონალ, ვერა სხირტლაძეს მიუძღვის.